Tag Archives: #ენერგეტიკა

ევროკომისია: Nord Stream-ის ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენებას არ დავუშვებთ

Nord Stream 2-ის ამოქმედება შეჩერდა, რათა გაზსადენი ევროკავშირის წინააღმდეგ ზეწოლის „იარაღად არ გამოიყენონ“, – აცხადებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი. განცხადება ლატვიელმა ევროკომისარმა 31 დეკემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიჰალთან შეხვედრის დროს გააკეთა. სადავო ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც გერმანიას რუსეთს უკავშირებს, კრემლს საშუალებას მისცემს, გაზი ევროპას უკრაინის შუამავლობის გარეშე მიაწოდოს. „ნებისმიერი პროექტი, რომელიც ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას ითვალისწინებს, უკრაინისთვის სატრანზიტო ქვეყნის სტატუსის დაკარგვის ხარჯზე არ ...

Read More »

იანვარში, საქართველომ რეკორდული რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის” (ესკო) ვებგვერდზე ატვირთული იანვრის თვის ოპერატიული მონაცემების თანახმად, იანვრის 30 დღეში მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა რეკორდულია 2007 წლიდან დღემდე პერიოდისთვის ესკოს ვებგვერდზე ატვირთული 30 დღის ოპერატიული მონაცემებით, საქართველოს მიერ მომხმარებლისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა შეადგენს 1 მილიარდ 379 მილიონ 82 ათას კვტ.სთ, რაც 2021 წლის იანვარში მომხმარებლისთვის მიწოდებულ მოცულობაზე (1 182, 001 მლნ კვტ.სთ) 17%-ით, ხოლო შარშან, ...

Read More »

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 31 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. მთაწმინდის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძისა და თაბუკაშვილის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მონადირის, ავშნის, ფირცხალავასა და ნუშის ქუჩების მოსახლეობას. 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჩაქვისა და მანჯგალაძის ქუჩების ...

Read More »

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში 28 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II, VII მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი გიორგიწმინდას (ნაწილობრივ), სოფელი გლდანის (ნაწილობრივ) და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას. ნაძალადევის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინანაურის, ბაგინეთის, ეკა ბეჟანიშვილის, ზესტაფონის, ნათაძის, ტრაქტორის, ხვინგიას, ...

Read More »

სემეკმა სს „თელასი“ 50 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ მოსთხოვა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

Read More »
ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი სს "სართიჭალა გაზს" რეკომენდაციით მიმართვას

აისახა თუ არა პანდემია და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლა ენერგორესურსების მომხმარებლებზე

რა ზემოქმედება მოახდინა მომხმარებელთა მომსახურებაზე პანდემიამ და როგორ არის დაცული მომხმარებელთა უფლებები პანდემიისა და ახალ საბაზრო სტრუქტურებზე გადასვლის პირობებში — ამ და სხვა თემებზე რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “პროფესიონალები“ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პანდემია სექტორზე ძალიან მწვავედ აისახა თუმცა ენერგოომბუდსმენის სამსახური ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მომხმარებელთა ინტერესებზე პანდემია არ ასახულიყო. „ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ორგანიზაციისთვის, ჩვენთვისაც ძალიან დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, გვემართა პანდემიურ რეჟიმში ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: საქართველოში უნდა იყოს ისეთი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან ელექტრომომარაგებას

გასული საუკუნის 90-იანი წლების უმძიმესი გამოწვევების შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორმა დიდი გზა გაიარა იმ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ და ამ გზის მთავარ ლოკომოტივად ენერგეტიკოსები სწორ სატარიფო პოლიტიკას ასახელებენ. „უფასო დენი, გაზი და წყალი!“ – ასეთი დაპირება რომ აბსურდულია და რომ ქვეყანაზე უფასო არაფერია, საზოგადოება დიდი ხანია თანხმდება. თუმცა, კვლავაც გვხვდება მოსაზრებები, რომ კომუნალური ტარიფები „უნდა განახევრდეს“. რა არის ზოგადად ტარიფი, რა ...

Read More »

ენერგეტიკის „გამწვანება“ მსოფლიოს 275 ტრილიონი დოლარი დაუჯდება

კონსალტინგურ კომპანია „მაკკინსის“ ანალიტიკოსების მიერ შესრულებული კვლევის მიხედვით, ენერგიის ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლა, მსოფლიოს 2050 წლამდე პერიოდში, დახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. ეს კი მსოფლიო მშპ-ის დაახლოებით 7.5 პროცენტია. „ჩვენ მიერ შესრულებული კვლევა ცხადყოფს, რომ 2021-დან 2050 წლამდე პერიოდში, მსოფლიოს დაახლოებით 275 ტრილიონი დოლარი დასჭირდება იმისთვის, რომ ორგანულიდან განახლებად წყაროებზე გადასვლის ხარჯები დაფაროს. ეს კი წლიურად 9.2 ტრილიონი დოლარის ტოლფასია“, ...

Read More »

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო და ევროკავშირი საქართველოს ენერგეტიკისა და მწვანე სექტორის რეფორმების მხარდაჭერას განაგრძობენ

ენ განსახორციელებელი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა, KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის სექტორის დირექტორმა, ბოდო შმულინგმა, AFD-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, რაფაელ ჟოზანმა, AFD-ის მთავარმა მენეჯერმა, ოლივიე ლონგშამპმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, სიგრიდ ბრეტელმა. „მიმდინარე რეფორმის ...

Read More »

ელექტროენერგიაზე დავალიანების დაგროვების თავიდან აცილებისთვის მომხმარებელს რამდენიმე დღე რჩება

ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ, რაც ამ პროცესის საბოლოოდ მოწესრიგებას ისახავდა მიზნად, დეკემბერში გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა. ზოგიერთი მომხმარებლის მოთხოვნით, დეკემბრის მეორე ქვითრის დაფარვის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, კომპანიამ იანვრის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამისად, კომპანია „თელმიკოში“ განმარტავენ, რომ მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვალში გადასახდელ ქვითარში. ეს კი ...

Read More »