ნამახვანჰესის კასკადის ინვესტორებმა პროექტის სამშენებლო ტერიტორია დაათვალიერეს და არსებულ კითხვებს უპასუხეს

2021 წელს სამი ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში

ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2021 წელს სამი ჰიდროელექტროსადგური – საშუალა ჰესი 1, სხალთა ჰესი და დვირულა ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 19 მგვტ-მდეა.

საშუალა ჰესი 1-ის დადგმული სიმძლავრე 8 მგვტ-ს შეადგენს, რომლის საპროექტო გამომუშავება 34,7 მლნ კვტ.სთ იქნება.

9 მგვტ-ის სიმძლავრის სხალთა ჰესი წარმოადგენს შუახევის ჰესების კასკადის ნაწილს. კასკადის ჯამური დადგმული სიმძლავრე 187 მგვტ-ია, საშუალო წლიური გამომუშავებით 450 მლნ კვტ.სთ.

დვირულა ჰესი სიმძლავრე 1,99 მგვტ-ია, რომლის ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 8,26 მლნ კვტ.სთ იქნება. ცნობისთვის, საქართველოში სულ 106 გენერაციის ობიექტი (ჰესი, თბოსადგური, ქარის ელექტროსადგური) ფუნქციონირებს, რომლებმაც 2020 წელს 11,16 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, მაშინ როცა ქვეყნის მოხმარება ამავე პერიოდში 12,16 მლრდ კვტ.სთ იყო.

წყარო: “ენერგოდამოუკკიდებლობა”

Leave a Reply