ბირთვულ შეთანხმებაში დასაბრუნებლად ირანი ამერიკისგან ქმედით ნაბიჯს ელოდება

ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთვება, როგორც კი შეერთებული შტატები შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს, აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჯავად ზარიფი.

2015 წლის ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რეგიონალურ საკითხებს არ შეეხება. საგარეო მინისტრის თქმით, საუბარია მხოლოდ გარანტიებზე, რომ შეერთებული შტატები გრძელვადიანად შეასრულებს შეთანხმების პირობებს.

Leave a Reply