Tag Archives: #თურქეთი

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ბუნებრივი აირის საფასურის ნაწილობრივ რუბლებში გადახდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ნოვაკის თქმით, თურქეთი ყოველწლიურად რუსეთისგან 26 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდულობს, ლიდერების გადაწყვეტილებით კი, თურქეთი გაზის საფასურის ნაწილს რუბლებში გადაიხდის. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ეროვნულ ვალუტაში ანგარიშსწორებაზე ეტაპობრივ გადასვლაზე საუბრობენ. ერდოღანმა და ...

Read More »

რუსეთი თურქეთში ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად $20 მილიარდს გამოყოფს

თურქეთში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ატომური ელექტროსადგურის ასაშენებლად რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ი შვილობილ კომპანიას $20 მილიარდს უგზავნის. გასულ კვირას Rosatom-მა დაახლოებით $5 მილიარდი გადაურიცხა თურქ დეველოპერ Akkuyu Nuclear-ს. ორი ასეთი ტრანსფერი უნდა განხორციელდეს მიმდინარე და მომდევნო კვირებში. Rosatom-ის ცნობით, პროექტი კერძო სახსრებით ფინანსდება. ელექტროსადგური თურქეთისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. სადგურმა ოთხივე რეაქტორის ამოქმედების შემდეგ ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნის 10% უნდა დააკმაყოფილოს. ...

Read More »
ენერგეტიკის ექსპერტი: შესაძლოა, თბილისი ცდილობს, საქართველოსთვის აზერბაიჯანული კომერციული გაზის ფასი შეამციროს

თურქეთი რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან გაზის შესყიდვაზე ხელშეკრულებების გაგრძელებას აპირებს

თურქეთი, ბუნებრივი გაზის შესყიდვაზე რუსეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან ხელშეკრულებების გაგრძელებას გეგმავს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. „ჩვენი ძირითადი მომწოდებლები არიან რუსეთი, აზერბაიჯანი და ირანი. ჩვენ ვაპირებთ მათთან ახალი ვადით კონტრაქტების გაგრძელებას. ჩვენი მიზანია ენერგომატარებლებზე საკუთარი მოთხოვნილებების უზრუნველყოფა“,- განაცხადა თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა.

Read More »
მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტში ჩართვის სურვილი "სოკარის" შემდეგ ჩინურმა "ჰუალინგმაც" გამოთქვა

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი – თურქული „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება

თურქული „სილივრის“ გაზსაცავი ევროპაში უმსხვილესი გახდება. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა. დღესდღეობით, „სილივრის“ საცავში 3.2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის აკუმულირება არის შესაძლებელი, თუმცა მინისტრის თქმით, მალე ეს მოცულობა 4.6 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ასევე დღე-ღამეში 28 მილიონი კუბური მეტრიდან 75 მილიონამდე გაიზრდება მიწოდების შესაძლებლობა, რის შედეგადაც „სილივრი“ ევროპაში ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი საცავი გახდება. ...

Read More »

თურქეთი ხმელთაშუა ზღვაში გაზის დაზვერვითი სამუშაოების განახლებას აგვისტოში აპირებს

აგვისტოდან თურქეთის ახალი საბურღი გემი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაზე გაზის საბადოებში დაზვერვით სამუშაოებს დაიწყებს, ამის შესახებ თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა. „აგვისტოს დასაწყისში საბურღი ხომალდი „აბულჰამიდ ხანი“ შეუდგება დაზვერვას,“ – განაცხადა მან და დასძინა, რომ თურქეთი მიიღებს ყველა საჭირო ზომას სამუშაო არეალში შესაძლო პროვოკაციის შემთხვევაში. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი ფატიჰ დომნეზის განცხადებით კი, გაზის მოპოვება მოხდება მხოლოდ თურქეთის ეკონომიკურ ზონაში. „აბდულჰამიდ ხანი“ ...

Read More »

თურქეთს რუსულ ენერგორესურსებზე ლირაში ანგარიშსწორება სურს

თურქეთს სურს უარი თქვას დოლარით ანგარიშსწორებაზე  რუსეთის ენერგორესურსების შეძენისას და გადავიდეს ეროვნულ ვალუტაზე (ლირაზე), იუწყება Bloomberg. ერთ-ერთი თურქი ჩინოვნიკის თქმით, ანკარას სურს უარი თქვას დოლარზე რუსეთთან ანგარიშსწორებისას და, როგორც ვარიანტი, შესთავაზოს ლირა. რუსეთს, თავის მხრივ, შეუძლია გამოიყენოს თურქული ვალუტა თურქეთიდან საქონლისა და მომსახურების გასატანად. გარდა ამისა, გამოცემის ერთ-ერთი წყარო ირწმუნება, რომ ქვეყნებს შეუძლიათ რუბლის გამოყენება გადახდებში. როგორც გამოცემა აღნიშნავს, რუსეთი ...

Read More »

ირანმა და თურქეთმა გაზის მიწოდებაზე 25-წლიან შეთანხმებას მოაწერეს ხელი

თეირანი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ ირანი თურქეთს მომდევნო 25 წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს მიაწვდის. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება. როგორც ირანის პრეზიდენტმა იბრაჰიმ რაისიმ განაცხადა, ეს შეთანხმება თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან იყო მიღწეული. შეთანხმების ყველა დეტალი უცნობია. აქამდე ირანი თურქეთს ყოველწლიურად 10 მლრდ. კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს აწვდიდა. თურქეთის ენერგეტიკაში ირანული გაზის წილი 15%-ს შეადგენს. გარდა ამისა, ორი ...

Read More »

შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს

შავი ზღვის თურქულ სექტორში, „საქარიას“ გაზის საბადოს მიმართულებით, რომლის რეზერვებიც 540 მილიარდი კუბური მეტრია, გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. ზღვის სიღრმეში, გაზსადენის გაყვანის პროცესში გემი Castorone ჩაერთო. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ, ფატიხ დონმეზის განცხადებით, გაზსადენის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი ...

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვიდან ბუნებრივი აირის მისაღებად მილების შედუღებას იწყებს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ფატიჰ დონმეზის განცხადებით, პირველი მილის შედუღება, რომლის საშუალებითაც თურქეთის საბადოებს შავი ზღვიდან ბუნებრივი აირი მიეწოდება, ივლისში დაიწყება. 170 კილომეტრი სიგრძის მილსადენი, შავ ზღვაში, წყალში 2,200 მეტრის სიღრმეზე განთავსდება. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების რიგით მეხუთე სამიტზე დონმეზის მიერ გაკეთებული განცხადებით, ბუნებრივი აირის გადამტანი მილსადენები შავი ზღვის სანაპირო ქალაქ ფილიოსში, მომავალი თვისთვის უკვე მზად იქნება. სავალდებულო ...

Read More »