ბრიტანულმა Centrica-მ თხევადი აირის შეძენაზე აშშ-სთან 15 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი

ბრიტანულმა ელექტროენერგიის მწარმოებელმა კომპანია Centrica Plc-მა ხელი მოაწერა 7 მილიარდ ფუნტ სტერლინგის (8,45 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების 15 წლიან კონტრაქტს აშშ-დან თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. აღნიშნულის თაობაზე თავად Centrica იტყობინება.

ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ Delfin Midstream Inc-თან. ბრიტანული კომპანია აპირებს წელიწადში 1 მილიონი ტონა თხევადი აირის შეძენას Delfin Deepwater Port-ის გათხევადებული გაზის მზიდების მეშვეობით.

აღნიშნული პროექტი ჯერ არ არის დასრულებული. ვარაუდობენ, რომ კომპლექსი განთავსდება მექსიკის ყურეში, ლუიზიანას შტატთან, მიწოდება კი დაიწყება 2026 წელს.

ივლისში კომპანიამ ასევე გააფორმა 4 მილიარდი ფუნტის ღირებულების გარიგება გაზის მიწოდების თაობაზე ნორვეგიის Equinor ASA-სთან .

Leave a Reply