Tag Archives: #გაზი

ბულგარეთში „გაზპრომის“ საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში, ასობით მოქალაქე ითხოვს, რომ ქვეყანა არ იყოს დამოკიდებული რუსულ გაზზე. ბულგარეთსა და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში ეჭვი აქვთ, რომ წინა, პროდასავლური მთავრობა იმის გამო გადააყენეს, რომ მკაცრი პოზიცია ჰქონდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო და უარი თქვა რუსეთისთვის გაზის საფასური რუსულ რუბლში გადაეხადა. “ბულგარეთის დემოკრატია ყოველდღიურად უნდა დავიცვათ. ჩვენ გავხდით მოწმენი, რომ პრეზიდენტის მოქმედებები ბულგარეთის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის. ჩვენი ...

Read More »

“ევროკავშირმა გააცნობიერა სამხრეთ დერეფნის გაფართოებაში ინვესტიციის ჩადების აუცილებლობა”

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რომელიც 6 თვეზე მეტია გრძელდება, აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის როლი ევროპის ენერგოუსაფრთხოების საკითხებში სულ უფრო და უფრო იზრდება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის ფედერაციის მიმართ დაწესებული სანქციები ითვალისწინებს რუსული ბუნებრივი აირის მოხმარების ეტაპობრივ შეწყვეტას. აღნიშნული კი საფრთხეს უქმნის დასავლეთის ენერგეტიკულ მდგრადობასა და სტაბილურობას, რის გამოც ის ცდილობს მოძებნოს გაზის მიწოდების ალტერნატიული გზები. ერთ-ერთი მათგანია აზერბაიჯანი. აზერბაიჯანი, ...

Read More »

ცნობილია, როდის მიიღებს თურქეთი შავი ზღვიდან გაზის პირველ მოცულობას

გაზის პირველ მოცულობას, თურქეთი შავი ზღვის შელფზე მდებარე „საქარიას“ საბადოდან 2023 წლის მარტში მიიღებს. ამის შესახებ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიხ დონმეზმა განაცხადა. მისი თქმით, შავი ზღვის თურქულ სექტორში 2200 მეტრის სიღრმეზე მთელი „ენერგეტიკული ბაზა“ იქმნება. „ზღვის ფსკერზე უკვე გაყვანილია 120 კმ მილები. დარჩენილია 50 კმ“, – განაცხადა ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა.

Read More »

გიორგი ჩიქოვანმა ნავთობის პირველადი დამუშავების ობიექტი მოინახულა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა, კორპორაციის დირექტორებთან ერთად, ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახური და ვაზიანის ჩიხი დაათვალიერა. ორივე ობიექტს ქვეყნისა და მისი ენერგეტიკული სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი როლი აქვს. ნავთობის პირველადი დამუშავების სამსახურში მიმდებარე საბადოებიდან მოპოვებული ნავთობი საწყობდება, მუშავდება და სარეალიზაციოდ მზადდება. ვაზიანის ჩიხს კი ნედლი ნავთობის ვაგონსცისტერნებში ჩატვირთვისა და შემდგომი რეალიზაციის ფუნქცია აქვს. კორპორაციის გენერალური დირექტორი სამუშაო პროცესს ...

Read More »
USAID-ის დახმარებით გაზსადენის სამი მონაკვეთის აღდგენა-რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 7 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ცხუნკურში, ყუმისთავში, ოფურჩხეთში, გუმათში, ჟონეთში, ნამოხვანსა და საკირეში პროექტის ფარგლებში, ჯამურად, აშენდება 118 022 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1356 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. სამუშაოების ღირებულება შეადგენს 8 347 035 ლარს. გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ამჟამად, სამშენებლო, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ...

