Tag Archives: #თურქეთი

SOCAR-მა თავისი თურქული ქარხნისთვის რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა თავისი თურქული გადამამუშავებელი ქარხნისთვის რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები შეაჩერა. ინფორმაციას Reuters ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მიუთითებს იმაზე, რომ დასავლეთის სანქციები ევროპისა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთაც ამოქმედდა. როგორც ცნობილია, რუსული ნავთობის საზღვაო იმპორტზე ევროკავშირის ემბარგო 5 დეკემბრიდან შევიდა ძალაში, რაც კრძალავს ევროკავშირის სერვისებს იმ ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რომელიც G7-ის მიერ დაწესებულ ზღვრულ ფასზე, ...

Read More »

თურქეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო

თურქულმა საბურღმა ხომალდმა „აბდულჰამიდ ხანმა“, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „ტაშუჯუ-1“-ის ადგილზე მუშაობა დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო Anadolu, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია TPAO-ზე დაყრდნობით იუწყება. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის პოზიციის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია TPAO-ს Twitter-ის პოსტში. „აბდულჰამიდ ხანი” მეოთხე და ყველაზე თანამედროვე გემია თურქეთის ფლოტში, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ახორციელებს. საბურღ გემს 200 კაციანი პერსონალი ჰყავს. გემი ბურღვას 12 200 ...

Read More »

თურქეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეამცირა

დასავლეთის სანქციების ახალი ტალღის წინ, რომელიც 5 დეკემბერს ამოქმედდება და რომელიც მოიცავს ევროპულ ემბარგოს და ფასების ზღვარს, თურქეთმა მკვეთრად შეამცირა რუსული ნავთობის შესყიდვები. 25 ნოემბრის დასრულებულ კვირაში რუსული პორტებიდან თურქ მყიდველებს დღეში 210 000 ბარელი ეგზავნებოდა, Bloomberg-მა გამოთვალა ტანკერების მოძრაობის სტატისტიკის საფუძველზე. თურქეთის მიმართულებით ნაკადები დაახლოებით მესამედით შემცირდა: ერთი კვირით ადრე ანკარამ დღეში 300 000 ბარელი იყიდა, ოქტომბრის ბოლოს – ...

Read More »

სამსუნის პორტში, ნავთობის ტანკერში აფეთქება მოხდა – ამჟამად, ცეცხლი ლოკალიზებულია

თურქეთში, სამსუნის პორტში აფეთქება ნავთობის ტანკერში მოხდა, რის შემდეგაც ხანძარი გაჩნდა. CNN Turk-ის ინფორმაციით, ადგილზე დიდი რაოდენობით მეხანძრეების ბრიგადებია მობილიზებული. ამ დროისთვის, ცეცხლის ლოკალიზება მოხერხდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია, დაწყებულია გამოძიება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. წყარო: kvira.ge

Read More »

თურქული კომპანია უკრაინას ელექტროენერგიით დაეხმარება – საუბარია მილიონამდე უკრაინული სახლის უზრუნველყოფაზე

თურქული ელექტროენერგეტიკული კომპანია Karpowership აწარმოებს მოლაპარაკებებს უკრაინაში ელექტრო გემების გაგზავნის თაობაზე, რათა ქვეყანას ელექტროენერგია მიაწოდოს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მძლავრი თავდასხმების ფონზე, იუწყება Nikkei Asia Karpowership-ის საბჭოს წევრზე დაყრდნობით. “300 მეგავატი, რომლის მიწოდება შესაძლებელია სამი გემით, შეუძლია ენერგიით უზრუნველყოს 1 მილიონამდე უკრაინული სახლი სრული სიმძლავრით. მათი დაკავშირება ადგილობრივ ელექტრო ქსელებთან 30 დღეზე ნაკლებ დროშია შესაძლებელი“, – აღნიშნავს კომპანიის წარმომადგენელი. წყარო: ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას აპირებს

