Tag Archives: #ელექტროენერგია

ესკოს თავმჯდომარემ რუსული დენის იმპორტიორი საკუთარ სახლში დაარეგისტრირა

„ვახტანგ ამბოკაძის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა და ხორციელდებოდა შპს „ინტერ რაო საქართველოს” დაფუძნების მოსამზადებელი სამუშაოები. საჯარო რეესტრში შპს-ს სადამფუძნებლო დოკუმენტაცია 2019 წლის 2 მაისს წარდგენილია ვახტანგ ამბოკაძის მიერ. დოკუმენტაციაში არის ვახტანგ ამბოკაძის 1 მაისით დათარიღებული თანხმობა შპს-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრად მის დანიშვნაზე და მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მისამართზე შპს-ს დარეგისტრირებაზე. ანუ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ სახელმწიფო კომპანია ...

Read More »
სტიქიით დაზიანებული საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა სრულდება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის სისტემების პარალიზება გამოიწვია

ოკუპირებულ აფხაზეთში ქარიშხალმა წყლისა და ელექტროენერგიის სისტემების პარალიზება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სოხუმში სტიქიამ ხეები მოთხარა, სახლებს სახურავები გადახადა და ავტომობილები დააზიანა. საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, ასევე დაზიანებულია შეშელეთი-1-ის მაღალი ძაბვის ხაზი. სოხუმში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საქალაქო სამსახურები გამოიძახეს და დახმარების თხოვნით სამხედროებსაც მიმართეს. ამ დროისთვის ოკუპირებულ აფხაზეთში სატრანსპორტო მაგისტრალებს ასუფთავებენ, რომლებიც წაქცეული ხეებით არის გადაკეტილი. პარალელურად, რუსული მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, რის გამოც აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტს სამი საათია, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. მარტვილის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა წვიმამ და ქარმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, სპეციალისტები ყველა მიმართულებით მუშაობენ და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ამასთან,  წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი ახადა. დაიტბორა სიმინდის ყანები, თხილნარები, თუმცა როგორც ამბობენ, ზარალი დიდი არ არის. მერიის წარმომადგენლები უკვე ...

Read More »
ძვირი დენის წილი მატულობს, გაიზრდება თუ არა ტარიფი

დღეს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს 5 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. ვაკის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთისა (ნაწილობრივ) და ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილისა და ლიზიკო ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ახვლედიანის, მელიქიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ქიაჩელისა და ...

Read More »

გამრიცხველიანება 300 ლარით ძვირდება

ჭკვიანი მრიცხველების დაყენება 2021 წლის 1 ოქტომბრიდან სავალდებულო იმ ახალი საცხოვრებელი მრავალბინიანი კორპუსებისთვის გახდება, რომლებიც განაცხადს გამრიცხველიანების შესახებ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შეიტანენ. ჭკვიანი მრიცხველი თავად დისტანციურად გადასცემს ინფორმაციას კომპანიას, შესაბამისად, აღმრიცხველს მონაცემების მისაღებად ადგილზე მისვლა აღარ დასჭირდება. ამასთან, ჭკვიანი მრიცხველი შესაძლებლობას იძლევა თავად ჩართოს ან გათიშოს ელექტროენერგია. როგორც სემეკში აცხადებენ, ჭკვიან მრიცხველებს როგორც მომხმარებლებისთვის ისე კომპანიებისთვის კიდევ არაერთი უპირატესობა ექნება. ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ ჭკვიანი მრიცხველებით აღჭურვა ...

Read More »
ხვალ რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

დღეს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

გეგმური სამუშაოების გამო 2 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელმიკოს“ ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვახუშტი ბაგრატიონის, ქუთაისის, ყიფიანის და აგლაძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში ქსელში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მოსახლეობას. 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ილია ...

