1 ივლისიდან ელექტროენერგიის ფასი თურქეთში 15 %-ით გაიზარდა.
აღნიშნულის შესახებ განცხადება თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის მარეგულირებელმა ორგანომ გააკეთა:
”ელექტროენერგიის წარმოების ხარჯების ზრდის გამო, 2021 წლის 1 ივლისიდან, ელექტროენერგიის გასაყიდი ფასები მოქმედი აბონენტების ყველა კატეგორიისთვის 15%-ით გაიზარდა”.
შესაბამისად, 2021 წლის 1 ივლისიდან, საყოფაცხოვრებო აბონენტები 100 კილოვატ საათ ელექტროენერგიაში, გადასახადების ჩათვლით, 91,56 თურქულ ლირას გადაიხდიან.
ნინო სამადაშვილი