Tag Archives: #გაზი

გერმანიას ზამთრისთვის საკმარისი ენერგორესურსები აქვს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ გერმანია მომავალი ზამთრისთვის უკეთ მომზადებული იქნება, რადგან ქვეყანას უფრო მეტი გაზის რესურსი აქვს. „გაზის რეზერვების მოცულობით, ჩვენ ნამდვილად უკეთესი პოზიცია გვექნება“, – აღნიშნა ჰაბეკმა. მისივე თქმით, გერმანიისთვის ახლა უფრო მეტად პრობლემატური ელექტროენერგიაა. „ელექტროენერგიის მიწოდების მთავარი პრობლემა საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის უკმარისობაა. გერმანია მზადაა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ატომური ელექტროსადგურები გამოიყენოს“, – განაცხადა გერმანიის ეკონომიკის ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას ავრცელებს: “გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 26 ოქტომბერს თელავის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 26 ოქტომბერს 09:00დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ქალაქ თელავსა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურს. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ინტენსიურად მცირდება და $1 000-იან ფსიგოლოგიურ ნიშნულს უახლოვდება

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 11%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 1 031 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ირანმა და თურქეთმა გაზის ექსპორტზე შეთანხმებას მიაღწიეს

ირანისა და თურქეთის ოფიციალურმა პირებმა, თურქეთში ირანული გაზის ექსპორტთან დაკავშირებით, გარკვეული შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენელმა მოჰამად რზა ჯოლაიმ განაცხადა, იუწყება Trend სააგენტო Shana-ზე დაყრდნობით. მისი თქმით, ამასთან დაკავშირებით თურქეთში კომპანია Botaş-ისა და ირანის გაზის ეროვნული კომპანიის წარმომადგენლებს შორის, შეხვედრა შედგა. ჯოლაიმ დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმებების მიხედვით, თურქეთში გაზის ექსპორტის პროცესში ყველა ტექნიკური ღონისძიება მხარეების კოორდინაციით მომდევნო ექვსი ...

Read More »

ევროპა რუსული გაზისგან თავისუფალია

თბილისი (GBC) – ევროკავშირი საბოლოოდ გათავისუფლდა რუსული გაზისგან, განაცხადა ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა ფრანგულ რადიოსთან RTL ინტერვიუში. „დღეს მთლიანად დავემშვიდობეთ რუსულ გაზს… თუ ადრე 40%–ით ვიყავით დამოკიდებული, დღეს ეს მაჩვენებელი 7%–ს შეადგენს“, – აღნიშნა მან. ევროკომისრის თქმით, რუსეთი აღარ არის ევროპისთვის საიმედო პარტნიორი და ამიტომ 155 მლრდ კუბური მეტრი გაზის სხვა ბაზრებიდან იმპორტი მოგვიწია. გარდა ამისა, მომავალში გაზის ...

Read More »
გაზგასამართი სადგურები მძღოლებს ყვლეფენ

თხევადი აირის ბაზარზე სრული უკონტროლობაა!

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ დღეს საქართველოში თხევადი აირის ბაზარზე სრული უკონტროლობაა. აბსოლუტურად არ მოწმდება შემოტანილი გაზის ხარისხი, ამასთან, ბაზარზე იგი სტანდარტების უხეში დარღვევით იყიდება, რაც მომხმარებელს საფრთხეს უქმნის და ქვეყნის იმიჯზეც ძალიან უარყოფითად აისახება. გარდა იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქტი შეიძლება უხარისხო აღმოჩნდეს, პრობლემაა წონასთან დაკავშირებითაც. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ ბაზარი მინიმალურ დონეზეც არ არის მოწესრიგებული, ამიტომ თხევად აირს განსაკუთრებული ...

Read More »

შმიგალი: უკრაინას ზამთრის სტაბილურად გადასატანად საკმარისი გაზი აქვს

უკრაინის ქალაქების უმრავლესობაში გათბობა ჩართულია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა ფეისბუქზე 23 ოქტომბერს განაცხადა. “უკრაინაში, დაბომბვების მიუხედავად, გათბობის სეზონი დაიწყო. უმეტეს ქალაქებში გათბობა უკვე ჩართულია. ახლა გაზსაცავებში დაახლოებით 14.2 მილიარდი მ³ გაზი გვაქვს და ეს აბსოლუტურად საკმარისია ამ ზამთრის სტაბილურად გადასატანად.” – დაწერა პრემიერმა. ორი დღით ადრე, 21 ოქტომბერს, უკრაინის თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ოლექსი ჩერნიშოვმა განაცხადა, რომ უკრაინის გაზსაცავებში ...

Read More »

ილჰამ ალიევი – ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ექსპორტი გაიზრდება, გვინდა, გამოვიყენოთ და დაიტვირთოს ბაქო-სუფსის ტერმინალიც

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის განცხადებით, მოხარულია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება. მისივე თქმით, აზერბაჯანს საქართველოში სამი მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული. „რაც შეეხება ორმხრივ შეთანხმებას და ფორმატს, ჩვენ გვიხარია, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება და ბოლო ცხრა თვის განმავლობაში გადავცდით ერთი მილიარდი დოლარის ბრუნვას. აზერბაიჯანს ინვესტირებული აქვს საქართველოში მნიშვნელოვანი თანხები და ინვესტიციები ავითარებს თანამშრომლობას. სამი მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული ...

Read More »
TAP-ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყება

ლიეტუვამ და პოლონეთმა, გაზსადენი GIPL-ის საპროექტო სიმძლავრე გამოსცადეს

ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორებმა Amber Grid-მა და Gaz-System-მა გამოსცადეს GIPL (პოლონეთი-ლიეტუვის) გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე გამოცადეს. გაზსადენი 2022 წლის მაისში შევიდა ექსპლუატაციაში. მედიის ცნობით, Amber Grid-მა განაცხადა, რომ ტესტები წარმატებული იყო. Amber Grid-ის ხელმძღვანელის, ნემუნას ბიკნიუსის თქმით, ტესტირების დროს შესაძლებელი გახდა გაზის მაქსიმალური ნაკადის მიღწევა ლიეტუვასა და პოლონეთში. GIPL-ის ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე, გაზის მიმწოდებლებმა ლიეტუვის რესპუბლიკისა და სხვა სკანდინავიური ქვეყნების საჭიროებისთვის თითქმის ...

Read More »

ლატვიის პრემიერ-მინისტრი: კარგი იქნებოდა, არასდროს გვქონოდა ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც რუსეთზე ასეთ დამოკიდებულებას გამოიწვევდა

ლატვიის პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომს აქვს ნეგატიური გავლენა მთელ მსოფლიოზე და ევროპაზე. კრიშიანის კარინიშმა აღნიშნა, რომ ეს ეხება ენერგორესურსებზე ფასებს და ზოგადად, ფასების ზრდას ბიზნესისთვის და მომხმარებლებისთვის. „ახლა ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა დაეხმაროს და მხარი დაუჭიროს ბიზნესს და მომხმარებლებს. ჩვენ უნდა განვიხილოთ, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, როგორც გაერთიანებამ. ევროკომისიას ...

Read More »