Tag Archives: #უკრაინა

უკრაინა რუსულ გაზზე სრულად უარის თქმას გეგმავს

უკრაინისთვის საწვავის მისაწოდებლად სლოვაკეთი Druzhba-ს მილსადენის გადაკეთებას განიხილავს

სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრ რიჩარდ სულიკის განცხადებით, უკრაინისთვის საწვავის მისაწოდებლად Druzhba-ს მილსადენის გადაკეთება იგეგმება. აქამდე Druzhba-ს საშუალებით სლოვაკეთს რუსული ნავთობი მიეწოდება. სულიკის განმარტებით, ომის შედეგად უკრაინაში ქარხნების უმრავლესობა განადგურდა, ქვეყანას კი საწვავი ესაჭიროება. Druzhba-ს მთავარი მილი ნედლი ნავთობის იმპორტისთვის გამოიყენება, მეორე მილის ადაპტირება კი მზა პროდუქციის, მათ შორის დიზელისა და ბენზინის ტრანსპორტირებისთვისაა შესაძლებელი. გეგმის განხორციელებამდე, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას სლოვაკეთის ნავთობსადენის ოპერატორი Transpetrol-ი ...

Read More »

უკრაინელებმა შავ ზღვაში რუსული საბურღი პლატფორმები დაბომბეს

კრაინის შეიარაღებულმა ძალებმა “Черноморнефтегаз-ის” საბურღი პლატფორმები დაბომბეს, რომლებიც რუსეთმა 2014 წელს მიიტაცა. ამის შესახებ 20 ივნისს ე.წ “ყირიმის ხელმძღვანელმა” სერგეი აქსიონოვმა Telegram-ზე განაცხადა. “დღეს დაახლოებით დილის რვა საათზე… “Черноморнефтегаз-ის” საბურღი პლატფორმები დაბომბეს”, – აღნიშნა აქსიონოვმა. მისი თქმით, ბაქანზე მყოფი 12 ადამიანიდან 5 გადაარჩინეს, სამი დაშავებულია, დანარჩენების ძებნა კი გრძელდება. ინფორმაცია Telegram-ზე უკრაინის სახალხო დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ დაადასტურა. “უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ‘ბოიკოს კოშკები’ ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენზე მორიგი აფეთქება მოხდა

უკრაინაში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ნავთობის საცავი განადგურდა

ნოვომოსკოვსკის რაიონში ნავთობის საცავში ხანძარი, რომელიც დნიპროპეტროვსკის რეგიონზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმამ გამოიწვია, ჩააქრეს. რეგიონის გუბერნატორის, ვალენტინ რენიჩენკოს ინფორმაციით, რაკეტებმა ქალაქ ნოვომოსკოვსკის მახლობლად, ნავთობის საცავი გაანადგურეს. უკრაინული მედიის ცნობით, 18 ივნისს, რუსეთის ძალებმა დნეპროპეტროვსკის რეგიონზე ხუთი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ორი რუსული რაკეტა ჩავარდა კრივი რიჰში და კიდევ სამი – ნოვომოსკოვსკის ოლქში. ერთი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

Read More »

EBRD უკრაინულ Naftogaz-ს €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს

“ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი” (EBRD) გაზისა და ნავთობის უმსხვილეს უკრაინულ კომპანია Naftogaz-ს ომის შედეგად ბუნებრივი აირის წარმოების დანაკარგის კომპენსაციისთვის €300 მილიონამდე სესხს გამოუყოფს. კომპანია EBRD-ის მიერ გაცემული თანხის პირველ ტრანშს – €50 მილიონს გამოიყენებს გადაუდებელი შესყიდვისთვის, რაც სასწრაფოდ არის საჭირო უკრაინის გაზის სისტემის გათბობის სეზონისთვის მოსამზადებლად. კომპანიას სურს, რომ ჯამში €1 მილიარდი მოაგროვოს მილიარდი კუბური მეტრი გაზის შესაძენად, რაც მნიშვნელოვანია შემოდგომისთვის საკმარისი გაზის მიწოდების ...

