Tag Archives: #ჰესი

მოვუწოდებთ ყველა ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას, მოგვაწოდოს თავისი კანდიდატები „ნამახვანჰესის“ საკითხზე ექსპერტთა საბჭოს შესაქმნელად, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დღეს „ნამახვანჰესის“ საკითხზე შედგა შეხვედრა. „ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ამ პროექტის ირგვლივ რომ უფრო მეტი ნდობა შეიქმნას და ის სპეკულაციური ინფორმაციები, რომლებიც ტრიალებდა ამ პროექტის ირგვლივ, უბრალოდ მოიხსნას.დღეს დაახლოებით 80-მდე კვლევა გასაჯაროვდა, 80-მდე ფაილი თავისი დანართებით და გარკვეული ...

Read More »
ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

2021 წელს სამი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წელს სამი ჰიდროელექტროსადგური – საშუალა ჰესი 1, სხალთა ჰესი და დვირულა ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-მდეა. საშუალა ჰესი 1-ის დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ-ს შეადგენს, რომლის საპროექტო გამომუშავება 34,7 მლნ კვტ.სთ იქნება. 9 მგვტ-ის სიმძლავრის სხალთა ჰესი წარმოადგენს შუახევის ჰესების კასკადის ნაწილს. კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავებით 450 ...

Read More »

“დღევანდელ შეხვედრაზე ვიმსჯელებთ ექსპერტთა საბჭოს ფორმირებაზე, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება”

ჩვენი მოთხოვნით, ნამახვანი ჰესის მშენებელმა კომპანია „ენკა რინიუებლზმა“ გაასაჯაროვა ყველა კვლევა, რაც დაკავშირებული იყო პროექტის მომზადებასთან – ეს არის გარემოსდაცვითი, გეოლოგიური, საინჟინრო და სხვა სახის კვლევები, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა. მისი თქმით, დღეს შედგება შეხვედრა, რომელზეც მოწვეულია ყველა ის სპეციალისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი, ვინც საჯაროდ გამოხატა ინტერესი ან გამოთქვა გარკვეული ...

Read More »

“რიონის ხეობის მცველების” განმარტება ბიზნესმენ ილია ძოწენიძის პროტესტში მონაწილეობაზე

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი ლიდერის, მირზა ნოზაძის თქმით, ბიზნესმენ ილია ძოწენიძეს მათთვის დაფინანსება არ შეუთავაზებია და ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ილია ძოწენიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციებს აფინანსებდა, გუშინ გაავრცელეს სოციალურ ქსელებსა და მედიის ნაწილში. ამ ინფორმაციის თანახმად, ძოწენიძე რუსეთში არაერთ ბიზნესს ფლობს, ის თავის დროზე მედვედევს ჰყავს დაჯილდოებული წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის და წარსულში საქართველოში ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?

წინამდებარე თვალსაზრისი მთავრობას სთავაზობს „ნამახვანჰესის“ ირგვლივ შექმნილი პრობლემის გადაჭრის გზას იმდაგვარად, რომ ჰესის მშენებლობა გაგრძელდეს და მოსახლეობას დაუკმაყოფილდეს საკუთარი ლეგიტიმური ინტერესიც. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი მიდგომის საკითხია, თუმცა მისი განხორციელება, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში, არ ეფუძნება 2 მთავარ ასპექტს: 1. საერთო ეროვნული პოლიტიკის განმსაზღვრელი ეფექტიანი სტარტეგია და 2. მოსახლეობის ლეგიტიმური ინტერესის დაცვა. ასეთი ბიზნეს მოდელი ...

Read More »

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესის მშენებლობას 2021 წლის ბოლოს დაასრულებს

საქართველოს თანაინვესტირების ფონდი მტკვარი ჰესზე ძირითადი სამუშოების დასრულებას 2021 წლის ბოლოსთვის  გეგმავს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტნე ებრალიძემ განუცხადა, მტკვარი ჰესი ინვესტიციების მოცულობით საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ყველაზე მსხვილი პროექტია, მისი საინვესტიციო ღირებულება 157 მლნ დოლარია.  2014 წელს თანაინვესტირების ფონდმა მრავალი წლის მანძილზე გაჩერებული პროექტი სრულად შეისყიდა და მშენებლობა გააახლა. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება ...

Read More »

“ენერგოდამოკიდებულება რუსეთზე რასაც ნიშნავს, ნანახი გვაქვს – ეს არის მთავარი პოლიტიკური იარაღი ოკუპანტის ხელში”

„მინდა ძალიან მარტივი და გასაგები ენით ავხსნა, თუ რა დევს ახლა სასწორზე ნამახვანში. მთელი ამ პიარკამპანიის დედააზრი, რასაც განსაკუთრებით ოპოტელევიზიები ამ დღეებში გადმოცემენ, არის მიმართული არა ამ პრობლემის მოგვარებისაკენ, არამედ პირიქით, კიდევ უფრო დიდი ჩიხისაკენ, იყენებენ რა ამ პროტესტში ჩართულ გულწრფელ ადამიანთა გრძნობებზე მანიპულაციების მთელ არსენალს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ნამახვანში მიმდინარე მოვლენებს, სადაც მოსახლეობა ნამახვანჰესის მშენებლობას ...

Read More »

ლეიბორისტები ნამახვანჰესის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს აპირებენ

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ ნამახვანჰესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა. „ლეიბორისტებს“ მიაჩნიათ, რომ საქართველოს მთავრობასა და ნამახვანჰესის ინვესტორ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზს“ შორის დადებული ხელშეკრულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლს, რომელიც გარემოს დაცვის უფლებას ეხება. „ვითხოვთ ყველა კონტაქტის და ნორმატიული აქტის გაუქმებას, რომელიც დაიდო ამ ე.წ. კომპანიასთან და რომელიც არის ადამიანის უფლების ხელყოფა, ...

Read More »

ლერი ბარნაბიშვილი: მთავრობის პოზიციაა, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ინტერესებს, არ იქნება შესრულებული

ნებისმიერი პროექტი, იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტი, იქნება ეს ჰესების მშენებლობა, თუ სხვა პროექტი, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოსა და ჩვენი საზოგადოების ინტერესებს, რა თქმა უნდა, არ იქნება შესრულებული, – ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა, ქუთაისში, „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მთავრობა მოლაპარაკების ნებისმიერი ფორმატისთვის მზად არის და ეს საკითხი მოლაპარაკების საგანი იქნება. „მე ...

Read More »

“ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ კონკრეტული ჰესის საჭიროებაში”

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციის ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა. „ვისაუბრეთ ყველა საკითხზე, რა თქმა უნდა ყველაფერზე, პასუხი დღეს ვერ გვექნებოდა, თუმცა შევთანხმდით დიალოგის გაგრძელებაზე. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. შვიდი ადამიანი ვიყავით პარლამენტიდან, იყო პრემიერის წარმომადგენელი. იცით, რომ პარლამენტში მრავალსაათიანი განხილვა იყო, შედგა რამდენიმე შეხვედრა და პარლამენტარების მხრიდან ეს იყო სწორედ იმ ...

Read More »