ბილ გეითსი ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურის აშენებას გეგმავს

ბილ გეითსის ამერიკულმა კომპანია TerraPower-მა, რომელიც GE Hitachi Nuclear Energy-სთან ერთად ბირთვულ რეაქტორს ამუშავებს მოძრავ ტალღაზე, ახალი თაობის ატომური ელექტროსადგურის (NPP) მშენებლობის შესახებ განაცხადა, იუწყება პორტალი Robot-review.com.

პროექტს Natrium (ნატრიუმი) დაარქვეს, რომლის ფარგლებშიც, მწარმოებლებს სურთ შექმნან რეაქტორი ნატრიუმით.

ახლა უკვე ბევრი კომპანია ეძებს განახლებადი ენერგიის ვარიანტებს, რათა უარი თქვან წიაღისეული საწვავის გამოყენებაზე. სათბურის გაზების ემისიის შემცირება მოითხოვს არა მხოლოდ იაფი ენერგიას, ნულოვანი ემისიით, არამედ ენერგიის შეუფერხებელ და უწყვეთ მიღებას დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ყველაზე საუკეთესო ვარიანტად მოწინავე ბირთვული ენერგია სახელდება.

ბილ გეითსმა “ნატრიუმის” პროექტის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. მეწარმემ განაცხადა, რომ ის აპირებს შექმნას ახალი თაობის ბირთვული ელექტროსადგური, რომელიც შეძლებს გაცილებით მეტი ენერგიის შენახვას.

“ნატრიუმი” ითვალისწინებს სწრაფი ნეიტრონული რეაქტორის, ასევე მდნარი მარილის ენერგიის შენახვის სისტემის შექმნას. მაღალტემპერატურული თხევადი ნატრიუმი წყლის ნაცვლად იქნება გამოყენებული რეაქტორში გამაგრილებლად.

თხევადი ნატრიუმი ნორმალური ატმოსფერული წნევის დროს რეაქტორიდან სითბოს შთამბეჭდავ რაოდენობას გადასცემს. აღინიშნა, რომ იგი არ დაშლის წყალს წყალბადად და ჟანგბადად, შესაბამისად “ფუკუშიმას” მსგავსი წყალბადის აფეთქებები გამორიცხულია.

გარდა ამისა, იგი არაკოროზიულია, აქდან გამომდინარე, პრობლემა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მდნარი მარილის რეაქტორებში, მოგვარებულია.

დეველოპერების აზრით, “ნატრიუმი” იქნება ოთხჯერ უფრო ეკონომიური, ვიდრე სტანდარტული წყლის რეაქტორი. უსაფრთხოების თვალსაზრისით, თხევადი ნატრიუმის კონსტრუქციის წყალობით, სათავსს არ დასჭირდება უზარმაზარი დამცავი საშუალება, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივი წყლის რეაქტორებში.

შესაძლებელია მთლიანი სტრუქტურა განთავსდეს მიწის ქვეშ, რაც გაზრდის უსაფრთხოებას და შეამცირებს ხარჯებს.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სრულმასშტაბიანი ახალი თაობის ბირთვული ელექტროსადგური ამოქმედდება 2020-იანი წლების ბოლოს. 24/7 რეჟიმში მუშაობისას, “ნატრიუმის” მაქსიმალური სიმძლავრე იქნება 345 მეგავატი. აღნიშნული საკმარისია დაახლოებით 225,000 საცხოვრებელი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply