Tag Archives: #ინფრასტრუქტურა

აშშ უკრაინას ელექტროსისტემის მხარდასაჭერად $53 მილიონს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის ელექტროსისტემის მხარდასაჭერად 53 მილიონ დოლარს გამოყოფს, რადგან ის რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშაა. მოსალოდნელი დაფინანსების შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბუქარესტში „დიდი შვიდეულის“ გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა. დაფინანსება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტროგადამცემი აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც სასწრაფოდ უნდა მიაწოდონ უკრაინას. ეს მიწოდების პაკეტი მოიცავს გამანაწილებელ ტრანსფორმერებს, ავტომატურ ამომრთველებს, დენის გამტარებსა და სხვა აღჭურვილობას“, – წერიათავის მხრივ სახელმწიფო დეპარტამენტის ...

Read More »

გაზპრომი „ჩრდილოეთის ნაკადებს“ აკონსერვებს

რუსული გაზპრომი „პორტოვაიასა“ და „სლავიანსკაიას“ საკომპრესორო სადგურებზე გაზის სატუმბი მოწყობილობების დაკონსერვებას იწყებს, რომლებითაც ბუნებრივი გაზი ჩრდილოეთის ნაკადსა და ჩრდილოეთის ნაკადი 2–ს მიეწოდებოდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. კონსერვაციის შემდეგ სადგურებიდან აღჭურვილობას არ გაიტანენ, ის ადგილზე დარჩება. აუცილებლობის შემთხვევაში დაკონსერვებული მოწყობილობები უმოკლეს ვადებში გაეშვება, ირწმუნებიან რუსული სააგენტოების წყაროები. აღნიშნულთან დაკავშირებით თავად გაზპრომში კომენტარს არ აკეთებენ. წყარო: gbc.ge

Read More »
ნავთობის დაბალი ფასები TAP-ის პროექტის განხორციელებაზე არ იმოქმედებს

ალიევი: TAP-ის გამტარუნარიანობა უნდა გაფართოვდეს, რადგან ის უკვე სრული დატვირთვით მუშაობს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ ტრანსადრიატიკული გაზსადენის (TAP) პროექტის მონაწილეები მისი გამტარუნარიანობის გაფართოებაზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ამის შესახებ ალიევმა საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, სახელწოდებით, „შუა დერეფნის გასწვრივ: გეოპოლიტიკა, უსაფრთხოება და ეკონომიკა.“ მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე მზარდი მოთხოვნაა, მაგრამ ამისთვის საჭიროა TAP-ის მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდა, რასაც, ალიევის თქმით, აზერბაიჯანული მხარე ცალმხრივად ვერ გააკეთებს, რადგან TAP-ში მისი წილი მხოლოდ 20%-ია. ამდენად, ...

Read More »
Tanap საქართველოს რეგიონალურ და გლობალურ დონეზე მნიშვნელოვანი მოთამაშედ აქცევს

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს. ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) – თბილისი (საქართველო) – ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ...

Read More »

ნიკოლოზ ანთიძე: “მნიშვნელოვანია აფხაზური მხარე დარწმუნდეს “ენგური ატრაქციის” წარმატებაში”

ცოტა ხნის წინ “ენგურჰესი” კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში არცთუ სასიამოვნო კუთხით – წყალსაცავში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა, რაც ასე ადრე პირველად მოხდა. მთავარი მიზეზი კვლავაც აფხაზეთია, სადაც ზამთარში განსაკუთრებით იზრდება მოხმარება. თუმცა, ამჯერად “ენგურჰესის” არაპირდაპირ დანიშნულებაზე გვინდა გავამახვილოთ ყურადღება, საუბარია ობიექტის ტურისტულ მნიშვნელობასა და როლზე. 2021 წლის ნოემბერში, „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი მსოფლიო დონის ატრაქცია“ პროექტის პირველი ეტაპი ენერგეტიკის განვითარების ...

