პოლონეთი საჭიროდ თვლის, დაუყოვნებლივ შეჩერდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი და აპირებს, ამ ნაბიჯის გადადგმისკენ გერმანიის მომავალ კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდოს. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ გერმანულ „ბილდთან“ საუბარში განაცხადა. „ჩვენ ახლა პოლონეთში ევროკავშირის საზღვრებს ვიცავთ. თუ უფრო ფართო პერსპექტივაზეა საუბარი, მაშინ ერთად ვიმუშაოთ მშვიდობისთვის და არ მივცეთ ვლადიმირ პუტინს დამატებითი თანხები, რომლითაც მას შეუძლია გააგრძელოს შეიარაღება“, – აღნიშნა მორავიეცკიმ. მანამდე, 16 ნოემბერს, ქსელების თაობაზე ფედერალურმა სააგენტომ (BNetzA) ...
Read More »