Read More »

ჩერნობილში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამოქმედდა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ზონაში, ოკუპაციის შემდეგ პირველად, რადიაციული დეტექტორები ამუშავდა. ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) იტყობინება. აღინიშნება, რომ უკრაინამ, IAEA-ს ტექნიკური მხარდაჭერით, 100 დღის წინ ომის დაწყების დროს დაკარგული სასიცოცხლო საინფორმაციო კავშირის აღდგენა შეძლო. ამჟამად, ათობით რადიაციულმა დეტექტორმა მონაცემების გადმოცემა კვლავ დაიწყო. რადიაციული მონიტორინგის ქსელმა ფუნქციონირება 24 თებერვალს შეწყვიტა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ჩერნობილის ზონა დაიკავეს და იქ ...

Read More »

ესტონეთის პრემიერი: გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია

უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ ევროპული ერთიანობის შენარჩუნება, ინფლაციასა და ცხოვრების სტანდარტზე ომის გავლენის ფონზე, რთულია, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. მან ასევე გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს ვლადიმერ პუტინს კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზოს. ესტონეთის პრემიერის მტკიცებით, ამ ქმედების ერთადერთი შედეგი რუსეთის ლიდერისთვის იმის რწმენის მინიჭეებაა, რომ ის არ იქნება იზოლირებული და არ აგებს პასუხს ...

Read More »

ევროკავშირის სანქციების მე-7 პაკეტი რუსეთის ენერგეტიკაზე სრულ ემბარგოს უნდა მოიცავდეს – ევროკავშირში უკრაინის ელჩი

უკრაინულ მხარეს სურს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეშვიდე პაკეტში შეიტანოს ტოტალური ემბარგო რუსულ ენერგიაზე. „რისი ხილვა გვინდა სანქციების მეშვიდე პაკეტში? რა თქმა უნდა, დრო გვიჩვენებს, მაგრამ საუბარია რუსულ ენერგეტიკაზე, ანუ მილსადენის ნავთობზე ტოტალურ ემბარგოზე, მაგრამ ეს მოითხოვს რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარებას… საუბარია გაზზე“, – განაცხადა ვსევოლოდ ჩენცოვმა, უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ევროკავშირში.

Read More »

რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ჩაანაცვლონ რუსეთი ევროპის გაზით მომარაგების საკითხში?

უკრაინის ომიდან 100 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა, მსოფლიო და განსაკუთრებით ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სურათი კვლავაც ბუნდოვანი რჩება. ევროპისთვის ახლა უფრო მეტი კითხვაა, ვიდრე პასუხი. როგორ შეიძლება კონტინენტმა უარი თქვას რუსულ გაზზე მძიმე ენერგეტიკული კრიზისის ან ეკონომიკური რეცესიის გარეშე? რომელ ქვეყნებს შეიძლება ენდოს ევროპა მისთვის საჭირო ენერგიით მომარაგების საკითხში?   ევროკავშირის გაზსადენების ქსელის რუკა   სათანადო სიმძლავრის, უხვი რეზერვებისა და აუცილებელი ...

Read More »

უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა 9-მდე გაიზრდება

უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოკომპანია (უკრაინის სახელმწიფო საწარმო) Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა და ამერიკულმა კომპანიამ, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებლის Westinghouse Electric Company-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ფრაგმანმა კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, უკრაინაში, ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა  AP1000 ტექნოლოგიის გამოყენებით, 5-დან 9-მდე გაიზრდება. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იქნება ახალი თაობის რეაქტორები უკეთესი წარმადობითა და მანევრირების რეჟიმში ...

Read More »

უკრაინამ და პოლონეთმა ელექტროენერგიის ინტერკონექტორის აღდგენის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი – მიზანი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაა

უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ჰერმან გალუშენკომ და პოლონეთის კლიმატისა და გარემოს დაცვის მინისტრმა ანა მოსკვამ ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. დოკუმენტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსეთიდან ენერგომომარაგების შეწყვეტას ისახავს მიზნად. „უკრაინასა და პოლონეთს შორის სახელმწიფოთაშორისი საჰაერო ხაზის ამოქმედება გაზრდის ჩვენი კავშირის სტაბილურობას ENTSO-E-ის (ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორთა ევროპული ქსელი) ქვეყნების ენერგეტიკულ სისტემებთან. ამასთან, ხელს შეუწყობს ენერგეტიკული ბაზრების ...

Read More »