თურქეთის განზრახვამ, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოები განავითაროს, შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყნის იმპორტირებულ გაზზე დამოკიდებულების 30%-ით შემცირება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა გააკეთა. მისივე თქმით, შავი ზღვის ფსკერზე გაზის მოპოვების დაწყების შემდეგ, ის მთლიანი მოხმარების 25-30%-ს უზრუნველყოფს. „ჩვენი საგარეო დამოკიდებულება ბუნებრივ აირზე 70%-მდე შემცირდება“, – განაცხადა დონმეზმა. იმავდროულად, შავი ზღვის ფსკერზე ახალი საბადოების აღმოჩენის შემთხვევაში, თურქეთის ...

Read More »

თურქეთში მდინარე ჭოროხზე აშენებული იუსუფელის უდიდესი წყალსაცავი გაიხსნა

თურქეთში ყველაზე დიდი წყალსაცავი პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამშაბათს გახსნა. როგორც ერდოღანმა თქვა, იუსუფელის კაშხალში წარმოებული ყოველწლიური 1,9 მილიარდი კვტ/სთ ენერგია თურქეთის ეკონომიკას 5 მილიარდ ლირის დამატებით ღირებულებას მოუტანს. გიგანტური ობიექტის მშენებლობა, რომელიც ყველაზე დიდი კაშხალია ჭოროხის  აუზში, 2012 წელს დაიწყო. კაშხლის კორპუსი  ტალვეგიდან 220 და საძირკველიდან  275 მეტრია. კაშხალი, რომელიც ეიფელის კოშკზე 25 მეტრით მოკლეა, თავისი გიგანტური კორპუსით თურქეთში ...

Read More »

პუტინმა და ერდოანმა ტელეფონით ისაუბრეს თურქეთში „გაზის კვანძის“ შექმნის წინადადებაზე

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან სატელეფონო საუბარში განიხილა წინადადება თურქეთის „გაზის კვანძის“ შექმნის თაობაზე. ამის შესახებ კრემლი იტყობინება 18 ნოემბერს. პუტინი პირველად ოქტომბერში გამოვიდა თურქეთში გაზის ბაზის შექმნის წინადადებით, რაც შესაძლებელს გახდიდა დაზიანებული „ჩრდილოეთის ნაკადის“ გაზსადენების მარაგისთვის მიმართულების შეცვლას და ევროპის ბაზარზე მის ექსპორტს. ერდოანი მხარს უჭერს ამ იდეას. კრემლის თქმით, ორმა მხარემ ასევე განიხილა შავი ...

Read More »

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან გაზს მალე მიიღებს

თურქეთი შავი ზღვის გაზსადენით „საქარიას“ საბადოდან გაზის მიწოდების პირველი ეტაპი ითვალისწინებს 10 მლნ კუბ/მ ლურჯი საწვავის ყოველდღიურ ჩატვირთვას ქვეყნის გაზის განაწილების სისტემაში. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა. მინისტრის თქმით, საბადოს განვითარების შემდგომ ეტაპზე, დღიური მოცულობა 40 მილიონ კუბ/მ-ს მიაღწევს. მისი თქმით, შავი ზღვის ახალი საბადო არა მხოლოდ ხელს შეუწყობს თურქეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, არამედ საშუალებას მისცემს წარმოებული გაზის ნაწილის ექსპორტს თრაკიას გაზის ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანი აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაზის ჰაბის შექმნის საკითხს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან დეკემბრის დასაწყისში, აშხაბადში ვიზიტისას განიხილავს. ამის შესახებ თურქეთის ლიდერმა ინდონეზიაში G20-ის სამიტზე გამგზავრებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა ოფიციალურმა პირებმა, უკვე გააკეთეს განცხადებები თურქეთში ენერგეტიკული ჰაბის შექმნასთან დაკავშირებით. იმ ნაბიჯების წყალობით, რომელიც იგეგმება, თურქეთი ბუნებრივი აირის განაწილების ცენტრი გახდება. გაზის ჰაბის შექმნის საკითხის განხილვა მომავალი ...

Read More »