Tag Archives: #ეკოლოგია

ამაზონის განადგურებამ შეიძლება გლობალურ კატასტროფათა მთელი კასკადი გამოიწვიოს

ამაზონის გაუტყეურება (დეფორესტაცია) უკან არდაბრუნების წერტილს უახლოვდება. თუ ეს ეკოსისტემა დაეცემა, გარემოში შეიძლება ნახშირბადის ვრცელი მარაგების შეუქცევადად გამოთავისუფლება დაიწყოს. კლიმატის ზოგიერთი მეცნიერი ეჭვობს, რომ ეს ტროპიკული ტყე უკვე იმაზე მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს. ახალი კვლევის მიხედვით, თუკი ამაზონი თვითგამძლეობის კრიტიკულ ზღვარს გადალახავს, ამ კატასტროფას შეიძლება დომინოს ეფექტი ჰქონდეს და მთელ მსოფლიოში გამოიწვიოს გარდამტეხი მომენტები, უეცრად დააჩქაროს გარემოს კრიზისი და პლანეტას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს. გლობალურ ...

Read More »

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა

ავსტრალიაში ძლიერი წყალდიდობაა. ქვეყნის ჩრდილო დასავლეთ ნაწილში ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. განსაკუთრებით დაზარალდა ქალაქი ფიცროი კროსინგი. ადიდებულმა წყალმა საცხოვრებელი სახლები და გზები დატბორა. მოსახლეობის ევაკუაცია სამაშველო ვერტმფრენებით მიმდინარეობს.

Read More »

ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლისა და დანა-ჩანგლის მოხმარება აიკრძალება

დაბინძურების შემცირების მიზნით ინგლისში პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგლისა და თეფშების აკრძალვა იგეგმება. ინფორმაციას სახელმწიფოს მთავრობა ადასტურებს. მონაცემების თანახმად, ინგლისში ყოველწლიურად 1.1 მილიარდ ერთჯერად თეფშსა და 4.25 მილიარდ დანა-ჩანგალს იყენებენ, მოხმარების შემდეგ კი ამის მხოლოდ 10% გადამუშავდება. კვლევას თუ დავეყრდნობით, მსოფლიოს ოკეანეებში ნაგვის უდიდესი წილი სწორედ კვებისათვის განკუთვნილი პლასტმასის ნივთებზე მოდის. აკრძალვის შესახებ აქამდე გავრცელებული უწყებები ახლახან გარემოს მდივანმა ტერეზა კოფიმ დაადასტურა. “პლასტმასის ჩანგლის დაშლას 200 წელი შეიძლება დასჭირდეს, ...

Read More »

გაერო: დედამიწის ოზონის შრის აღდგენის გეგმა წარმატებით მუშაობს

დედამიწის ოზონის შრის სრულ აღდგენას 4 ათწლეული დასჭირდება. ასეთ დასკვნამდე გაეროს ექსპერტთა ჯგუფი მივიდა, რომელთა ანგარიშსაც BBC აქვეყნებს. გამოცემის ინფორმაციით, ანგარიშში, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ქვეყნდება, აღნიშნულია, რომ მიმოქცევიდან ოზონის შრის დამაზიანებელი ქიმიკატების თითქმის 99%-ის ეტაპობრივმა გაყვანამ ოზონის შრის შენარჩუნების საშუალება მოგვცა. შედეგად, ადამიანზე მავნე ულტრაიისფერი სხივებს ზემოქმედება შემცირდა. მოქმედი პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, ოზონის შრე 1980 წლის მაჩვენებელს ანტარქტიკის თავზე 2066 ...

Read More »

გარემოსდამცველები გერმანიაში ქვანახშირის წარმოების ზრდას აპროტესტებენ

გერმანული პრესის ცნობით, დაახლოებით 2000 დემონსტრანტი გამოვიდა ქუჩებში ნახშირის მაღაროს გაფართოების წინააღმდეგ  პროტესტის გამოსახატავად. გერმანიაში გარემოსდამცველებმა პირობა დადეს, რომ დაიცავენ გერმანიის პატარა სოფელს ახლომდებარე ქვანახშირის მაღაროს გაფართოებისგან. ეს ადგილი მთავრობასა და გარემოსდამცველებს შორის ერთგვარ ბრძოლის ველად იქცა. ღია მაღაროს დახურვა 2030 წლისთვის იგეგმება. გაერთიანებულ კომპანიაში RWE ამბობენ, რომ მათ სჭირდებათ ქვანახშირი გერმანიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ახლა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ეკოაქტივიტები ...