Read More »

თურქეთში იხსნება უდიდესი კაშხალი, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეხუთეა

დღეს, 22 ნოემბერს, თურქეთში ყველაზე დიდი და მსოფლიოში სიდიდით მეხუთე წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი და მსოფლიოში მეხუთე მაღალმთიანი წყალსაცავი „იუსუფელი“ იხსნება. პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, მდინარე ჭორუხზე ჰიდროელექტროსადგურისა და წყალსაცავის გახსნის ცერემონიაში მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. თურქეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხელოვნური წყალსაცავის მშენებლობა ქალაქ ართვინიდან სამხრეთ-დასავლეთით 70 კმ-ში, 2012 წლიდან მიმდინარეობს. წყალსაცავის კაშხლის ...

Read More »

IAEA-ს ცნობით, უკრაინა მცირედით გადაურჩა ატომურ კატასტროფას

უკრაინა მცირედით გადაურჩა კატასტროფას მას შემდეგ, რაც შაბათ-კვირას, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ზაპოროჟიეში ბირთვული ელექტროსადგური დაცხრილეს. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, გაურკვეველია, რომელი მხარე იყო პასუხისმგებელი სულ მცირე, ათეულობით აფეთქებაზე. მანამდე, IAEA-ის დირექტორმა, რაფაელ გროსიმ 20 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ვისაც არ უნდა ესროლა სადგურისთვის, „გაგვიმართლა, რომ არ მოხდა პოტენციურად სერიოზული ბირთვული ინციდენტი“. „ჩვენ ვსაუბრობთ მეტრებზე და არა კილომეტრებზე. ვინც ესროლა ქარხანას, მიდიოდა ...

Read More »
ირანი, პაკისტანი და ჩინეთი ენერგოპარტნიორები ხდებიან

შაჰ-დენიზიდან შარშანდელზე 18,8%-ით მეტი გაზი გადაიქაჩა

შაჰ-დენიზის საბადოდან, საიდანაც გაზის ექსპორტი საქართველოში, თურქეთსა და ევროპაში, კერძოდ, იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში ხდება, იანვარ-ოქტომბერში გადაქაჩული გაზის მოცულობამ 17 697 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ეს გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 18,8%-ით მეტია. აზებაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებს „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს. საანგარიშო პერიოდში შაჰ-დენიზის საბადოდან გაზის ექსპორტის წილმა აზერბაიჯანის მაგისტრალური გაზსადენებით ტრანსპორტირებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 53,8% შეადგინა. მთლიანობაში, იანვარ-ოქტომბერში ამ მაგისტრალური ...

Read More »

მაკეევკაში ოკუპანტების ნავთობის ბაზას ცეცხლი გაუჩნდა

ოკუპირებულ მაკეევკაში, ნავთობსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საწვავის ორი ავზსა და სამ სტაციონარულ კონტეინერს გაუჩნდა, – იუწყებიან რუსი სამხედროები. მათი ცნობით, მიზეზი იერიში გახდა. საწვავის ბაზა ანტროპოვას ქუჩაზე, ქალაქის ჩერვონოგვარდეისკის რაიონშია განთავსებული. შეტყობინება ხანძრის შესახებ კიევში დილის 3:06 საათზე მიიღეს. მას სირთულის მესამე ხარისხის კვალიფიკაცია მიენიჭა.

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

სლოვენია, გაზის იმპორტის ერთ-ერთ წყაროდ, სამხრეთის გაზის დერეფანს განიხილავს

სლოვენია მხარს უჭერს ყველა ძალისხმევას, რომელითაც შესაძლებელი იქნება ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში გაზის მიწოდების წყაროების დივერსიფიკაცია. ამის შესახებ Trend-ს სლოვენიის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ბოიან კუმერმა განუცხადა. მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში არსებულ ვითარების გამო, რადგან სლოვენია გაზის მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს ეძებს. „სამხრეთის გაზის დერეფანი გაზის მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. ჩვენ გაურკვეველ და რთულ დროს ვცხოვრობთ. უკრაინაში არსებულმა ვითარებამ გვაიძულა, რომ გაზის ...

Read More »