Tag Archives: #ევროკავშირი

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, – თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. რუსეთიდან მიწოდებაზე უარის ...

Read More »

მსოფლიო ევროპაში გაზის ფასმა 2500 დოლარს გადააჭარბა

ევროპაში გაზის ფასმა ათას კუბურ მეტრზე 2500 დოლარს გადააჭარბა. შესაბამისი მონაცემი ლონდონის ბირჟის ICE-დან ირკვევა. გაზზე ფასები ევროპაში რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების ფონზე გაიზარდა. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისიდან პირველად, ევროპაში გაზის ფასმა 2300 დოლარს გადააჭარბა.

Read More »

საფრანგეთი გაზის მოხმარების შემცირების ევროკავშირის გეგმას დაუჭერს მხარს

საფრანგეთის ენერგეტიკის მინისტრის, ანიეს პანიე-რუნაშეს განცხადებით, ევროკავშირის გეგმა, რომელიც გაზის მოხმარების 15%-ით შემცირებას გულისხმობს, ევროპული სოლიდარობის აუცილებელი გამოვლინებაა და საფრანგეთი მას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესაბამისი პროფილის მინისტრები გაზის მოხმარების შემდგომი შემცირების კურსს შეათანხმებენ. “ეს კი საშუალებას მოგვცემს, გამოვავლინოთ სოლიდარობა, რომელიც დღეს ასე საჭიროა ევროკავშირში. გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება სრულად შეესაბამება “ენერგეტიკული სიფხიზლის” გეგმას და ჩვენ ...

Read More »

ყაზახეთმა ევროპის ქვანახშირის ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება დაიწყო

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ, ყაზახეთმა ევროკავშირისთვის ნახშირის მიწოდება გააორმაგა. ევროპის სტატისტიკური სამსახურის Eurostat-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში ქვეყანამ იმაზე მეტის მოცულობა გაგზავნა, ვიდრე გასულ წელს. წლის დასაწყისში ყოველთვიური მიწოდება იყო 140-200 ათასი ტონა, მარტიდან – 300-400 ათასი ტონა, ერთი წლით ადრე, აპრილსა და მაისში, ყაზახეთმა ევროკავშირში მხოლოდ 60-70 ათასი ტონა გაგზავნა. ყაზახეთი ნახშირს ...

Read More »

ამერიკელი ოფიციალური პირები აქტიურად მუშაობენ, რათა რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების შემცირებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კულისებს მიღმა აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების ერთიანობის შენარჩუნებისთვის, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებას ევროპის ქვეყნებისთვის, რაც პანიკას იწვევეს ბუნებრივი აირის პოტენციური დეფიციტის შექმნის თვალსაზრისით – ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს. „ეს ჩვენი ყველაზე დიდი შიში იყო“, – აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი მედიასთან საუბარში. „სიენენის“ ცნობით, ...

Read More »
გააძვირებს თუ არა გაზის გადასახადს "ყაზტრანსგაზის" გასხვისება

2000 დოლარი – ევროპაში გაზის ფასი მაქსიმუმზეა

გაზის გაცვლითმა ფასმა ევროპაში მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ათას კუბ/მ-ზე პირველად გადააჭარბა 2000 დოლარს. ამის შესახებ RBC-Ukraine ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი მატება რუსული „გაზპრომის“ ქმედებებითაა განპირობებული. გუშინ „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს, დილის 7 საათიდან, Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბაერბოკი მიესალმა ევროკავშირის მასშტაბით გაზის დაზოგვის ძალისხმევას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი ერთიანი იქნება რუსეთის მიერ გაზის მიწოდების შემცირების წინაშე. „ჩვენი დაყოფა არ მოხდება იმის გამო, რომ გაზი მწირია. ერთად ვდგავართ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი რუსეთის პრეზიდენტისთვის“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანამდე ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა განაცხადა, რომ „გაზპრომის“ განცხადება, რომ კიდევ უფრო ...

Read More »
დავით მირცხულავა: საქართველო მუდმივად იღებდა რუსულ გაზს

დავით მირცხულავა: აზერბაიჯან-ევროკავშირის მემორანდუმმა კასპიის აუზის ქვეყნებს შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაუხსნა. აქ განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს

ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის გასულ კვირას ენერგეტიკის სფეროში გაფორმებული ისტორიული მემორანდუმის შემდეგ, ევროპის ენერგოუსაფრთხოებაში კასპიის აუზის ქვეყნების როლი იზრდება. მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის ნიშა, რომლის სატრანსპორტო არხებსა და ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე მილსადენებში, ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილმა ენერგორესურსებმა უნდა გაიაროს. რას ცვლის აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ისტორიული ენერგეტიკული მემორანდუმი, ევროკავშირის, სამხრეთ კავკასიისა და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნებისთვის და რა როლი ...

Read More »

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ზოგადად შეთანხმდნენ ევროკომისიის გეგმაზე გაზის მოხმარების შემცირების შესახებ, მაგრამ იქნება არაერთი გამონაკლისი

ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები ზოგადად შეთანხმდნენ ევროკომისიის გეგმაზე გაზის მოხმარების შემცირების შესახებ, მაგრამ იქნება არაერთი გამონაკლისი, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეთანხმება ოფიციალურად უნდა დადასტურდეს დღეს, ბრიუსელში, ენერგეტიკის მინისტრების სპეციალურ შეხვედრაზე. როგორც მედია წერს, შეთანხმებამ უნდა შეამციროს რისკები, რომლებიც შეიძლება, წარმოიშვას რუსული გაზის მიწოდების სრული შეწყვეტის გამო. ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული გეგმა ითვალისწინებს ეროვნული მოხმარების ნებაყოფლობით შემცირებას 15 ...

Read More »
საქართველომ აზერბაიჯანული გაზის იმპორტი გაზარდა

საბერძნეთი ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირებას არ აპირებს

საბერძნეთი აპირებს უარი თქვას ევროკომისიის გეგმაზე ბუნებრივი აირის მოხმარების 15%-ით შემცირების შესახებ. ამის შესახებ RBC-Ukraine საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელზე იანის იკონომზე დაყრდნობით წერს. საბერძნეთი ემზადება შესაბამისი საკითხი წამოაყენოს ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრების რიგგარეშე საბჭოზე, რომელიც ამ სამშაბათს გაიმართება. „კომისიის წინადადებას 15%-ით შემცირების შესახებ ჩვენი ქვეყანა ვერ მიიღებს”- თქვა მან. შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ქვეყნებს შესთავაზა გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება 2022 წლის 1-ლი აგვისტოდან ...

Read More »