Tag Archives: #თურქეთი

თურქეთში ელექტროენერგიის ფასი 15%-ით გაიზარდა

1 ივლისიდან ელექტროენერგიის ფასი თურქეთში 15 %-ით გაიზარდა. აღნიშნულის  შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელმა ორგანომ გააკეთა: ”ელექტროენერგიის წარმოების ხარჯების ზრდის გამო, 2021 წლის 1 ივლისიდან, ელექტროენერგიის გასაყიდი ფასები მოქმედი აბონენტების ყველა კატეგორიისთვის 15%-ით გაიზარდა”. შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან, საყოფაცხოვრებო აბონენტები 100 კილოვატ საათ ელექტროენერგიაში, გადასახადების ჩათვლით, 91,56 თურქულ ლირას გადაიხდიან. ნინო სამადაშვილი

Read More »

თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა

თურქეთ-უნგრეთის დამაკავშირებელი გაზსადენის, „ბალკანეთის ნაკადის“ მშენებლობა დასრულდა. ამის შესახებ კომპანია „სერბიაგაზის“ გენერალურმა დირექტორმა, დუშან ბაიატოვიჩმა, სერბეთ-უნგრეთის საზღვარზე მილების შეერთების შემდეგ განაცხადა. სერბეთში ამბობენ, რომ გაზის მოცულობა, რომელიც 15.75 მილიარდი კუბური მეტრია, შეიძლება, გამოყენებულ იქნას მთელ ცენტრალურ ევროპაში. გაზსადენი „ბალკანეთის ნაკადი“ გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გაგრძელებაა, რომლის საშუალებით ბუნებრივი აირი ევროპას პირველი ოქტომბრიდან მიეწოდება. აღნიშნული პროექტით სერბეთი სატრანზიტო ფუნქციას იძენს.

Read More »

თურქეთი და აზერბაიჯანი ნახჭევანში ახალი გაზსადენის მშენებლობას გეგმავენ

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა სააგენტო Anadolu-სთან ინტერვიუში. დონმეზის სიტყვებით, მან უკვე გააფორმა ურთიერთშეთახმების მემორანდუმი აზერბაიჯანელ კოლეგასთან: ”ჩვენ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰაბაზოვთან გავაფორმეთ ურთიერთშეთახმების მემორანდუმი. ველოდებით აზერბაიჯანის მიერ ტექნიკური მონაცემების დადასტურებას. როგორც კი ეს მონაცემები დადასტურდება, ჩვენ დავიწყებთ გაზსადენის გაყვანას. დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები, როგორიცაა მარშრუტიზაცია, კვლევა, ინვენტარიზაცია. ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტს. საჭიროა ...

Read More »

თურქეთი შავ ზღვაზე მორიგ საძიებო-ბურღვითი სამუშაოების ჩატარებას გეგმავს

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ფათიჰ დონმეზის განცხადებით, მიმდინარე წლის ბოლოს ან 2022 წლის დასაწყისში, ქვეყანას შავ ზღვისპირეთში კიდევ ერთი საძიებო-საბურღი სამუშაოების ჩატარება შეეძლება. მინისტრის თქმით, რეგიონს ენერგეტიკული პოტენციალი აქვს და მათ მიერ გასულ წელს მიღებული მონაცემებით, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ველზე შესაძლოა, შესაბამისი მარაგები აღმოჩნდეს. „მიმდინარე წელს, ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში შავ ზღვაზე კიდევ ერთი საძიებო-საბურღი სამუშაოების დაგეგმვა შეგვიძლია. ვიცით, რომ რეგიონს დიდი პოტენციალი ...

Read More »

ერდოღანი: თურქეთსა და აზერბაიჯანს შეუძლიათ ლიბიაში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელება

”ამჟამად ჩვენ აზერბაიჯანთან ვართ დაკავშირებული TANAP და TAP გაზსადენების პროექტებით. ხსენებული პროექტების მიღმა, ჩვენ შეგვიძლია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება. რა შეიძლება იყოს ეს? მაგალითად, როგორც ახლა ვთანამშრომლობთ TANAP–სა და TAP–ის პროექტებზე ჩემს ძვირფას მეგობარ ილჰამ ალიევთან, იგივენაირად შეგვიძლია ვიმოქმედოთ ლიბიაშიც.” – აღნიშნულის შესახებ ერდოღანმა თურქეთის ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, იუწყება თურქული ტელეარხი NTV. თურქეთის ლიდერმა დაამატა, რომ აზერბაიჯანსა და თურქეთს აქვთ ...

