Tag Archives: #ენერგეტიკა

დავით ზალკალიანი: ყოვლად დაუშვებელია „ნამახვანჰესის“ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა

ყოვლად დაუშვებელია „ნამახვანჰესის“ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმატის გამოყენების მზაობაა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მძლავრი ენერგორესურსები და ის მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, ამიტომ ეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას აპროტესტებენ კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ...

Read More »

ჩვენ უნდა გამოვიყენოთ სწორი ფორმატები – მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება დიალოგს აზრი და მივიღებთ შედეგს

ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია შეიძლება სრულყოფილი არ იყო. ამაზე პრემიერ-მინისტრსაც ჰქონდა განცხადება, როდესაც მინისტრებს ეთხოვათ, რომ უშუალოდ თვითონ ჩართულიყვნენ კომუნიკაციაში. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, „ნამახვანჰესზე“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, რომლებსაც უშუალოდ ეხებოდათ გადაწყვეტილებების მიღება, მოსახლეობასთან კომუნიკაციის რეჟიმში მუდმივად იყვნენ. „ესენი არიან როგორც ეკონომიკის, ისე ჩვენი სამინისტროს წარმომადგენლები. კომუნიკაცია არსებობდა, მათ ...

Read More »

“„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო პროტესტის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია ენერგოდამოუკიდებლობის, ელექტროენერგიის გამომუშავების გაზრდა. მისივე თქმით, განახლებადი ენერგიის მოხმარების ნებისმიერი თანამედროვე პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და ენერგეტიკის გაძლიერებას ემსახურება. არჩილ თალაკვაძე „ნამახვანჰესის“ აშენების წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა მთავარ მოთხოვნაზე პრემიერმა სამართლიანი პასუხები გასცა. არჩილ თალაკვაძე პროტესტის ორგანიზატორებს მოუწოდებს, მიიღონ მონაწილეობა დიალოგის ფორმატებში და გაიმართოს საგნობრივი დისკუსია. „მინდა, ჩვენს მოქალაქეებს ...

Read More »

თბილისში აქციები დასრულდა, ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები რიონის ხეობაში ბრუნდებიან

თბილისში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. შემაჯამებელი აქცია რესპუბლიკის მოედანზე გაიმართა. აქციის მონაწილეები თბილისს ტოვებენ და როგორც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, ისინი რიონის ხეობაში ბრუნდებიან. “ბრძოლა გაგრძელდება ნამახვანში და ეს იქნებაარა ფიზიკური, არამედ უსისხლო ბრძოლა. ჩვენ ჩაბმული ვართ ამ უსისხლო ბრძოლაში უკვე ნახევარი წელია და ასე უსისხლოდ მივიტანთ ამას ბოლომდე. ჩვენ ვაწარმოებთ მორალურ ომს, მორალურ ომში ვართ გამარჯვებული ...

Read More »

გოლეთიანი: ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ

„რიონის ხეობის მცველები“ თბილისში საპროტესტო აქციას წყვეტენ და აცხადებენ, რომ ბრძოლას უშუალოდ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე გააგრძელებენ. „ჩვენ მივდივართ აქედან დღეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ ჩამოვალთ. თუ საჭირო გახდება, აქ არ გავაგრძელებთ ბრძოლას. რაც იყო ჩვენი აქ [თბილისში] ჩამოსვლის მიზანი, რომ საზოგადოებისთვის, დედაქალაქის მოსახლეობისთვის, სადაც პრაქტიკულად თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, კიდევ ერთხელ მიგვეწვდინა ხმა; მათ შორის, გზის გადაკეტვა, რომელიც ...

Read More »
"კომერსანტის" ექსკლუზიური ინტერვიუ – მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის, სავაჭრო ცენტრისა და სხვა მეგაპროექტების შესახებ

ხაზარაძე: როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ დაიწყებს ქვეყანა აღორძინებას

ნამახვანჰესის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “ფეისბუქზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ: “როცა “ავაშენოთ” მიტინგები აჯობებს “არ ავაშენოთ” მიტინგებს, მაშინ ქვეყანა დაიწყებს აღორძინებას”. ხაზარაძე ასევე წერს, რომ “ანაკლიის გაჩერება ასე არავის გაუპროტესტებია”. ის გულისხმობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, რომლის სამშენებლო სამუშაოებიც ამჟამად შეჩერებულია. ხაზარაძე “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელია.

Read More »

ENKA-ს დირექტორი: ღია ვართ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება

“ამას ყველა ვაღიარებთ, რომ კომუნიკაციის ნამდვილად დიდი პრობლემა იყო და ეს ცალსახა იყო. თვითნ კომუნიკაცია ხეობაში შედგა, რადგან შედეგიც დააყენა, იმიტომ რომ 35 მილიონი იქნა გადახდილი  267 ოჯახისთვის 276 დან. ერთ ოჯახთან მიმდინარეობს კომუნიკაცია და დარწმუნებული ვარ შევჯერდებით. მე არ მინახავს პროექტი საიდანაც გამოსავალი არ არსებოსბ. ღია ვართ ჩვენ, რომ მოვისმინოთ ყველას მოსაზრება… დავსხდეთ ვისაუბროთ. ამ რეჟიმში ვერ მოხდება საუბარი” ...

Read More »

ზურაბ ჯაფარიძე: ყველაფერი გაჩერებულია ამის უკან რაღაცა ძალები დგას

გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “მთავარის” ეთერში “ნამახვანთან” დაკავშირებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა: “ეს არის ორკესტრირებული ამბავი, როდესაც ქვეყანაში ყველა ენერგორესურსების ათვისება არის გაჩერებული და არა მარტო წყლის, არამედ ქარის ეს შეუძლებელია იყოს დამთხვევა. ყველგან არის ერთი და იგივე ამბები — ზოგან იყენებენ ერთი თემით ანგაჟირებულ ამბებს, ზოგან — გარემოს დაცვა იქნება, ზოგან — ქართულ მიწას უფრთხილდება და ჯამში გაყინულია ყველაფერი ...

Read More »

“ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს, რა ფორმითაც დღეს ტარდება ქვეყანაში, თავისი ხარვეზები და რისკები აქვს”

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება. ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით. „რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ...

Read More »

კობახიძე ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებზე: ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქცია დაფინანსებულია დიდი დანხებით, და ამ ყველაფრის უკან არის კომერციული ინტერესები. “ყველამ დაინახა, რომ რადიკალურ ნაბიჯებს არ აქვს მხარდაჭერა. თბილისის პარალიზება ეს იყო აბსოლუტურად გაუგებარი მესიჯი, რომელმაც ვერ მოიპოვა საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი საკმაოდ დიდი ფულით არიან დაფინანსებულები, როდესაც დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯებ აქციაზე ეს იმას ნიშნავს რომ არის ...

Read More »