Tag Archives: #აზერბაიჯანი

მოლდოვა აზერბაიჯანისგან 300 მლნ. კუბური მეტრი გაზის შესყიდვას განიხილავს

მოლდოვის პრემიერმა აზერბაიჯანში ვიზიტი დაასრულა. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ ნატალია გავრილიცამ ვიზიტისას, ბუნებრივი აირის შესყიდვის საკითხი განიხილა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ გაზზე დიდი მოთხოვნაა. გავრილიცას თქმით, მოლდოვა ასევე ეძებს გრძელვადიან პარტნიორებს და ამ კუთხით აზერბაიჯანის, როგორც სანდო პარტნიორის იმედი აქვს. „მოლდოვას სურს, შეიძინოს 300 მლნ. კუბური მეტრი გაზი. მოლდოვა ეძებს მოკლე და საშუალოვადიან გადაწყვეტას გაზისა და ენერგეტიკული კრიზისის თაობაზე. არცერთ ქვეყანას არ სურს, იყოს ...

Read More »
ერდოღანი: მზად ვარ გადავდგე თუ დამტკიცდა, რომ თურქეთი ნავთობს ისლამური სახელმწიფოსგან ყიდულობს

ერდოღანი: თურქეთი და აზერბაიჯანი გაზრდიან TANAP-ის გამტარუნარიანობას

„აზერბაიჯანთან ერთად დაიწყო მუშაობა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, წერს თურქული მედია. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. ლიბიასთან დადებულმა ნახშირწყალბადების შეთანხმებამ შექმნა თანამშრომლობის ახალი არეალი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში ამ ქვეყნის კონტინენტურ ნაწილში“, – განაცხადა ერდოღანმა. ...

Read More »

SOKAR-ის პრეზიდენტი: სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, 2027 წლისთვის გაზის ექსპორტი გაორმაგდება

მიმდინარე წელს აზერბაიჯანი გაზის ექსპორტის მთლიან მოცულობას 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის. ამის შესახებ „სოკარის“ პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა აზერბაიჯან-თურქეთის II ენერგეტიკულ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „2027 წლამდე სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის ექსპორტის გაზრდას მინიმუმ ორჯერ ვგეგმავთ. ამასთან დაკავშირებით, განიხილება TAP-ისა და TANAP-ის მილსადენების სიმძლავრის გაფართოების გეგმები. ეს ყველაფერი დიდ ინვესტიციებს მოითხოვს“, – განაცხადა მან. ნაჯაფმა აღნიშნა, რომ „სოკარი“ თურქეთის ეკონომიკაში ინვესტიციას გააგრძელებს. შეგახსენებთ, ...

Read More »

ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შახბაზოვთან შეხვედრისას ენერგეტიკის სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრს ფარვიზ შახბაზოვს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკის სექტორში. ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვედარგებში, მათ შორის, მწვანე ენერგეტიკის განვითარების მხრივ. აღინიშნა, რომ ...

Read More »

აზერბაიჯანი ევროპაში გაზის მიწოდებას გააორმაგებს

აზერბაიჯანი ევროპისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორი გახდება, განაცხადა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში. მისი თქმით, აზერბაიჯანულ რესურსებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მნიშვნელოვნად გაზრდის ევროპისთვის მიწოდებული გაზის მოცულობას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე აზერბაიჯანი ევროპას 2021 წლის მაჩვენებელზე 30%–ით მეტ გაზს მიაწვდის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მიმდინარე წელს ევროპა 9 მლრდ კბ/მ აზერბაიჯანულ გაზს მიიღებს, 2027 წლისთვის ...

Read More »

აზერბაიჯანიდან ტრანზიტის შემდეგ ბულგარეთში გაზზე საბითუმო ფასი, მესამედით შემცირდა

საბერძნეთთან (IGB) ინტერკონექტორის გაშვების გამო, ბულგარეთში გაზის საბითუმო ფასი ერთბაშად 34%-ით დაეცა. იუწყებაTrend სამშაბათს ბულგარეთის ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელ კომისიაზე (EWRC) დაყრდნობით. გავრცელებული ინფორმაციით, მარეგულირებელმა დაამტკიცა ბუნებრივი აირის საბითუმო ფასი ოქტომბრისთვის 233,36 BGN (116,93 აშშ დოლარი/119,31 აშშ დოლარი/ევრო 119,31) მეგავატ საათზე, რაც წინა თვესთან შედარებით 34% ნაკლებია. IGB, რომელიც პირველ ოქტომბერს ამოქმედდა, ბულგარეთს საშუალებას მისცემს აზერბაიჯანის შაჰდენიზ-2-ის კონდენსატის საბადოზე წარმოებული გაზი ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასმა 93 დოლარს გადააჭარბა

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 1,66 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 93,34 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანი ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი გახდა

დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა. „გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Read More »

ევროპაში გაზის ექსპორტის გაორმაგებას ვგეგმავთ – ალიევი

„აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჩვენ ვგეგმავთ გაორმაგდეს გაზის ექსპორტი ევროპაში“, – ამის შესახებ, კერძოდ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 ოქტომბერს საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის (IGB) გახსნის ცერემონიაზე ისაუბრა. “ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან TANAP-ის (ტრანსანატოლიური გაზსადენი) 16 მილიარდი კუბური მეტრიდან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და TAP-ის  (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10 მილიარდ კუბური მეტრიდან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაფართოებაზე” ...

Read More »

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო

აზერბაიჯანმა „სამხრეთის გაზის დერეფნის“ გაფართოებასთან დაკავშირებით პარტნიორებთან კონსულტაციები დაიწყო, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომელიც საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის ინტერკონექტორის გახსნას მიეძღვნა. „ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები პარტნიორებთან „ტანაპის“ (ტრანსანატოლიური გაზსადენი) წლიური მოცულობის 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე და „ტაპის“ (ტრანადრიატიკული გაზსადენი) 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდასთან დაკავშირებით. ამის გარეშე გაზის დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფა გაძნელდება“, ...

Read More »