საქართველოში მზისა და ჰიდროელექტროსადგურები აშენდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დღეს გამოსცა. მზის ელექტროსადგურის მშენებლობა შიდა ქართლშია დაგეგმილი, ხოლო 4 ჰიდროელექტროსადგური ქვემო ქართლის რეგიონში განთავსდება. მთავრობის ინფორმაციით, ხუთივე სადგურის მშენებლობისთვის, ჯამში 15 მლნ აშშ დოლარამდე ინვესტიციაა გათვალისწინებული. როგორც “ბიზნეს ფორმულას” ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს, მზის ელექტროსადგური გორის მუნიციპალიტეტში აშენდება. „ქვახვრელის მზის ელექტროსადგურის“ დადგმული სიმძლავრე 5,32 მგვტ იქნება. გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა კი, 8,23 მლნ ...
Read More »