Read More »

ინფლაცია ევროპაში: გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ენერგორესურსებზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება

გერმანიის ფინანსთა მინისტრის კრისტიან ლინდნერის განცხადებით, გერმანია 10 მილიარდი ევროს ოდენობის საგადასახადო შეღავათებს შესთავაზებს დასაქმებულებს, რათა უკეთ გაუმკლავდნენ მზარდ ინფლაციას. ივლისში გერმანიაში ინფლაცია მაღალ ნიშნულზე იყო და 7.5 პროცენტი შეადგინა, მაისში კი ამ მონაცემმა 7.9 პროცენტს მიაღწია, რაც 1973 წლის ნავთობის კრიზისის პერიოდიდან მოყოლებული რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი იყო. კრისტიან ლინდნერი აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანისთვის ყოველდღიური ცხოვრება ძალიან გაძვირდა. ხელისუფლება ვარაუდობს, ...

Read More »

მოლდოვა აგვისტოში რუსული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ დაფარავს

„მოლდოვაგაზის“ ხელმძღვანელი ვადიმ ჩებანი აცხადებს, რომ კომპანია რუსულ „გაზპრომს“ აგვისტოში მოწოდებული გაზის საფასურს წინმსწრებად ვერ გადაუხდის. ეს თანხა „მოლდოვაგაზმა“ 20 აგვისტომდე უნდა დაფაროს. „ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ გადახდას ვერ შევძლებთ. ივლისს დავხურავთ, მაგრამ აგვისტოს ავანსს ვერ გადავიხდით – ეს ცალსახაა. ჩვენ მივმართეთ მიმწოდებელს გადახდების გადადების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია“, – განაცხადა ჩებანმა იგი იმედოვნებს, რომ 1-ელი ოქტომბრიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, ...

Read More »
რუსეთში ბუნებრივი აირის საექსპორტო ფასის რეკორდულ ვარდნას ელიან

ბულგარეთი „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავენ

ბულგარეთი რუსული „გაზპრომისგან“ ბუნებრივი აირის მიწოდების განახლების ვარიანტს განიხილავს. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივ მედიასთან საუბარში ენერგეტიკის მინისტრმა, როსენ ჰრისტოვმა განაცხადა. „ჩვენ პრიორიტეტად განვიხილავთ ალტერნატიულ მომწოდებლებს. მე არ ვიქნები ის მინისტრი, რომელიც ზამთარში ქვეყნის მოსახლეობას გასაყინად გაწირავს“, – განაცხადა მინისტრმა. ჰრისტოვის თქმით, რუსეთის მიერ ბულგარეთისთვის წამოყენებული პირობები იგივეა, როგორიც სხვა ევროპულ ქვეყნებს აქვთ და ისინი მათ ასრულებენ. „ჩვენ არ გადავუხვევთ ევროპულ პოლიტიკას. „გაზპრომისგან“ გაზის ყიდვა ...

Read More »

იტალიაში ნაგვის ნარჩენებისგან მიღებული გაზით რუსულ გაზს ჩაანაცვლებენ

იტალიური კომპანია, Maire Tecnimont ნაგავსაყრელების ნარჩენების გადამუშავების ახალ მეთოდს ნერგავს და ხუთ წელიწადში ნაგვისგან ენერგომომარაგებისთვის და გათბობისთვის საჭირო გაზის 10%-მდე მოცულობის წარმოებას გეგმავს. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალესანდრო ბერნინიმ Bloomberg-ს განუცხადა, რომ ეს საწვავი რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებას შეძლებს. ბერნინის თქმით, ქვეყნის ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად, დაახლოებით, 16 მილიონი ტონა ნარჩენი გროვდება, რაც მეორად გადამუშავებას არ ექვემდებარება. პროექტი, Green Circular District ათი ქარხნის ...

Read More »

ბრიტანულმა Centrica-მ თხევადი აირის შეძენაზე აშშ-სთან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ბრიტანულმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია Centrica Plc-მა ხელი მოაწერა 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (8,45 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების 15 წლიან კონტრაქტს აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე თავად Centrica იტყობინება. ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ Delfin Midstream Inc-თან. ბრიტანული კომპანია აპირებს წელიწადში 1 მილიონი ტონა თხევადი აირის შეძენას Delfin Deepwater Port-ის გათხევადებული გაზის მზიდების მეშვეობით. აღნიშნული პროექტი ჯერ არ არის დასრულებული. ...

Read More »