Read More »

კლიმატის ცვლილებასთან საბრძოლველად მეცნიერები ნახშირბად მშიერ მიკროორგანიზმებს იყენებენ

ალ ტექნიკას შეუძლია დააჩქაროს მომავალი  ნახშირბადისგან თავისუფალი  მზის საწვავის წარმოება. ბერკლის ლაბორატორიის მეცნიერებმა შეიმუშავეს ბუნებისგან შთაგონებული ტექნიკა ნახშირორჟანგის მზის საწვავად გადასაქცევად. (კრედიტი: Shutterstock/3rdtimeluckystudio) ლოურენს ბერკლის ეროვნული ლაბორატორიის (ბერკლის ლაბორატორიის) მეცნიერებმა წარმოადგინეს ახალი ტექნიკა, რომელიც მოდელირებულია ზოგიერთ ბაქტერიაში ნაპოვნი მეტაბოლური პროცესის მიხედვით –  ნახშირორჟანგის (CO2) გარდაქმნა თხევად აცეტატად, სადაც მთავარი ინგრედიენტი ხელოვნური ფოტოსინთეზით მიღებული მზის “თხევადი შუქი” ან მზის საწვავია. ახალი მიდგომა, რომელიც მოხსენებულია ...

Read More »

შვეიცარიის ზამთრის კურორტები თოვლის გარეშეა

შვეიცარიის ტურისტული კურორტები თოვლის გარეშე რჩება – ამის შესახებ ინფორმაციას  reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით გლობალური დათბობა  შვეიცარიის სამთო კურორტებზე ყველაზე მეტად შეინიშნება და ტემპერატურა სტაბილურად 20 გრადუს ცელსიუსზეა. შვეიცარიის კურორტებზე წელს თბილი ამინდების გამო ტურისტების რაოდენობა 30-40% ით არის შემცირებული.  ის ადამიანებიც ვინც შვეიცარიაში სრიალს ვერ ახერხებს ალტერნატივად ველოსიპედი და სხვა აქტივობები რჩებათ. თუმცა ბიზნესის ნაწილი  გლობალური დათბობის გამო კრიზისს ვერ უმკლავდება, ერთ-ერთი ასეთია ...

Read More »

“გარემოს დაცვის მიმართულებით გარდამტეხ რეფორმებს ვახორციელებთ“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ  გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე და პროექტებზე ისაუბრა. „ჩვენი მთავრობისთვის გარემოს დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ბოლო წლების განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი რეფორმები დავიწყეთ. ეს ეხება როგორც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვას, ისე სატყეო სექტორს, დაცული ტერიტორიების განვითარებას, ნარჩენების მართვას და ა.შ. თითოეული ამ მიმართულებით გვაქვს კონკრეტული შედეგები: მიღებული კანონები,  რეგულაციები, ...

Read More »

აშშ-ში ზამთრის შტორმისა და ყინვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 60-ს გადააჭარბა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობის შედეგად სულ მცირე 62 ადამიანი დაიღუპა, ათასობით მოქალაქე კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ BBC წერს. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ნიუ-იორკის შტატში მდებარე ქალაქ ბუფალოს მიაყენა, სადაც ქარბუქის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურები. უხვთოვლობისა და ძლიერი ყინვის გამო გაუქმებულია ათასობით ავიარეისი. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით, ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

Read More »
ირაკლი ღარიბაშვილი: გაზპრომის ირგვლივ მიზანმიმართული სპეკულაციები ხორციელდება

ირაკლი ღარიბაშვილი: გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

გარემოს დაცვა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ამ მიმართულებით არაერთი რამ გაკეთდა და ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწრაფი ტემპით მიმდინარეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის აღდგენა. „რაც შეეხება გარემოს დაცვას, მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენი მთავრობის, ამ მიმართულებით ...

Read More »