Tag Archives: #რუსეთი

ირინა ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდებს, დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი უკრაინელ ლტოლვილებს მოუწოდებს, დარჩნენ საზღვარგარეთ სამშობლოში რუსეთის დაბომბვის მიერ შექმნილი ენერგოკრიზისის გამო. ამის შესახებ ვერეშჩუკმა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორც ვერეშჩუკმა აღნიშნა, უკრაინელმა ლტოლვილებმა შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, სამშობლოში დაბრუნებისგან გაზაფხულამდე უნდა შეიკავონ თავი. „მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და ვთხოვო მათ, არ დაბრუნდნენ. ჩვენ უნდა გადავრჩეთ ამ ზამთარს. სამწუხაროდ, ელექტროქსელი ამას ვერ გადაიტანს. თქვენ ხედავთ, რას აკეთებს რუსეთი. ახლა დაბრუნება ნიშნავს თქვენი ...

Read More »
საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი გერმანიასთან ენერგეტიკაში ითანამშრომლებენ

მოსკოვი და თეირანი რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანებას განიხილავენ

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა, ნიკოლაი შულგინოვმა, კაიროში, გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 24-ე მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გამართა ირანის ნავთობის მინისტრ ჯავად ოუჯისთან, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, ენერგეტიკის გაერთიანებასაც შეეხო. განიხილეს აზერბაიჯანის, რუსეთისა და ირანის სისტემები. შეხვედრაზე მხარეებმა ნავთობისა და გაზის, ელექტროენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხნენ. „გრძელდება მუშაობა რუსეთის, აზერბაიჯანისა და ირანის ენერგეტიკული სისტემების გაერთიანების შესაძლებლობის შესწავლაზე. პირველი ეტაპი უნდა ...

Read More »

სექტემბერში ჩინეთმა რუსეთისგან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა

სექტემბერში, ჩინეთმა რუსეთიდან, რეკორდული მოცულობის თხევადი გაზი და ნახშირი იყიდა. ამის შესახებ Bloomberg ჩინეთის საბაჟო მონაცემებზე დაყრდნობით წერს. ამრიგად, სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან კოქსინგის ნახშირის იმპორტი 2,5 მლნ ტონამდე გაიზარდა. რუსული LNG-ის შესყიდვები გასულ წელთან შედარებით მესამედით გაიზარდა და 819 000 ტონამდე შეადგინა. ამავდროულად, რუსეთიდან ნედლი ნავთობის იმპორტმა გასულ თვეში 7,5 მილიონი ტონა შეადგინა, აგვისტოში – 8,3 მილიონი ტონა და ერთი წლის წინ ...

Read More »

კახოვკას ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმი შესაძლოა 10-15 წელი უწყლოდ დარჩეს – დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი ამბობს, რომ თუ რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰესს ააფეთქებენ, ყირიმი მინიმუმ 10-15 წელი, წყალმომარაგების გარეშე დარჩება. “მოგვიწევს ლოდინი და ვნახოთ, მაგრამ თუ აფეთქებენ, მაშინ ყირიმში წყალმომარაგება გაქრება 10 ან 15 წლით და შესაძლოა სამუდამოდ. მაშინ ჩნდება კითხვა, რისთვის სჭირდებათ ყირიმი, თუ უწყლოდ დატოვებას აპირებენ”, – ამბობს დანილოვი

Read More »

ევროკავშირის სანქციები ნავთობზე, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს

ევროკავშირის სანქციები, რომელიც რუსული ნავთობის ექსპორტს ზღუდავს, რუსეთს, ძალაში შესვლამდე აზარალებს. ამის შესახებ Bloomberg წერს. შვიდი დღის განმავლობაში, ხუთკვირიან მინიმუმამდე დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან ნავთობის ნაკადები ჩინეთსა და ინდოეთში სტაბილურია, ინდოეთის ორმა მთავარმა გადამამუშავებელმა ქარხანამ რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა, რადგან 5 დეკემბერს ევროკავშირის სანქციები ამოქმედდება, რის შემდეგაც გემები, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ვეღარ შეძლებენ. ინდოეთში რუსული ნავთობის მიწოდებას რამდენიმე კვირა სჭირდება, რაც ...

