რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში „ენერგეტიკული კუნძულის“ აშენებას გეგმავენ

რუმინეთი და ბულგარეთი შავ ზღვაში „ენერგეტიკული კუნძულის“ აშენებას გეგმავენ. ხელოვნური კუნძულის მეშვეობით, აღნიშნული ქვეყნები ქარის ოფშორული პოტენციალის ათვისებასა და ქსელში ინტეგრაციას შეძლებენ.
წინასწარი კვლევების მიხედვით, ოფშორული ქარის ელექტროსადგურის პოტენციური დადგმული სიმძლავრე 3 გიგავატი იქნება, ხოლო სავარაუდო წლიური გამომუშავება 9.8 ტერავატ/საათს მიაღწევს.
ელექტროსადგურის პროექტი 22 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის. მშენებლობას საშუალოდ 7 წელი დასჭირდება, შესაბამისად, ევროპაში ვარაუდობენ, რომ ელექტროსადგურის ქსელში ინტეგრაცია 2030 წლისთვის შესაძლებელი იქნება. პროექტის ჯამური ინვესტიცია 8.4 მილიარდი ევროა.
„ენერგეტიკული კუნძული“ ხელს შეუწყობს რუმინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის დეკარბონიზაციას.
აღსანიშნავია, რომ ახალი სადგურის მიერ გამომუშავებული სიმძალვრე მნიშვნელოვანი იქნება შავი ზღვის სხვა ქვეყნებთან, კერძოდ საქართველოსა და თურქეთთან, ასევე აზერბაიჯანთან ურთიერთთანამშრომლობის ჭრილში – განსაკუთრებით კი ახლა, როცა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელებას რუმინეთი, საქართველო, აზერბაიჯანი და უნგრეთი ერთობლივად გეგმავენ.
წყარო: GREDA

Leave a Reply