Tag Archives: #ალტერნატიული

აშშ–ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ბიოსაწვავის პროექტებისთვის $118 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტმა ბიოსაწვავის წარმოების გაფართოებისთვის $100 მილიონზე მეტის გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატური მიზნების მიღწევაზე მუშაობს, რომლის ერთ-ერთი ნაწილიც სატრანსპორტო სექტორის მიერ გამოყოფილი სათბურის აირების მინიმუმამდე შემცირებაა. ენერგეტიკის დეპარტამენტი, ბიოსაწვავის წარმოების დასაჩქარებლად შექმნილი ჩვიდმეტი პროექტის დასაფინანსებლად, $118 მილიონს გამოყოფს. ცნობისთვის, ბიოსაწვავის დამზადება ბიომასისგან, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო ნარჩენებისგან, სოიას ზეთისა და ცხოველური ცხიმებისგან არის შესაძლებელი. უკანასკნელი ...

Read More »

რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში „ენერგეტიკული კუნძულის“ აშენებას გეგმავენ

რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში „ენერგეტიკული კუნძულის“ აშენებას გეგმავენ. ხელოვნური კუნძულის მეშვეობით, აღნიშნული ქვეყნები ქარის ოფშორული პოტენციალის ათვისებასა და ქსელში ინტეგრაციას შეძლებენ. წინასწარი კვლევების მიხედვით, ოფშორული ქარის ელექტროსადგურის პოტენციური დადგმული სიმძლავრე 3 გიგავატი იქნება, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 9.8 ტერავატ/საათს მიაღწევს. ელექტროსადგურის პროექტი 22 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. მშენებლობას საშუალოდ 7 წელი დასჭირდება, შესაბამისად, ევროპაში ვარაუდობენ, რომ ელექტროსადგურის ქსელში ...

Read More »
ირანი ქართულ წყალს ნავთობსა და გაზში გაგვიცვლის?

ევროპის წყალბადის მილსადენი გერმანიამდე გაგრძელდება

საფრანგეთი და გერმანია წყალბადის მილსადენის გერმანიამდე გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. არსებული პროექტის თანახმად წყალბადის მილით ბარსელონა მარსელს უნდა დაკავშირებოდა. ამის შესახებ ორი ქვეყნის ერთობლივ დეკლარაციაშია ნათქვამი, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერებმა კვირას, 22 იანვარს, ელისეის ხელშეკრულების 60 წლის იუბილეზე გააფორმეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ქვეყნები „წყალბადის ევროპული მაგისტრალის“ მშენებლობას გეგმავენ, რომლის მეშვეობითაც წყალბადი მთელ ევროპას მიეწოდება. „ეს მოიცავს ნაციონალური და ტრანსსასაზღვრო წყალბადის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ...

Read More »

იაპონური ქალაქი თოვლით ელექტროენერგიის გამომუშავებას ცდილობს

მდგრადი ენერგომომარაგების უზრუნველსაყოფად და ნებისმიერი ტიპის ენერგოდეფიციტის თავიდან ასაცილებლად, იაპონიის ქალაქ აომორში მომუშავე მკვლევრებმა თოვლის გამოყენებით ელექტროენერგიის მიღება გადაწყვიტეს. აომორი, რომელიც ტოკიოს ჩრდილოეთით, 715 კილომეტრში მდებარეობს, დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე უხვთოვლიან ტერიტორიად მიიჩნევა, სადაც თოვლის საფარი 7-8 მეტრს აღწევს. აიმორის IT-სტარტაპ Forte-სა და ტოკიოს ელექტროკომუნიკაციების უნივერსიტეტის გეგმა საკმაოდ ამბიციური და მიმზიდველია, თუმცა დიდ დროს, რესურსებსა და ფინანსებს მოითხოვს. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ...

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს

საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს. დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის – RWE AG-ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონული პროექტები. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის ...