Read More »
"საქართველოს მთავრობა აფხაზეთისთვის დამატებითი ელექტროენერგიის ყიდვას აღარ გეგმავს"

აფხაზეთში ვეტერანები დენზე გრაფიკის დაწესებას აპროტესტებენ

აფხაზეთის ომის ვეტერანებმა ე.წ. ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენეს – იმ შემთხვევაში, თუ უახლოესი 1 თვის მანძილზე ენერგეტიკის პრობლემები არ გადაწყდება და შეზღუდვები არ გაუქმდება, ისინი საზოგადოებას პროტესტის გამოსახატად ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. უკმაყოფილების მიზეზი გახდა ელექტროენერგიის მიწოდების ახალო განრიგი – ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედმა ენერგოკომპანიამ ‘“ჩერნომორენეგრო“, ელექტროენერგიის უკონტროლო ხარჯვის თავიდან არიდების მიზნით, ისევ გათიშვები დაიწყო. შექმნილი ვითარების მიზეზი იგივეა, რაც ბოლო თვეების მანძილზე იყო  – კრიპტოვალუტების ...

Read More »
დენის ტარიფი 12 თეთრზე მეტი არ უნდა იყოს

რა იცვლება დღეიდან ელექტროენერგიის აბონენტებისთვის

დღეიდან, 1-ლი ივლისიდან ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. კერძოდ, თბილისში, „თელასს“ ჩაანაცვლებს „თელმიკო“, ხოლო რეგიონებში “ენერგო-პროს” ნაცვლად, ელექტროენერგიის მიმწოდებელი „ეპ ჯორჯია“ იქნება. მომხმარებლებისთვის ტარიფები არ შეიცვლება, თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ანუ 30 ივნისიდან ივლისის პერიოდში, მრიცხველების ამონაწერის კომპანიისთვის მიწოდება თავადაც შეეძლებათ. “1-ლი ივლისიდან გარკვეული ცვლილებები ხდება ელექტროენერგეტიკის სექტორში, რომელიც არაერთხელ იყო დაანონსებული. კერძოდ, იყოფა კომპანიები, მარეგულირებელი კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. თუ ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

აფხაზებმა რეაბილიტირებული ენგურჰესის დენი თითქმის მთლიანად მიითვისეს

დღევანდელი მოხმარების პირობებში ენგურჰესს ელექტროენერგიაზე აფხაზეთის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ შეუძლია. მიუხედავად ამისა, სეპარატისტებს ელექტროენერგია შეუზღუდავად მიაქვთ. უკვე იმაზე კი არ არის საუბარი, რომ საქათველოს დანარჩენ რეგიონებს არაფერი რჩებათ, არამედ იმაზე, რომ ელექტროსადგური ასეთ პირობებში ვეღარ იმუშავებს, რადგან შემოსავლი არ გააჩნია. აფხაზებს მისი დენი სრულიად უფასოდ მიაქვთ. 2018 წლის მაისში აფხაზეთმა დახარჯა 100,3 მლნ კვტ_სთ ენერგია, 2019-ში – 100 მლნ, 2020-ში ...

Read More »

კომპანია „თელმიკო“ – ენერგეტიკულ ბაზარზე ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის

პირველი ივლისიდან თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას განახორციელებს თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია „თელმიკო“. აღნიშნული კომპანია აბონენტებს „თელასის“ ნაცვლად მოემსახურება. „თელასის“ ყველა მომხმარებელი, ავტომატურად ხდება „თელმიკოს“ აბონენტი. ელექტრომიმწოდებელი კომპანიის ცვლილება განპირობებულია ენერგოსექტორის მასშტაბური რეფორმით, რომლის ფარგლებშიც, საქართველო ენერგეტიკული ბაზრის ევროპულ მოდელზე გადადის. „აღნიშნული ცვლილება მოსახლეობას არანაირ სირთულეს არ შეუქმნის. მოსახლეობამ, მხოლოდ უნდა გაითვალისწინოს, რომ ივლისის თვეში მომხმარებელი მიიღებს ორ ქვითარს: პირველ ივლისამდე დახარჯული ...

Read More »