Tag Archives: #ელექტროენერგია

თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

კომპანია „თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 22 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. საბურთალოს რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), ბროწეულის და მაჭავარიანის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას (ნაწილობრივ) და ავთო ვარაზის ...

Read More »

2024 წლისთვის ელექტრომობილების გაყიდვებით შესაძლოა, Tesla-ს Volkswagen-მა გადაუსწროს

2024 წლისთვის, შესაძლოა, ელექტრომობილების ბაზარი მნიშვნელოვნად შეიცვალოს და გაყიდვებში გლობალური ლიდერის პოზიცია გერმანულმა ავტოკონცერნმა Volkswagen-მა დაიკავოს. ამისთვის მან ამჟამინდელ ლიდერს – ამერიკულ Tesla-ს უნდა გადაუსწროს. Bloomberg Intelligence-ის ანგარიშის თანახმად, VW-ის უპირატესობა მის მრავალფეროვან პორტფელშია – ავტოკონცერნი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ბრენდებს ფლობს, მათ შორისაა: Porsche, Lamborghini, Bugatti, Bentley და Audi. კომპანია VW მომხმარებელს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს, მაგალითად: ბიუჯეტურ კატეგორიაში – VW ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

ხუდონჰესის ალტერნატიული პროექტი მთლიანად შეცვლის გიგანტურ ჰესზე შექმნილ წარმოდგენას

მთავრობა ,,ხუდონჰესის“ პროექტის ,,გაცოცხლებას“ გეგმავს. ქვეყნის ენერგეტიკული რისკებიდან გამომდინარე, ასეთ ინიციატივას სპეციალისტების ნაწილი მხარს უჭერს, თუმცა საუბრობენ პროექტის ცვლილებაზე, მათ შორის მივიწყებული ვერსიების გადახედვაზე, რომელიც წლების წინ ინჟინრებისა და ენერგეტიკოსების ერთ ნაწილს მთავრობისთვის აქვს წარდგენილი და ,,ხუდონჰესის ახალი სქემით“ არის ცნობილი.  ხუდონჰესის სახეცვლილებისა და პრაქტიკაში გამოყენების შემთხვევაში, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ენერგეტიკული თვალსაზრისით, 1,5-ჯერ უკეთესი შედეგი მიიღწევა. თუკი ძველი პროექტის მიხედვით, ...

Read More »

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, დღეს თბილისის ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 20 ივნისს, თბილისის ნაწილს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას. დიდუბის რაიონში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის ...

Read More »
ნამახვანჰესი დაპატარავდა, შემდეგი ხუდონჰესია

მთავრობამ ნამახვანის შემდეგ შესაძლოა, ხუდოჰესის პროექტსაც უხელმძღვანელოს

მთავრობა ხუდონეჰესის პროექტის გაცოცხლებას აპირებს. კონკრეტული დეტალები უცნობია, თუმცა სპეციალისტების ინფორმაციით, მთავრობასა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საუბარია დაახლოებით იმ მოდელზე, რომელიც ნამახვანჰესთან დაკავშირებით გახმოვანდა. სახელმწიფო ორივე შემთხვევაში აპირებს დიდ საინვეტიციო პროექტში მთავარი როლი შეასრულოს. როგორც დიდი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მირცხულავამ დაადასტურა, სახელმწიფო ხუდონჰესის პროექტის გამოსყიდვის ეტაპზეა. სახელმწიფო მსხვილ ენერგოპროექტების განხორციელების საწყის ეტაპზე იქნება ჩართული, რაც ინვესტორისთვის „მწვანე შუქის“ ასანთებად პროექტის ...

Read More »

დღეს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების გამო 18 ივნისს თბილისის უბნების გარკვეულ ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩუბინაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის  მაცხოვრებლებს. დიდუბის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩაჩავას, ბელიაშვილის და ბოხუას (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. „კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აღნიშნულია თელასის ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

მაისში, ელექტროენერგიის წარმოება შარშანდელთან შედარებით 19,7%-ით გაიზარდა, მოხმარება კი 9,4%-ით

„ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი” (ესკო) მაისის თვის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. ესკოს მონაცემების თანახმად, 2022 წლის მაისში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურებმა გამოიმუშავეს 1 მილიარდ 460 მილიონ 929 ათასი კვტსთ ელექტროენერგია, რაც წინა წლის მაისის მაჩვენებელს (1 მილიარდ 220 მილიონ 933 ათასი მლნ კვტსთ) 19,7%-ით აღემატება. მაისში წარმოებული ელექტროენერგიის 99,44% ჰიდროსადგურების წილად მოდის, ხოლო 0,56% კი ქარის ჰიდროსადგურის ...

Read More »
თბილისის რაიონების ნაწილს დღეს ელექტრომომარაგების მიწოდება დროებით შეეზღუდება

ავსტრალია ენერგოკრიზისშია – მოსახლეობას საღამოს საათებში შუქის 2 საათით გამორთვისკენ მოუწოდებენ

ავსტრალიის ენერგეტიკის მინისტრმა, კრის ბოუენმა ახალი სამხრეთ უელსის შტატის მოსახლეობას, რომელშიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი, სიდნეიც შედის, მოუწოდა, განათება საღამოს ორი საათის განმავლობაში გამორთონ. ამის მიზეზი, BBC-ის ცნობით, ენერგეტიკული კრიზისია, რაც ფასების ზრდის გამო ავსტრალიის ელექტროენერგიის მთავარი საბითუმო ბაზრის გაჩერებამ გამოიწვია. კრის ბოუენის წინადადებით, მოსახლეობამ ყოველ საღამოს, ორი საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ უნდა მოიხმაროს. მინისტრი ახალ სამხრეთ უელსში მცხოვრებ ადამიანებს სთხოვს, ...

Read More »

მინისტრის მოადგილე: აზერბაიჯანს შეუძლია ზანგეზურის დერეფნით ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში

აზერბაიჯანს შეუძლია მომავალში ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპაში ზანგეზურის დერეფნის გავლით განახორციელოს. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა ბაქოს IX გლობალური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე „ენერგეტიკული უსაფრთხოების აქტუალური საფრთხეები: მათი ბუნება, მასშტაბები და მოგვარების ეფექტური გზები“ განაცხადა. სოლტანოვმა აღნიშნა, რომ ევროპულ ქვეყნებს შეუძლიათ ზანგეზურის დერეფნით სარგებლობა: „სომხეთმა უნდა შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც 2020 წლის ნოემბერში გაფორმებულ სამმხრივ განცხადებაშია ასახული. პრეზიდენტმა ...

Read More »

ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის, EDF-ის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მსხვილი ფრანგული ენერგეტიკული კომპანიის, EDF-ის ვიცე-პრეზიდენტს, მარკ გირარდს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი. ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგული კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს დიდი ინტერესი საქართველოს ენერგეტიკული სექტორის, ადგილობრივი განახლებადი რესურსების ათვისებისა და ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. ამ ...

Read More »