Tag Archives: #რუსეთი

რუსეთს თურქეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება სურს

რუსულმა კომპანია Rosatom-მა თურქულ მხარესთან თურქეთის შავი ზღვის რეგიონში ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო კორპორაციის ხელმძღვანელმა, ალექსეი ლიხაჩოვმა განაცხადა, წერს რუსული მედია. „ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებები ჩვენს თურქ ბიზნეს პარტნიორებთან მიდგომების ჩამოყალიბებაზე ტექნოლოგიური ალიანსების, საინვესტიციო პოლიტიკისა და თურქეთის ენერგეტიკული ბაზრის ფორმირების კუთხით, დიდი ატომური ელექტროსადგურის მომავალი არსებობის გათვალისწინებით,” – მან თქვა. Rosatom-ის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა ...

Read More »

დანილოვის თქმით, რუსეთის მიერ კახოვკის ჰესის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება

რუსული ძალების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შემთხვევაში, ყირიმისთვის წყლის მიწოდება წლების განმავლობაში შეუძლებელი გახდება.  Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინის ტელეარხ 24-ს განუცხადა. მისი თქმით, NSDC განიხილავს რუსების ასეთი ნაბიჯის ვარიანტებს. „ეს იქნება უზარმაზარი მასშტაბის კატასტროფა, რომელსაც დიდი რაოდენობით ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება”, – განაცხადა დანილოვმა. მანვე აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში ყირიმის წყლით მომარაგება უახლოეს ...

Read More »

რუსეთმა შესაძლოა, ხერსონიდან უკან დახევის გადასაფარად, ჰიდროელექტროსადგურზე თავდასხმა მოაწყოს

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, (ISW) რუსეთის ძალები სავარაუდოდ, ხერსონის დათმობას და დნეპრის მარჯვენა ნაპირიდან სამხედროების გაყვანას გეგმავენ, რისთვისაც ამზადებენ შესაბამის საინფორმაციო ველს, ამ ყველაფრის გასამართლებლად. მათ ასევე შეუძლიათ, მოამზადონ თავდასხმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმ იმედით, რომ კაშხლის ჯებირების რღვევა დაფარავს მათ უკან დახევას.  ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ასეთ დასკვნებს მათვე ანგარიში შეიცავს.

Read More »

ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 ელექტროსადგური გაანადგურა

რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვა 19 ოქტომბერსაც გაგრძელდა. სამი ელექტროსადგური განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართისას განაცხადა. რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

Read More »

“რუსი ოკუპანტები, დნეპროპეტროვსკში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს თავს დაესხნენ”

რუსი ოკუპანტები დნეპროპეტროვსკის ოლქში, თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს,- ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს. წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. “მღელვარე ღამე იყო კრივი-რიჰის რაიონში. რუსები თავს დაესხნენ სამრეწველო საწარმოს და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტს. სერიოზული ნგრევაა. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა, – აცხადებს რეზნიჩენკო.

Read More »

შოლცი: ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ აქაც არასწორად გათვალა, – ამის შესახებ ბუნდესტაგში გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. “გერმანია რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდა და მუშაობს ენერგომატარებლების საფასურის შემცირებაზე, თუმცა ბერლინმა ასევე გააფრთხილა ევროკავშირი, რომ გაზის ფასის ზედა ზღვარის დაწესებას შესაძლოა ნეგატიური ეფექტი მოჰყვეს”, – განაცხადა შოლცმა. მისივე თქმით, ბერლინი გააგრძელებს უკრაინისთვის მხარდაჭერის აღმოჩენას იმდენხანს, რამდენიც საჭირო ...

Read More »

Nord Stream 1 და 2 მილსადენების საბოტაჟისთვის გამოკვლეული ოთხი მილიდან სამი 50 მეტრის სიგრძით იყო გახეთქილი (ფოტო)

რუსეთიდან გერმანიამდე გადაჭიმული Nord Stream 1 და 2 მილსადენების საბოტაჟისთვის გამოკვლეული ოთხი მილიდან სამი 50 მეტრის სიგრძით იყო გახეთქილი, – იუწყება შვედური გამოცემა “Expressen”. მისი ცნობით, დანიის მსგავსად შვედეთიც მიიჩნევს, რომ მილსადენების დაზიანების მიზეზი ძლიერი აფეთქებებია. აფეთქება კი დივერსიულ აქტად განიხილება. საბოტაჟზე საუბრობს რუსეთის, თუმცა იგი მილსადენების დაზიანებაში აშშ–ისა და მის მოკავშირეებს ადანაშაულებს. “Expressen” აქვეყნებს Nord Stream 1 და 2 მილსადენებში გაჟონვის ...

Read More »
თურქეთში გაზსადენი ააფეთქეს

ევროკავშირი ზრდის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაცვას, რადგან დივერსიის მოლოდინი იზრდება

ევროკავშირი გააძლიერებს ინფრასტრუქტურის დაცვას, რადგან რუსეთის მხრიდან დივერსიის მოლოდინი იზრდება. Bloomberg- წერს,რომ Nord Stream-ის გაჟონვამ დაგვანახა ევროკავშირის ინფრასტრუქტურის ,,დაუცველობა’’. გამოცემა წერს,რომ ევროკავშირი გააძლიერებს ძალისხმევას კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. განსაკუთრებული ყურადღება კი მიენიჭება შემდეგ დარგებს: ენერგია,კომუნიკაციები,ტრანსპორტი და კოსმოსი. ბლოკი ასევე შეიმუშავებს „გეგმას“ იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხებენ მომავალ კრიზისებს. წყარო: gbc.ge

Read More »

ომის დაწყების შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის გაოთხმაგდა

ომის დაწყების შემდეგ, რუსეთიდან საქართველოში ნავთობის იმპორტი თითქმის, გაოთხმაგდა. კერძოდ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა, მარტში საქართველოში 21,881 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, აგვისტოში კი 83,059 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, მზარდი იყო ყოველთვიური მონაცემებიც. უფრო დეტალურად, საქსტატზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, რომელ თვეში, რა რაოდენობის პროდუქტი შეიძინა საქართველომ რუსეთისგან: მარტი – 21,881 მლნ აშშ დოლარი აპრილი – ...

Read More »

IAEA: ზაპოროჟიეს ელექტროსადგური მთავარი გადამცემის დაზიანების გამო სარეზერვო ენერგიაზეა

გაეროს ბირთვული ენერგიის სააგენტოს ცნობით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს სარეზერვო ენერგია ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურიდან მიეწოდება მას შემდეგ, რაც მთავარი, 750 კილოვოლტის სიძლიერის ელექტროგადამცემი ხაზი დღეს, 17 ოქტომბერს ოკუპანტების თავდასხმის გამო ხელახლა დაზიანდა. “დღეს, დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც 750 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა, ZNPP-ის 20 გადაუდებელი დიზელის გენერატორიდან ერთ-ერთმა ავტომატური ფუნქციონირება დაიწყო. თუმცა, ის მალევე გამოირთო, რადგან სარეზერვო ელექტროსისტემამ ...

Read More »