Tag Archives: #გარემო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოქალაქეებს აფრთხილებს, ახალი წლის დღეებში წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან თავი შეიკავონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსი მაია ჩხობაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ახალი წლის დღეებში თავი შეიკავონ წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონო მოპოვებისგან. მისივე თქმით, ზედამხედველობის დეპარტამენტი 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს პატრულირებას წიწვოვანი მცენარეების მოპოვების ადგილებთან, აკონტროლებს ტრანსპორტირების პროცესს. ამასთან, მაია ჩხობაძემ მოქალაქეებს საჯარიმო სანქციების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. „ახლოვდება ახალი წელი და გვიწევს პრევენციული ხასიათის განცხადების გაკეთება, რომ ...

Read More »

ფოიერვერკი მავნებელ ტოქსინებს შეიცავს

ფოიერვერკი თვალისმომჭრელი სანახაობაა, მაგრამ ეს ჯადოსნური სილამაზე გარემოს აბინძურებს. ფოიერვერკი ნეგატიურად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და გარემოზე. გრძელვადიან პესრპექტივაში, ასეთი ზარალი კიდევ უფრო კრიტიკული ხდება. ამიტომაც აუცილებელია მკაცრი კანონების მიღება ფოირვერკის გაყიდვისა და გამოყენების შეზღუდვისთვის. ფოიერვერკების გაყიდვის შეზღუდვა აუცილებელია, რადგან ისინი ჰაერს მნიშვნელოვნად აბინძურებენ. Orange County Register-ის ცნობებით, ბრწყინვალე აფეთქებებმა 4 ივლისს, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს, უფრო მეტად დააბინძურეს ჰაერი, ვიდრე ტყის ...

Read More »

გრენლანდიის მყინვარები 100-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე აქამდე გვეგონა

არქტიკის დნობის ამჟამინდელი პროგნოზები სავარაუდოდ გზას აცდენილია. განახლებული მოდელის თანახმად, ყინულოვანი ჩრდილოეთის მყინვარები ზღვაში შეიძლება იმაზე 100-ჯერ სწრაფად ჩასრიალდეს, ვიდრე ამას წინა მოდელები პროგნოზირებდა. პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ყინულის დნობის პროგნოზები დეტალურად განიხილეს და გადახედეს. 2020 წელს ჩატარებულმა ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ რეალობას დიდად არ შეესაბამება კომპიუტერული სიმულაციები მყინვარებისა და კლიმატის დანარჩენი სისტემის ურთიერთქმედების შესახებ. აშკარაა, რომ ამჟამინდელ კლიმატურ მოდელებში რაღაც ...

Read More »

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლს ამკაცრებს და რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურ შემოწმებას ახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამკაცრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, იმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია, დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ზედამხედველობას 24 საათიან რეჟიმში ახორციელებენ. ამასთან, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე-მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბური მონიტორინგი მიმდინარეობს; დედაქალაქში ინტენსიურად მოწმდება სპორტის სასახლისა ...

Read More »

რამდენად საზიანოა ფოიერვერკი?

ზოგ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, ახალი წელი არ არსებობს ღამით ფოიერვერკის გარეშე. მაგრამ რამდენად ცუდია ეს ფერადი  აფეთქებები ჩვენი გარემოსთვის და რა გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე? ახალი წლის დაწყება შეიძლება ძვირი დაჯდეს. გერმანელები, მაგალითად, ხარჯავენ 100-დან 200 მლნ ევრომდე(240მლნ$) ახალი წლის დღესასწაულის კვამლში გასახვევად, რათა სანახაობრივმა ფოიერვერკმა გაანათოს ცა სოფლებისა და ქალაქების თავზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მაგრამ ყოველწლიურ ტრადიციას ასევე აქვს  გარემოსდაცვითი ...

Read More »

COP15-ის მონაწილეებმა ბუნების დაცვის შესახებ „ისტორიულ“ შეთანხმებას მიაღწიეს

კანადაში, ბიომრავალფეროვნების შესახებ გაეროს სამიტის (COP15) მონაწილეები სახეობების გადაშენების პრევენციის მიზნით, პლანეტის სულ მცირე 1/3-ის დაცვაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, მოლაპარაკებები 4 წელიწადზე დიდხანს გრძელდებოდა. სამიტში 200 ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა მათ შორის არ ყოფილან აშშ და ვატიკანი. სპეციალისტები შეთანხმებას „ისტორიულს“ უწოდებენ. დოკუმენტი დადებითად შეაფასა ველური ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF), რომელშიც პროექტს „მოულოდნელად იმედისმომცემი“ უწოდეს. სამიტის რეზოლუციაში დასახულია 23 ...

Read More »
ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება კვლავ მწვავე პრობლემად რჩება

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე ჯარიმები შემოდის

სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობის დადგენილი ნორმის დარღვევაზე საჯარიმო სანქციის შემოღება იგეგმება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიციატორი მთავრობაა. კანონპროექტის მიხედვით, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებების შემადგენლობა არ შეესაბამება დადგენილ ნორმას, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას – 100 ლარის ოდენობით. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება პირველი დაჯარიმებიდან 30 დღის შემდეგ, ეს გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ...

Read More »

საჩხერის მუნიციპალიტეტში, ახალი დაცული ტერიტორია, კვერეთის აღკვეთილი შეიქმნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივა, ზემო იმერეთში ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. კვერეთის აღკვეთილი ზემო იმერეთში, საჩხერის მუნიციპალიტეტში, 14 797 ჰექტარ ფართობზე დაარსდება. კვერეთის გეგმარებითი დაცული ტერიტორია გამოირჩევა ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, ეკოსისტემებითა და ლანდშაფტებით. აქ გვხვდება ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის ...

Read More »

ჰაერის დაბინძურებას შეუძლია გააძლიეროს კლიმატური ცვლილების მავნე ზეგავლენა

ჰაერის დაბინძურების ზემოქმედება ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაზე მკვეთრად განსხვავდება დაბინძურების წყაროს გეოგრაფიული არეალის განსხვავებების მიხედვით. ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტისა და სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული კვლევა პირველია, რომელმაც გააკეთა სიმულაცია, თუ როგორ მოქმედებს დამაბინძურებლები კლიმატსა და ჰაერის ხარისხზე მთელ მსოფლიოში. ნაშრომში, რომელიც დაიბეჭდა გამოცემა „Science Advances-ში“, გამოკვლეულია აეროზოლების კლიმატსა და ჰაერის ხარისხზე გავლენა. აეროზოლი არის მცირე ზომის მყარი ...

Read More »

შიდა ქართლში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, დაცული ტერიტორია შეიქმნა

საქართველოს პარლამენტმა „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი დაამტკიცა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ორ კატეგორიას მოიცავს: ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობი 21 864 ჰექტრით, ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი 10 986 ჰექტარით ...

Read More »