საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგია დაამტკიცა. მეთოდოლოგიის მიზანია, მომხმარებლების დაცვა ბაზრის გახსნის გარდამავალ ეტაპზე და მათთვის სტაბილური ფასის განსაზღვრა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის უწყვეტი და საიმედო ფუნქციონირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლისათვის გამჭვირვალე და სამართლიანი სატარიფო განაკვეთების დაწესება. მეთოდოლოგიის მიხედვით, მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც ისარგებლებენ უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით, კომისია დაადგენს ელექტროენერგიის ტარიფებს.
Read More »