Read More »

ანდრეი ერმაკი – „დიდმა შვიდეულმა“ მოუწოდა რუსეთს გაიყვანოს ძალები ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოქვაბულის ადამიანებს მხოლოდ ძალის ენა ესმით

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი აცხადებს, რომ არ არის საკმარისი რუსეთის მიმართ მოწოდებები, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარები გაიყვანოს, ამის ნაცვლად იარაღი და სანქციებია საჭირო, რადგან რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის. ამის შესახებ ანდრეი ერმაკმა Telegram-ზე დაწერა. „დიდმა შვიდეულმა მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლივ აღადგინოს უკრაინის სრული კონტროლი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე და გაიყვანოს თავისი პერსონალი და ძალები სადგურიდან. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოქვაბულის ...

Read More »

რუსეთი ნავთობის „ჩრდილოვან ფლოტს“ ქმნის

რუსეთი ქმნის ნავთობის ტანკერების „ჩრდილოვან ფლოტს“ უცნობი მფლობელებით, იტყობინება Bloomberg ექსპერტებზე დაყრდნობით. აღნიშნულია, რომ მოვლენები ვითარდება რუსეთის ნავთობის მიწოდებაზე ევროკავშირის ემბარგოს გარდაუვალი ძალაში შესვლის ფონზე. „თუ დააკვირდებით რამდენი ხომალდი გაიყიდა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უცნობ მყიდველებზე, ცხადი გახდება, რომ შენდება ფლოტი მათ გადასატანად“, – თქვა კრისტიან ინგერსლევმა, Maersk Tankers-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. გადაზიდვის ბროკერი Braemar თვლის, რომ რუსეთს დასჭირდება 240 ხომალდი, ...

Read More »

მილიონ უკრაინელზე მეტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, კირილო ტიმოშენკოს განცხადებით, რუსების მიერ სამოქალაქო ინფრასტრიქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ, დაახლოებით, ერთ მილიონ უკრაინელზე მეტს, ელექტროენერგია არ მიეწოდება. ელექტროენერგიის გარეშე კიევის ზოგიერთი ნაწილიც დარჩა, და როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, აღდგენას “რამდენიმე დღე ან კვირა” დაჭირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის კიდე ერთი მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კრემლის მცდელობას ლტოლვილთა კიდევ ერთი ტალღის შექმნა წარმოადგენს, რომელბიც ევროპისკენ გაეშურებიან. თავის მხრივ, კრემლში ...

Read More »

„უკრენერგო“ – ბოლო დღეებში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბრის ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს

უკრაინული კომპანია „უკრენერგოს“ ინფორმაციით, ბოლო დღეებში განმავლობაში ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბი შესაძლოა, 10-12 ოქტომბერს განხორციელებული ფართომასშტაბიანი თავდასხმების შედეგებს აღემატებოდეს. როგორც „ბიბისი“ წერს, კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების მთავარი სამიზნე ამჯერად უკრაინის დასავლეთ რეგიონებში მდებარე ენერგეტიკული ობიექტები იყო. არსებული ვითარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე რეგიონში შეიზღუდა, მათ შორის კიევში და კიევის ოლქში, ასევე ჩერნიგოვის, ჟიტომირის, სუმის, ხარკოვის, დნეპროტეროვსკის, ზაპოროჟეს, კიროვოგრადისა და ჩერკასის ოლქებში. რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე იერიშები ყირიმის ხიდის აფეთქების ...

Read More »

უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმები ომის დანაშაულებს უტოლდება-Amnesty International

უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული ჯარების თავდასხმები ომის დანაშაულს წარმოადგენს, განაცხადა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების დირექტორმა მარი სტრუთერსმა. “აშკარაა, თუ რა სტრატეგია იმალება რუსეთის ახალი ომის ტაქტიკის უკან – უკრაინის კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმით, რუსული არმია აშკარად აპირებს სამრეწველო ობიექტების აფეთქებას, აფერხებს ტრანსპორტის მუშაობას, ცდილობს დათესოს შიში და სასოწარკვეთა და ზამთრის სიცივის მოახლოებასთან ...

Read More »