Tag Archives: #აირი

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა

ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ...

Read More »

ევროკავშირი გაზის ფასებს დაარეგულირებს

გლობალური ენერგეტიკული კრიზისის ფონზე ევროკავშირმა შეიმუშავა გაზის ბაზრის კორექციის საგანგებო მექანიზმი. ეს მექანიზმი შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას მოქალაქეები და ევროკავშირის ეკონომიკა ბუნებრივი აირის ზედმეტად მაღალი ფასებისგან. ინოვაცია ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა კადრი სიმსონმა 22 ნოემბერს, სტრასბურგში წარადგინა. ევროკომისიის წინადადებით, მექანიზმი ამოქმედდება ერთდროულად ორ ვითარებაში. პირველი არის ფიუჩერსების ფასის ზრდა მომდევნო თვისთვის 275 ევრომდე მეგავატ საათში ორი კვირის განმავლობაში (TTF გაზის ინდექსის ...

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

საქართველომ, აზერბაიჯანმა, უნგრეთმა და რუმინეთმა თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტის შემუშავება დაიწყეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ვინაიდან ევროპა განსაკუთრებით დაინტერესებულია გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროებით, საქართველომ პარტნორებთან ერთად დაიწყო მნიშვნელოვან ენერგო და ენერგოსატრანზიტო პროექტებზე მუშაობა. „საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი „აგრი“ ჯერ კიდევ 2015 წელს, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის საქართველოს გავლით, ისე რომ მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და ...

Read More »

უკრაინა რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულებას ზრდის

მომავალი წლიდან უკრაინა “დრუჟბას” მილსადენით რუსული ნავთობის ტრანზიტის ღირებულების გაზრდას გეგმავს, – იუწყება “Bloomberg”-ი რუსული კომპანია “ტრანსნეფტის” მიერ უკრაინული “უკრტრანსნაფტიდან” მიღებულ წერილზე დაყრდნობით. მისივე ინფორმაციით, 2023 წლის 1 იანვრიდან რუსეთიდან უნგრეთსა და სლოვაკეთში ნავთობის ტრანსპორტირების ფასი ნედლეულის 1 ტონაში 11,5-დან 13,6 ევრომდე გაიზრდება. უკრაინის ხელისუფლება ამ გადაწვეტილებას რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურის დაბომბვებს უკავშირებს, რამაც უზარმაზარ ზარალთან ერთად, ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ...

Read More »
აზერბაიჯანს გაზის დეფიციტის შევსებაში გაზპრომი ეხმარება

აზერბაიჯანი დასავლეთ ბალკანეთში, გაზის მიწოდებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

აზერბაიჯანი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში გაზის შესაძლო, მიწოდებაზე მოლაპარაკებს აწარმოებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, იტყობინება Trend. „რამდენიმე ხნის წინ დავიწყეთ დიალოგი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ამ რეგიონისთვის გაზის შესაძლო მიწოდების შესახებ. ამ დიალოგში ასევე მონაწილეობს ევროკომისია, რომელიც დასავლეთ ბალკანეთში ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის ბუნებრივი ნაწილია. დამატებითი გაზის მიწოდებაზე მოთხოვნა არის სხვა პარტნიორებისგანაც. ცხადია, ზოგჯერ დამატებითი გაზის მცირე რაოდენობაც კი, შესაძლოა, ...

Read More »
ნორვეგიამ, დასავლეთ ევროპისთვის გაზის მიწოდებით რუსეთს გაუსწრო

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს. „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება.

Read More »

ჩინეთმა ყატართან გაზის მიწოდებაზე 27–წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ყატარის სახელმწიფო კომპანიამ QatarEnergy და ჩინურმა Sinopec გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიწოდებაზე კონტრაქტი 27 წლის ვადით გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters ორშაბათს, 21 ნოემბერს ავრცელებს. ჩინეთი 4 მლნ ტონა გათხევადებულ გაზს ყატარის პროექტიდან North Field East მიიღებს, რომელიც გაზის ერთ–ერთი უდიდესი საბადოა მსოფლიოში. საბადოში წილი ირანსაც ეკუთვნის. წყარო: gbc.ge

Read More »

საქართველომ თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის სამუშაო გეგმის მომზადება დაიწყო

საქართველომ თხევადი გაზის (LNG) ტერმინალის მშენებლობის სამუშაო გეგმის მომზადება დაიწყო. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აღნიშნული პროექტის ვადები და ბიუჯეტი ჯერ უცნობია. „საქართველოს აზერბაიჯანთან, რუმინეთთან და უნგრეთთან ერთად ჰქონდა დაწყებული პროექტი AGRI, რომელიც გულისხმობდა კასპიის ზღვის გაზის მიწოდებას ევროპისთვის, საქართველოს გავლით, ისე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდებოდა თხევად მდგომარეობაში აირის გარდაქმნა და შემდეგ გაზიფიცირება ...

Read More »

მაკეევკაში ოკუპანტების ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საწვავის ორი ავზსა და სამ სტაციონარულ კონტეინერს გაუჩნდა, – იუწყებიან რუსი სამხედროები. მათი ცნობით, მიზეზი იერიში გახდა. საწვავის ბაზა ანტროპოვას ქუჩაზე, ქალაქის ჩერვონოგვარდეისკის რაიონშია განთავსებული. შეტყობინება ხანძრის შესახებ კიევში დილის 3:06 საათზე მიიღეს. მას სირთულის მესამე ხარისხის კვალიფიკაცია მიენიჭა.

Read More »

როგორ უნდა მოვიქცეთ, ოთახში CO რომ არ დაგროვდეს – ,,თბილისი ენერჯი” მოსახლეობას აფრთხილებს

,,თბილისი ენერჯი” მოსახლეობას აფრთხილებს, რომ გაზის წვისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ალის ფერს, რადგან ოთახში CO არ დაგროვდეს. ,,გაზის წვისას ყურადღება მიაქციეთ ალის ფერს. მისი მოყვითალო შეფერილობა არასრული წვის მანიშნებელია, რაც იწვევს CO-ს (ცეო) დაგროვებას. CO კლავს. გაზის სრულ წვას ჟანგბადი სჭირდება, ამიტომ საფრთხის თავიდან ასარიდებლად, აუცილებელია ხშირად გაანიავოთ ფართი და ხელოსანს გააწმენდინოთ სანთურა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Read More »