Tag Archives: #ნავთობი

ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს

ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს. სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება. 4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE ...

Read More »

უნგრეთი მხარს არ დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, თუ გამონაკლისი არ იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსული ნედლი ნავთობის იმპორტს მილსადენებით ახორციელებენ

უნგრეთი, რომელსაც ნავთობის 2/3 და გაზის 80%-ზე მეტი რუსეთიდან შემოაქვს, დიდი ხანია ეწინააღმდეგება ევროკავშირის ემბარგოს რუსულ წიაღისეულ საწვავზე. „ამჟამინდელი ფორმით ბრიუსელის სანქციების პაკეტის მხარდაჭერა შეუძლებელია, ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მას. უნგრეთი ამ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეთანხმება, თუ ნედლი ნავთობის მილსადენით იმპორტი გათავისუფლდებოდა შეზღუდვებისგან. მაშინ უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება შეიძლება შენარჩუნდეს. ახლა ეს შეუძლებელია. უნგრეთის ენერგომომარაგება ამჟამად დაცულია, მაგრამ სანქციების ...

Read More »

სლოვაკეთი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის ემბარგოს შესახებ ევროკავშირის ამჟამინდელ გეგმას ვერ მიიღებს

სლოვაკეთის ენერგეტიკის მინისტრმა, კაროლ გალეკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ვერ დაეთანხმება ევროკომისიის გეგმას რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვის შესახებ. მისი თქმით, სლოვაკეთი არ არის სანქციების წინააღმდეგ და სურს დათანხმდეს ვლადიმერ პუტინის რეჟიმზე ზეწოლის ზომებს, თუმცა ევროკომისიის წინადადება, რომ სლოვაკეთსა და უნგრეთს მიეცეს დამატებით ერთი წელი ნავთობის აკრძალვასთან ადაპტაციისთვის, საკმარისი არ არის. გალეკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამჟამინდელი წინადადება დააზარალებს არა მხოლოდ სლოვაკეთის, ...

Read More »

რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით ევროკავშირში შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს

ევროკავშირში რუსულ ნავთობზე ემბარგოსთან დაკავშირებით შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, ევროკომისიის მიერ წარდგენილ გეგმას არ ეთანხმებიან უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ბულგარეთი. ამ ქვეყნების ელჩებმა წარდგენილ წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. ამასთან, გამოცემა ასევე წერს, რომ შეთანხმების მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის გამონაკლისი დაუშვა და განაცხადა, რომ მათ ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,92 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 110,70 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 3 მაისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  108.87 (+3.90)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  106.40 (+3.99)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

ყაზახეთი ნავთობის მოპოვებას წლიურად 100 მლნ ტონამდე გაზრდის

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში კვლავ მიაჩნიათ, რომ მათ რესპუბლიკაში ნავთობის მოპოვება პერსპექტივაში გადააჭარბებს 100 მლნ ტონას წელიწადში. ამის შესახებ ჟურნალისტებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ასხატ ჰასენოვმა განაცხადა. „ჩვენ მოვიპოვებთ წლიურად 85-87 მლნ ტონა ნავთობს. გეგმის მიხედვით პიკურ პერიოდში ვაპირებთ ეს მაჩვენებელი გავზარდოთ 100 მლნ ტონამდე. ქვყანაში ნავთობის მარაგები 4 მლრდ ტონას შეადგენს, ხოლო გაზის 3,8 ტრილიონ კუბურ მეტრს“, – განაცხადა მან. 2021 ...

Read More »

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს

უნგრეთი აცხადებს, რომ კვლავ ეწინააღმდეგება რუსული ნავთობის ემბარგოს. როგორც „ბლუმბერგი“ წერს, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზლოტან კოვაჩმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების მეექვსე პაკეტი ევროპარლამენტში წარადგინა. როგორც ბრიუსელში განაცხადეს, ეს პაკეტი მოიცავს რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების ეტაპობრივ გეგმას, რაც ითვალისწინებს გამონაკლისის დაშვებას უნგრეთისა და სლოვაკეთისთვის. კერძოდ, ამ ორ ქვეყანას სანქციების შესრულება 2023 წლამდე არ ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე: კომპანიებს საწვავზე გაცილებით უფრო მისაღები ფასების შეთავაზების რესურსი აქვთ

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო საქართველოში საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას და ბოლო ოთხი თვის მონაცემებს შეისწავლის. განცხადება ამის შესახებ, სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ -„ბიზნესპარტნიორი პიკის საათში“ გააკეთა. როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასების კლების ტენდენცია, რომელიც 12-14% შეადგენს, 6 მარტიდან ფიქსირდება. მისივე თქმით, ამავე პერიოდიდან იწყება ადგილობრივი ვალუტის კურსის გამყარების პროცესიც. „ჩვენ ვაკვირდებით საქართველოში იმპორტირებული საწვავის ფასსაც და გაიაფების ...

Read More »

ვინ განაგრძობს და ვინ შეწყვიტა რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები?

რუსეთის უკრაინაში შეჭრას ქვეყნების, ორგანიზაციებისა და კომპანიების მხრიდან სანქციები მოჰყვა. ავსტრალიამ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსული ნავთობის შესყიდვაზე პირდაპირი აკრძალვა დააწესეს, თუმცა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა ემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. ბლოკი წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას განიხილავს როგორც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილს. გერმანიის, ევროპის უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის განცხადებით, მიუხედავად რუსული ენერგოიმპორტის შეჩერების ...

Read More »