თურქეთმა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო

თურქულმა საბურღმა ხომალდმა „აბდულჰამიდ ხანმა“, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში „ტაშუჯუ-1“-ის ადგილზე მუშაობა დაიწყო.

ამის შესახებ სააგენტო Anadolu, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია TPAO-ზე დაყრდნობით იუწყება.

„ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას თურქეთის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ქვეყნის პოზიციის გასაძლიერებლად“, – ნათქვამია TPAO-ს Twitter-ის პოსტში.

„აბდულჰამიდ ხანი” მეოთხე და ყველაზე თანამედროვე გემია თურქეთის ფლოტში, რომელიც ბურღვით სამუშაოებს ახორციელებს.

საბურღ გემს 200 კაციანი პერსონალი ჰყავს. გემი ბურღვას 12 200 მეტრის სიღრმეზე ახორციელებს.

Leave a Reply