ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში აცხადებენ,რომ 2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,5 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (14,6 ათასი ტონა) შედარებით და 1,2 ათასი ტონით ანუ 9,0%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (13,3 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 72,4% (10,5 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 13,8% (2,0 ათასი ტონა) – რუსეთიდან; 10,3% (1,5 ათასი ტონა) – ირანიდან; 3,4% (0,5 ათასი ტონა) – ერაყიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 119,6 ათასი ტონა, რაც 44 ათასი ტონით ანუ 26,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (163,6 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 63,7% (76,7 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე. შემდეგ მოდიან: ერაყი – 21,4% (25,6 ათასი ტონა), ირანის ისლამური რესპუბლიკა – 7,6% (9,1 ათასი ტონა), რუსეთი – 4,3% (5,1 ათასი ტონა), თურქეთი – 1,8% (2,2 ათასი ტონა), სომხეთი – 0,8% (0,9 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები – 0,2% (0,2 ათასი ტონა); ალბანეთი – 0,2% (0,2 ათასი ტონა).
2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,1 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 8,8%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (3,4 ათასი ტონა) შედარებით და 1,0 ათასი ტონით ანუ 24,4%-ით ნაკლები – გასული წლის ნოემბრის თვის მაჩვენებელთან (4,1 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, იმპორტის 80,6% (2,5 ათასი ტონა) განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.