Tag Archives: #თურქეთი

თურქეთმა შავ ზღვაში გაზის კიდევ ერთი საბადო იპოვა

ივნისში თურქეთის ხელისუფლებამ, შესაძლოა, შავ ზღვაში გაზის ახალი მარაგების შესახებ განაცხადოს. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა. შეგახსენებთ, შავ ზღვაში შარშან აღმოჩენილ გაზის საბადოზე ორი თურქული საბურღი გემი Fatih და Kanuni შევიდა, ხოლო სეისმურმა ხომალდმა Barbaros Hayreddin Pasha-მ მეზობელ სექტორში მუშაობა დაიწყო. თურქეთი შავ ზღვაში გაზის მოპოვების დაწყებას ორ წელიწადში გეგმავს და ამ გაზით ქვეყნის მოხმარების მესამედის დაფარვას იმედოვნებს.

Read More »
გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს

SOCAR– ი მზადაა თურქმენულ კომპანიებს გაუზიაროს სამხრეთ გაზის დერეფნის მილსადენების სისტემებისა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლებლობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს განაცხადა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმზე. აბდულაევის შეფასებით, ამ ენერგოდერეფნების უდიდესი შესაძლებლობების გამოყენება უმდიდრესი თურქმენული რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის ყველა მხარისთვის კომერციულად მომგებიანია.  SOCAR-ის პრეზიდენტმა ფორმუმზე  გაზის სამხრეთ დერეფნის მნიშვნელობა შეაფასა და თქვა, რომ ის სტრატეგიული ...

Read More »

თურქეთი კრიპტო ფირმებს რეგულაციებს დაუწესებს

თურქეთმა კრიპტოვალუტის აქტივების მიმწოდებლები იმ დაწესებულებების ჩამონათვალს დაამატა, რომლებმაც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რეგულაციები უნდა დაიცვან. პრეზიდენტის ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში და ფინანსურ მაკონტროლებელს ციფრული ვალუტების ჰოლდინგების გამოკვლევას გაუადვილებს. კრიპტო აქტივებით გადახდა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 30 აპრილიდან აკრძალა და განაცხადა, რომ ანონიმურობის დონე ციფრული სიმბოლოების უკან აუნაზღაურებელი ზიანის რისკს ბადებს. თურქეთის მთავრობა ასევე გეგმავს შეიქმნას ცენტრალური ...

Read More »

რიონის წყლისა და ქართული საბადოების მოპარვას არავინ გეგმავს – თურქეთის ელჩი

ნამახვანიჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით თურქ პოტენციურ ინვესტორებს უკვე არაერთი კითხვა აქვთ. ისინი საქართველოში თურქეთის ელჩს, ფატმან სერენ იაზგანს მიმართავენ. დიპლომატის განცხადებით, ის ინვესტორებს არწმუნებს, რომ არსებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში ბიზნესისთვის მეგობრული გარემოა. „ინვესტორები უკვე არაერთ კითხვას მისვამენ. მე კი მათ დარწმუნებას ვცდილობ და ვეუბნები, რომ იმ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, რომელიც მოდიოდა საქართველოდან, აქ არის ძალიან ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაში საძიებო ბურღვით სამუშაოებს იწყებს

თურქული საბურღი გემი Fatih გაემართა Amasra-1 ბუნებრივი აირის საბადოზე, რომელიც შავ ზღვაში მდებარეობს – იუწყება DailySabah. თურქეთის ნავთობის ეროვნული კომპანიის ცნობით, გემის დანიშნულების ადგილზე მისვლის შემდეგ, საძიებო ბურღვითი სამუშაოები დაიწყება. უახლოეს მომავალში Fatih-ს კიდევ ერთი თურქული საბურღი ხომალდი შეუერთდება. პროგნოზების თანახმად, ხსენებული საბადოდან გაზის პირველი ტრანსპორტირდება 2023 წელს განხორციელდება. წინასწარი გათვლებით, ბუნებრივი აირის წლიური მოცულობა 5-10 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ...

Read More »
TANAP-ის პროექტი თურქეთისთვის და აღმოსავლეთ ევროპისთვის წამალი იქნება

აზერბაიჯანიდან თურქეთში გაზის ექსპორტი გაიზარდა

2021 წლის იანვარში თურქეთში აზერბაიჯანიდან 1,119 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზი შევიდა. თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს (EPDK) მონაცემებით, ეს 18,4% -ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაზის ექსპორტის სიდიდით აზერბაიჯანმა მეორე ადგილი დაიკავა თურქეთის გაზის მთლიან იმპორტში 18,4% -იანი მაჩვენებლით. 2021 წლის იანვარში თურქეთი გაზის ყველაზე დიდი მოცულობით მოამარაგა რუსეთმა. თურქეთში რუსული გაზის ექსპორტი 2021 წლის იანვარში 2.675 მილიარდი კუბური მეტრს გაუტოლდა. მესამე ადგილზეა ალჟირი ...

Read More »

TANAP– ის საშუალებით თურქეთს 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანმა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ექსპორტზე გაიტანა თურქეთში, რაც 15,6%-ით მეტია, წინა წელთან შედარებით. აღნიშნულ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელეს, ნავთობისა და გაზის წარმოების შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით. ხსენებული მონაცემების თანახმად, ამ პერიოდში 919 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდებოდა თურქეთს ტრანსანატოლიური გაზსადენით (TANAP). ნინო სამადაშვილი

Read More »

ერდოღანმა აზერბაიჯანთან ენერგეტიკული შეთანხმება დაამტკიცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაამტკიცა “შეთანხმება აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, ენერგეტიკისა და სამთო სფეროში თანამშრომლობის შესახებ” და “აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ თავდაცვის ინდუსტრიის სფეროში. ” იუწყება “რესმი გაზეთი” ხელშეკრულებები ძალაში შევიდა მათი ხელმოწერის დღიდან. აღსანიშნავია, რომ ”აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ენერგეტიკისა და სამთო სფეროში თანამშრომლობის ...

Read More »

რა მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანმა თურქეთსა და საქართველოში?

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარში მთლიანობაში 1,120,220,670 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა. ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო ღირებულებამ შეადგინა 100,026,390 აშშ დოლარი. აქედან 1,007,604.850 კუბური მეტრი მიეწოდა თურქეთს, ხოლო 112,615,820 კუბური მეტრი – საქართველოს. იანვარში თურქეთში ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის საერთო ღირებულებამ 87 629 870 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოში – 12 396 520 დოლარი. ნინო სამადაშვილი

Read More »

მურმან მარგველაშვილი: ენერგეტიკული ბირჟა თხილამურებით სრიალს ჰგავს, სანამ ისწავლი, ბევრჯერ დაეცემი

გასული წელი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: სატეტსტო რეჟიმში მუშაობა დაიწყო ენერგეტიკულმა ბირჟამ, „ნამახვანი“ ჰესის მშენებლობა მუდმივი გამოსვლების ფონზე გრძელდება; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკის ექსპერტს მურმან მარგველაშვილს ესაუბრა. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ თავად ენერგეტიკული ბირჟის არსებობა ძალიან კარგი ...

Read More »