Tag Archives: #ფასი

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  24 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.83 (+1.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.96 (+1.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი 2 დოლარით შემცირდა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,22 აშშ დოლარით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 128,93 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

მცირედით კლების შემდეგ, ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა

2022 წლის 7  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  120.72 (+1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.83 (+1.24)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რევაზ ვაშაკიძე: ბიზნესისთვის გაზის გადასახადი სამომხმარებლოზე ძვირი არ უნდა იყოს

ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია „ჩირინას” დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე „ბიზნესპარტნიორთან“   კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის და აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ქვეყანაში წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის სფეროში  კომერციული და ფიზიკური პირებისთვის არსებული ტარიფები განსხვავებული არ იქნება. მისი განცხადებით, ევროპის ქვეყნებში გაზის სამომხმარებლო და კომერციული ტარიფი გათანაბრებულია, რუსეთში კი პირიქითაა, ორგანიზაციები ფიზიკურ პირებზე ნაკლებს იხდიან. „ამ ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება ნაკლებია, საბოლოო ჯამში ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

2022 წლის 2  ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.74 (+1.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 116.87  (+1.69)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

აშშ–ში ბენზინის ფასი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა

ბენზინის საშუალო ფასმა შეერთებულ შტატებში პირველად მიაღწია $4,6-ს გალონზე. ამერიკის საავტომობილო ასოციაციის (AAA) მონაცემები აჩვენებს, რომ საწვავის საშუალო ფასმა შაბათს მიაღწია 4,60 დოლარს გალონზე, რაც ახალი რეკორდია და 51%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მონაცემებზე. ფასები კვლავ მაღალია დასავლეთ სანაპიროზე, სადაც საშუალო ფასი 6,109 აშშ დოლარია კალიფორნიაში და 5,224 აშშ დოლარი ვაშინგტონის შტატში. წყარო: “კომერსანტი”

Read More »

2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფები გაიზრდება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას თქმით, 2023 წლიდან გაზის სამომხმარებლო ტარიფის ზრდაა მოსალოდნელი. „ბოლო წლებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი გაიზარდა, თუმცა ამ ეტაპზე ტარიფზე ზეწოლა არ გვაქვს. უხვი ნალექების წყალობით წინა წელს გამომუშავება გაიზარდა, რეაბილიტირდა ენგურჰესიც, ეს ტენდენცია გრძელდება და უხვნალექიანობის გამო მეტი იაფი ელექტროენერგია გამოვიმუშავეთ. შესაბამისად, ამ ეტაპზე ზრდა მოსალოდნელი არაა. რაც შეეხება გაზს, ბუნებრივი აირის ...

Read More »

“საქართველოში საწვავის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთაშორისო ფასებისგან”

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში საწვავზე არსებული ფასები საერთაშორისო ბაზრებზე არსებულ ფასებთან თანხვედრაში არაა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ეს მიგნებები კონკურენციის სააგენტომ ბაზრის მოკვლევის შემდეგ გამოავლინა. მინისტრი ამბობს, რომ ბაზრის მოთამაშეებთან შეხვედრები მიმდინარე კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც სავარაუდოდ, საწვავი გაიაფდება. “კონკურენციის სააგენტომ ბაზარი შეისწავლა და საინტერესო მიგნებები აქვს. დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომელიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ...

Read More »

იოსებ არჩვაძე: მსოფლიოს 99 ქვეყანასთან შედარებით საქართველოში ბენზინი იაფია, მათ შორის აშშ-თან შედარებით – 5.6%-ით, ხოლო ევროკავშირთან შედარებით საშუალოდ, 38%-ით

მსოფლიოს ყურადღება ამჟამად უკრაინისკენაა მიპყრობილი, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომს, სამხედრო-პოლიტიკურთან ერთად, არანაკლები ეკონომიკური და ფინანსური ასპექტიც გააჩნია. აღნიშნულმა კონფლიქტმა გამოიწვია მრავალი სახის პროდუქციის ფასების ზრდა არა მარტო ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, მათ შორის ყველაზე თვალსაჩინოა ფასების ზრდა ენერგორესურსებზე: ნავთობსა და გაზზე, – ამის შესახებ ექსპერტი იოსებ არჩვაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ნავთობის ფასები მსოფლიოში კოვიდპანდემიის პიკის ფაქტობრივი გადავლის შემდეგ, გლობალური ...

Read More »

ნავთობის ფასმა 2014 წლის შემდეგ პირველად $110-ს გადააჭარბა

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ნავთობზე ფასები სწრაფად იზრდება. Brent-ს მარკის ნავთობის მაისის ფიუჩერსულმა ფასმა 4.4%-იანი ზრდის შემდეგ $110-ს გადააჭარბა, $108-ზე მეტი ღირს ამერიკული მსუბუქი ნავთობიც. ორივე შემთხვევაში ფასები 8 წლიან რეკორდზეა. საცალო ფასი პლატსით განისაზღვრება რომელიც თავის მხრივ ნედლი ნავთობის ღირებულებაზეა დამოკიდებული. ბოლო დღეებში საწვავი საქართველოშიც გაძვირდა. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში ყველაზე იაფი რეგულარის ტიპის ბენზინი 3.14-3.22 ლარი ღირს, პრემიუმი 3.23-3.33 ლარი, ...

Read More »