Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

11 თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ,რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,5 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით  ანუ 0,7%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (14,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,2 ათასი ტონით ანუ 9,0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,3 ათასი ტონა) შედარებით. აქედან იმპორტის 72,4% (10,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 13,8% (2,0 ათასი ტონა) – რუსეთიდან; 10,3% ...

Read More »

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღებას

ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამოქმედება ლარის კურსის დასტაბილურების საფუძველი და ქვეყნის ეკონომიკის პოზიტიური ტრაექტორიის რეალური საშუალება გახდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანია შპს „ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი გია შავდია „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, შემცირდება უცხოური ვალუტის გადინება ნავთობპროდუქტების შესაძენად, ამით იმპორტ-ექსპორტის სალდო საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსის სტაბილიზაციაზე. მისი განცხადებით, კომპანია “ფაზის ოილის“ ყულევის ნავთობგადამამუშვებელი ქარხნის პროექტში EPC-კონტრაქტორებად(engineering procurement contract) განიხილებიან მსოფლიოში კარგად ...

Read More »
საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოში მოქმედი ნავთობკომპანიები, მათი მფლობელები და აქტივები

საქართველო ყოველწლიურად 750 მილიონ დოლარზე მეტ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს ყიდულობს. ამ საწვავის მნიშვნელოვანი ნაწილი განკუთვნილია 1.2 მილიონი ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის, რომელიც ქვეყანაში მოძრაობს; ასევე, იმ ათიათასობით სატრანზიტო სატვირთოსთვის და მსუბუქი ავტომობილისთვის, რომლებიც ყოველთვიურად საქართველოს საზღვრებს კვეთენ. საწვავის სამომხმარებლო რეალიზაციის სექტორში სულ რამდენიმე მთავარი მოთამაშეა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ფართო ქსელს ფლობს. ნავთობ-იმპორტის ბაზრის ყველა მთავარ მოთამაშეს საკუთარი ფინანსური ანგარიშები საჯაროდ აქვს გამოქვეყნებული. ...

Read More »

იანვარ-ნოემბერში საცხებ-საპოხი მასალების და საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,6%-ით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,66 ათასი ტონა) შედარებით და 0,25 ათასი ტონით ანუ 13%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,92 ათასი ტონა) შედარებით. “მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ...

Read More »

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა

აზერბაიჯანიდან საქართველოში ნედლი ნავთობის იმპორტი შემცირდა. საქსტატის ცნობით, 0709 სასაქონლო ნიშნით მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოში აზერბაიჯანიდან იმპორტირდა 4,164.57 ტონა 2,715.03 ათასი დოლარის ღირებულების ბიტუმოვანი მინერალებისაგან მიღებული ნედლი ნავთობი და ნედლი ნავთობპროდუქტები. გასული წლის 10 თვეში კი ნედლი ნავთობის იმპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 8,843.05 ტონას გაუტოლდა, ფულად გამოსახულებაში კი 5,575.03 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აზერბაიჯანული ნედლი ნავთობის იმპორტის კლების მიზეზად მსოფლიოში ...

Read More »