გაზის დამატებითი მოცულობის მიღების შესახებ ხელშეკრულება "სოკართან" დღეს გააფორმდება

SOCAR-ი თურქმენეთს რეგიონის ენერგოდერეფნებს სთავაზობს

SOCAR– ი მზადაა თურქმენულ კომპანიებს გაუზიაროს სამხრეთ გაზის დერეფნის მილსადენების სისტემებისა და ბაქო–თბილისი–ჯეიჰანის ნავთობსადენის შესაძლებლობები, – ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა დღეს განაცხადა თურქმენეთის ნავთობისა და გაზის სექტორში საინვესტიციო საერთაშორისო ფორუმზე. აბდულაევის შეფასებით, ამ ენერგოდერეფნების უდიდესი შესაძლებლობების გამოყენება უმდიდრესი თურქმენული რესურსების საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის ყველა მხარისთვის კომერციულად მომგებიანია. 

SOCAR-ის პრეზიდენტმა ფორმუმზე  გაზის სამხრეთ დერეფნის მნიშვნელობა შეაფასა და თქვა, რომ ის სტრატეგიული პროექტია იმპორტიორი ქვეყნებისთვის და ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისითაც. მისივე მტკიცებით, პროექტს არანაკლები მნიშვნელობა აქვს მომწოდებლებისთვისაც, რადგან დერეფნები მათ აძლევთ წვდომას მოხმარების უზარმაზარი პოტენციალის მქონე ახალ ბაზრებზე, რაც მარკეტინგული თუ კომერციული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. 

“მიმწოდებლები ამ ენერგოდერეფნებით მიაღწევენ კომერციული დამოუკიდებლობის მაღალ დონეს და იღებენ გაზის გაყიდვის შესაძლებლობას ყველაზე ოპტიმალურ პირობებში. გაზის სამხრეთ დერეფანს გამოარჩევს ის, რომ არის საერთაშორისო პროექტი ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე და გახსნილია ყველა მეგობარი ქვეყნისთვის, რომელთაც სურთ გახდნენ მისი ნაწილი, როგორც მომხმარებელთა, ასევე გაზის მომწოდებლების მხრიდან,” – ამბობს როვგან აბდულაევი. 

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის (SOCAR) პრეზიდენტის ინფორმაციით, 3500 კილომეტრიანი სამხრეთ გაზის დერეფნის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით $ 33 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა. ამ ენერგოდერეფანმა მოიცვა 7 ქვეყანა და დააკავშირა კასპიის რეგიონი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან. როვგან აბდულაევის შეფასებით, სამხრეთ გაზის დერეფანს უდიდესი წვლილი მიუძღვის ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებასა და გარემოს დაცვაში.

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) – 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.

წყარო: report.ge

Leave a Reply