ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 866,7 ათასი ტონა, რაც 12,2 ათასი ტონით ანუ 1,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (854,5 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2022 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 442,9 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 423,8 ათასი ტონა.
კატეგორიების მიხედვით, 2022 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი – 270,6 ათასი ტონა (61,1%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი – 161,9 ათასი ტონა (36,6%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი – 10,4 ათასი ტონა (2,3%);
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან – 429,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 49,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 195,4 ათასი ტონა – 22,5%; ბულგარეთი – 98,2 ათასი ტონა – 11,3%; თურქმენეთი – 71,4 ათასი ტონა – 8,2%; აზერბაიჯანი – 55,3 ათასი ტონა – 6,4%; თურქეთი – 7,6 ათასი ტონა – 0,9%, საბერძნეთი – 4,8 ათასი ტონა – 0,5%, ყაზახეთი – 2,0 ათასი ტონა – 0,2% და სხვ.