Tag Archives: #ნავთობკომპანიები

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს

ინდოეთში აცხადებენ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ფონზე რუსული ნავთობის ყიდვისას მორალური კონფლიქტი არ არსებობს. ამის შესახებ RBC CNN-ზე დაყრდნობით იტყობინება. „არ არსებობს კონფლიქტი. ჩვენ გვყავს ჩვენი მომხმარებლები… ჩვენ გვყავს 1,34 მილიარდი მოსახლეობა და ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მათი ენერგომომარაგება“, – განაცხადა ინდოეთის ნავთობის მინისტრმა ჰარდიპ სინგ პურიმ. მისი თქმით, მარტის ბოლოს ინდოეთში რუსული ნავთობის იმპორტმა მთლიანი იმპორტის 0,2% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  95.92 (+1.27)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  89.67 (+1.30)  დოლარი/ბარელზე.  

Read More »

ჯო ბაიდენი ნავთობკომპანიებს ახალ გადასახადებს დაუწესებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნავთობკომპანიებისთვის ახალი გადასახადების დაწესებას განიხილავს, რადგან მიაჩნია, რომ ომისგან ისინი დიდ სარგებელს იღებენ. კომპანიებმა  „ექსონ მობილმა“, „შევრონმა“ და „შელმა“ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით დიდი მოგება ნახეს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელებმა თავად განაცხადეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისინი ვალდებული არიან, დაეხმარონ ამერიკელ მომხმარებლებს. ჯო ბაიდენის თქმით, ნავთობკომპანიების რეკორდული მოგება არ ნიშნავს, რომ ისინი რამე ახალს ან ...

Read More »

OPEC +-მა ნავთობის მოპოვების მკვეთრი შემცირების გადაწყვეტილების მიზეზი დაასახელა

მთავარი მიზეზი, რის გამოც “ოპეკი +”-მა გადაწყვიტა ნოემბრის თვიდან ნავთობის მოპოვები 2 მილიონი ბარელით/დღეში შემცირება, გახდა ბაზარზე ჭარბი მიწოდება, ოპეკის გენერალური მდივანის ჰაიტამ ალ-გაისის აბუ დაბიში გამართულ  ენერგეტიკულ კონფერენციაზე Adipec. ნათქვამი განცხადების თანახმად, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მისივე თქმით, ეს ზედმეტობა  მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალშიც შენარჩუნდება. ”ჩვენ ასევე ვხედავთ პროფიციტს 2023 წლის დასაწყისში დიდი გაურკვევლობის გამო, რომელიც დაკავშირებულია ეკონომიკური ზრდის ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის  28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  96.27 (-0.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.18 (-0.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საწვავის იმპორტი გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 866,7 ათასი ტონა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის,  2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 423,8 ათასი ტონა. კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის ...

Read More »

Shell-ის მოგებამ $9.5 მილიარდი შეადგინა – კომპანია დივიდენდის ზრდას გეგმავს

წარმოებისა და ბუნებრივი აირით ვაჭრობის სუსტი მაჩვენებლის შედეგად, Shell-ის მესამე კვარტალის მოგება, წინა კვარტალის რეკორდულ მონაცემთან შედარებით შემცირდა და $9.45 მილიარდი შეადგინა. შეგახსენებთ, რომ კომპანია წლის ბოლომდე, აღმასრულებელი დირექტორის მიერ თანამდებობის დატოვების შემდგომ, დივიდენდის მკვეთრად ზრდას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ Shell-მა აქციების გამოსყიდვის პროგრამაც გაახანგრძლივა და ახლა უკვე ახალი გეგმით, მომავალი სამი თვის განმავლობაში, $4 მილიონის აქციების შეძენას აპირებს. რაც შეეხება ...

Read More »

საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე მოდის – სად და რა მოცულობის საწვავი ვიყიდეთ

წელს 9 თვეში საქართველომ 998,138 ტონა (1,021 მლრდ აშშ დოლარის) ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი – 939,224 ტონა ( 576,505 მლნ აშშ დოლარის). საქსტატის მონაცემებით, წელს იმპორტირებული ნავთობპროდუქტების 43,5% რუსეთზე – 434 716 ტონა (430,870 მლნ აშშ დოლარი), 5,8% აზერბაიჯანზე – 58 656 ტონა (50,621მლნ აშშ დოლარი), ხოლო 2,9% თურქეთზე – 29 850 ტონა (36,178 ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი კვლავაც იზრდება

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,67 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 96,73 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

ოკუპირებული დონეცკის რეგიონში, ნავთობის საცავი დაიწვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, 26 ოქტომბერს, გვიან საღამოს ნავთობის საცავში ცეცხლი გაჩნდა. მოსკოვის მიერ დანიშნულმა ხელმძღვანელმა, ვიტალი ხოცენკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-თან განაცხადა, რომ რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი, უკრაინული ჯარების მხრიდან დაბომბვის შედეგად დაზიანდა.

Read More »