Read More »

ჩინეთის სუფთა ენერგიის გიგანტებმა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარადგინეს

Ming Yang Smart Energy Group-მა მსოფლიოში ქარის ყველაზე დიდი ტურბინა წარმოადგინა – ე.წ. „ოფშორული ბეჰემოთი“, რომლის ფრთების სიგრძე 140 მეტრს აღემატება და ფეხბურთის ცხრა სტადიონის ფართობზე მეტია. მსოფლიოში ყველაზე დიდ ტურბინას წარმოების მაქსიმიზაციისას 18 მეგავატი ენერგიის გამომუშავება შეუძლია. როგორც ჩინელი მწარმოებლის პრესრელიზიდან ირკვევა, ტურბინა ყოველწლიურად 96,000 ადამიანისთვის საკმარის ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. პატარა მოდელების მაგივრად მისი გამოყენება შეამცირებს როგორც პროექტით გათვალისწინებული დასამონტაჟებელი ტურბინების ...

Read More »
გორის გარდა, ქარის ენერგიის ასათვისებლად საქართველოში 4 ლოკაციის შესწავლა მიმდინარეობს

გორში „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

მთავრობის სხდომაზე „საქართველოს მთავრობასა და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას“ შორის „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“ იმსჯელა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, კომპანიამ 12 თვის განმავლობაში საკუთარი სახსრებით უნდა ჩაატაროს „სკრას ქარის“ ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. ელექტროსადგურის ადგილმდებარეობაა გორის მუნიციპალიტეტი, ელექტროსადგურის სავარაუდო დადგმული სიმძლავრე კი 20,7 მგვტ-ს შეადგენს. სავარაუდო წლიური გამომუშავება 85,23 მლნ.კვტ.სთ. სავარაუდო განსახორციელებელი ინვესტიცია კი ...

Read More »

შვედეთში ელექტრობატარეების და ქარის ტურბინებისთვის აუცილებელი მიწაელემენტების ევროპაში უდიდესი საბადო აღმოაჩინეს

ინფორმაციას ამის შესახებ შვედური სააგენტოები ავრცელებენ. შვედეთის ეკონომიკის მინისტრ ება ბუშის და LKAB-ის (ლუოსავაარა-კიირუნავაარას სააქციო საზოგადოება) ერთობლივ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადების თანახმად, შვედეთში ევროპაში დღისათვის უდიდესი იშვიათი მიწაელემენტების საბადო აღმოაჩინეს. LKAB-ის გეოლოგების ინფორმაციით, საბადო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კიირუნას რკინის მადნის საბადოსთან ახლოს აღმოაჩინეს და მისი მარაგები მილიონ ტონაზე მეტია. იშვიათი მიწაელემენტები აუცილებელია ელეტრობატარეების, ქარის ტურბინების და ელექტროძრავების წარმოებისთვის. იშვიათი მიწაელემენტების მსოფლიო ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ „ახალი სამგორის მზის ელექტროსადგურის“ პროექტის განვითარების შესახებ კომპანია „Masdar”-ში შეხვედრა გამართა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ და „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ არაბთა გაერთიანებული საამიროებში მიმდინარე „აბუ დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის“ ფარგლებში, კომპანია „Masdar”-ის დირექტორთან მოჰამედ ჯამელ ალ რამაჰთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. აღნიშნული კომპანია განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერია და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს. შეხვედრაზე მხარეებმა „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ...

Read More »

რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ასამბლეის მონაწილეებს საქართველოს ენერგეტიკული შესაძლებლობები გააცნო

საქართველო მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რაც მის უპირატესობას წარმოადგენს. საქართველოს ენერგეტიკის სექტორი განვითარების აქტიურ ფაზაშია. ჩვენი მიზანია განახლებადი ენერგიის უზარმაზარი გამოუყენებელი პოტენციალის ეფექტური გამოყენება ჰიდროს, ქარის, მზისა და სხვა ენერგოეფექტური მიმართულებებით, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეის რიგით მე-13 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში „აბუ-დაბის მდგრადი განვითარების ...

Read More »