Read More »

SOCAR–მა ყულევიდან მეთანოლის ექსპორტი განაახლა

ოთხთვიანი შესვენების შემდეგ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR), მაისის ბოლოს ყულევის პორტიდან მეთანოლის ახალი პარტია გაგზავნა. მიწოდების პაუზა გამოწვეული იყო Socar Methano-ის ქარხანაში (ბაქო) განხორციელებული სარემონტო სამუშაოებით, რომელიც 2020 წლის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე მიმდინარეობდა. 29 მაისს ხომალდი Caminero 3,5 ათასი ტონა მეთანოლის სპირტით დაიტვირთა, რომლის დანიშნულების ადგილიც “იალოვას” პორტია (თურქეთი). იანვარში SOCAR–მა ყულევიდან ორი ტანკერი მეთანოლი გაგზავნა, რომელთა საერთო მოცულობამ 11 ...

Read More »

თურქეთის ელჩი: „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს აქვთ პროტესტის ულფება, მაგრამ ისინი არ უნდა დაემუქრონ თურქ თუ ქართველ დასაქმებულებს, აცხადებს თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანი. ელჩის კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. ელჩის თქმით, უნდა აშენდეს თუ არა „ნამახვანჰესი“ ან სხვა რომელიმე პროექტი, ეს საქართველოს შიდა საკითხია, რაც მას აშფოთებს, კომპანია „ენკას“ მიმართ შესაძლო დისკრიმინაციული დამოკიდებულებაა. „ის [„ენკა“] კარგი კომპანიაა, ამ კომპანიის მიმართ დისკრიმინაციას იმის გამო, რომ თურქულია, ...

Read More »
ერდოღანის ბრძანებით ბოსფორისა და დარდანელის სტურეები რუსული გემებისთვის დაიხურა

ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინეს. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ზონგულდაქის პროვინციაში თურქულმა საბურღმა გემმა საქარიას საბადოს „ამასრა-1“-ის ჭაბურღილში 135 მილიარდი კუბური მეტრის ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა და მთლიანობაში, შავ ზღვაში თურქეთის მიერ აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგმა 540 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ბუნებრივი ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

“თურქეთს საქართველოსთან ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები აქვს განხორციელებული მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს”

როგორც ენერგეტიკის, ასევე ყველა სხვა სფეროში არის თურქული ინვესტიციები საქართველოში, რომელიც 214 მლნ დოლარია, – ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთს საქართველოსთან აქვს დიდი, მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელებული, ისეთი პროექტები, რომელიც მთლიანად რეგიონს უცვლის სახეს. „ერთ-ერთი ასეთი არის სტრატეგიული პროექტი, სამხრეთ გაზის დერეფანი, რომელზედაც ჩვენ უკვე შევქმენით ...

Read More »
თურქეთმა საქართველოსთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების რატიფიკაცია მოახდინა

თურქეთი ელენერგიის ექსპორტიორებისთვის მომხიბვლელი ბაზარი აღარ არის

თურქეთი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი ბაზარი, როგორც იყო 5 წლის წინ  – ელექტროენერგიის ექსპორტიორებს თურქეთში ელექტროენერგიის დაბალი ტარიფები ხვდებათ. „ნამდვილად შემცირებულია ექსპორტი თურქეთში, თუმცა, როდესაც საქართველოში ჭარბი ელექტროენერგიაა, სადმე უნდა მოხდეს მისი გატანა, ამიტომ ზოგიერთ ექსპორტიორს უღირს რომ გაიტანოს თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურდა სომხეთი, როგორც საექსპორტო მიმართულება და აქ  უფრო მაღალ ტარიფს იღებენ ქართველი ექსპორტიორები, გარკვეულ პერიოდებში, ვიდრე თურქეთში“, – ...

Read More »