Tag Archives: #ბირთვული

IAEA-ის ხელმძღვანელის თქმით, აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე გარიგებას

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ აშშ შეიძლება დაუბრუნდეს ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე 2015 წელს მიღწეულ გარიგებას, მაგრამ აღნიშნა, რომ ორივე მხარემ უნდა გამოთქვას მოლაპარაკებებში მონაწილეობის სურვილი. გროსიმ ეს განცხადება 16 მარტს გააკეთა ევროპარლამენტის სამი კომიტეტის წინაშე ონლაინ რეჟიმში გამოსვლისას. აშშ-მა შეთანხმება 2018 წელს მიატოვა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობისას, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიანიშნა, რომ ვაშინგტონს სურს, ...

Read More »

ბილ გეითსი ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ბილ გეითსის ამერიკულმა კომპანია TerraPower-მა, რომელიც GE Hitachi Nuclear Energy-სთან ერთად ბირთვულ რეაქტორს ამუშავებს მოძრავ ტალღაზე, ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობის შესახებ განაცხადა, იუწყება პორტალი Robot-review.com. პროექტს Natrium (ნატრიუმი) დაარქვეს, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებლებს სურთ შექმნან რეაქტორი ნატრიუმით. ახლა უკვე ბევრი კომპანია ეძებს განახლებადი ენერგიის ვარიანტებს, რათა უარი თქვან წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე. სათბურის გაზების ემისიის შემცირება მოითხოვს არა მხოლოდ იაფი ...

Read More »
ირანი მზად არის საქართველოს მიაწოდოს გაზის საკმარისი მოცულობები, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ტრანზიტისთვის

ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ირანმა ურანის გამდიდრება ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით დაიწყო

ირანმა ნათანზის მიწისქვეშა ბირთვულ რეაქტორში ურანის გამდიდრება დაიწყო მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების კასკადის გამოყენებით. ეს თეირანის მიერ 2015 წლის შეთანხმების დარღვევის უკანასკნელი შემთხვევაა. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) 17 მარტს განაცხადა, რომ ორი დღის წინ სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ წევრ ქვეყნებს შეატყობინა, რომ ირანი ამჟამად უფრო სწრაფ IR-4 ცენტრიფუგებს იყენებს ურანის გასამდიდრებლად 5%-იანი სისუფთავის მისაღწევად. მაღალტექნოლოგიური ცენტრიფუგების გამოყენება არღვევს თეირანსა და მსოფლიოს ...

Read More »

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მეწამორში – საფრთხე მთლიანი რეგიონისთვის

სომხეთის ბირთვული ელექტროსადგური მეწამორში რეალურ საფრთხეს უქმნის თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის, ირანის, რუსეთისა და სამხრეთ ევროპის მოსახლეობას, განაცხადა საერთაშორისო ენერგეტიკისა და საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა, „გლობალური ენერგიის საკითხთა ცენტრის“ უფროსმა მკვლევარმა ბრენდა შაფერმა. სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში „ატომური მეცნიერების ბიულეტენი“, შაფერმა განმარტა, თუ რატომ უნდა დაიხუროს სომხეთის მოძველებული ატომური ელექტროსადგური სამუდამოდ: „მეწამორის ატომური ელექტროსადგურის დახურვით, სომხეთი ხელს შეუწყობს არა მხოლოდ საკუთარი ...

Read More »

აშშ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი წლით ახანგრძლივებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, ირანისთვის სანქციების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირანის მიმართ პირველი სანქციები ჯერ კიდევ 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის განკარგულებით დაწესდა. გადაწყვეტილება სანავთობო ტრანზაქციების შეზღუდვას და ირანის რეჟიმის შესუსტებას ისახავდა მიზნად. 1995 წლის დოკუმენტის მიხედვით, სანქციები ეროვნული უსაფრთხოების, ეკონომიკისა და საგარეო პოლიტიკის წინაშე, ირანიდან მომდინარე საფრთხეების შემცირებას ემსახურება.  “ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული ...

Read More »

ირანი ბირთვული პროგრამის შესახებ აშშ-სთან მოლაპარაკებებზე უარს აცხადებს

ირანმა, ბირთვული პროგრამის სამოქმედო გეგმის შესახებ, ევროკავშირსა და აშშ-ს პირდაპირ მოლაპარაკებაზე უარი განუცხადა. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal წერს. გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამან, შესაძლოა, დასავლეთის ქვეყნებსა და ირანს შორის დაძაბულობის ზრდა გამოიწვიოს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა, 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებაში დაბრუნების საკითხზე ირანთან მოლაპარაკებები დაიწყოს, თუ ირანი აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებს. 

Read More »

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს. აითოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით. „ბირთვული გამდიდრება არც 20 პროცენტით შემოიფარგლება. ის გაამდიდრებს ურანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ზომით, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ირანში ურანის გამდიდრების დონემ შეიძლება 60 პროცენტს მიაღწიოს ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე აღნიშნა, ...

Read More »

ირანი ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს

ირანის სულიერი ლიდერი საჭიროების შემთხვევაში ურანის 60 პროცენტით გამდიდრებას არ გამორიცხავს. აითოლა ალი ხამენეის განცხადებით, ირანი არასდროს დაემორჩილება აშშ-ის ზეწოლას მის ბირთვულ საქმიანობასთან დაკავშირებით. „ბირთვული გამდიდრება არც 20 პროცენტით შემოიფარგლება. ის გაამდიდრებს ურანს ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერი ზომით, რაც საჭიროა ქვეყნისთვის. ირანში ურანის გამდიდრების დონემ შეიძლება 60 პროცენტს მიაღწიოს ქვეყნის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა. აიათოლა ალი ხამენეიმ ასევე აღნიშნა, ...

Read More »

ბირთვულ შეთანხმებაში დასაბრუნებლად ირანი ამერიკისგან ქმედით ნაბიჯს ელოდება

ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთვება, როგორც კი შეერთებული შტატები შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი. 2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რეგიონალურ საკითხებს არ შეეხება. საგარეო მინისტრის თქმით, საუბარია მხოლოდ გარანტიებზე, რომ შეერთებული შტატები გრძელვადიანად შეასრულებს შეთანხმების პირობებს.

Read More »

ირანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან დროებით შეთანხმებას მიაღწია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ირანის რესპუბლიკასთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის თანახმად, ირანი შემდეგი სამი თვის განმავლობაში სააგენტოს ინსპექტორებს ბირთვული აქტივობის შემოწმების უფლებას დართავს, რამაც ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბირთვულ საკითხებზე საუბრის პოტენციური საფუძველი შეიძლება შექმნას. IAEA-ს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ ორმა მხარემ მიაღწია დროებით “ტექნიკურ შეთანხმებას” მას შემდეგ, რაც ირანმა გასულ კვირას სააგენტოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა ...

Read More »