Tag Archives: #გაზი

უკრაინის გავლით “გაზპრომის” გაზის მიწოდება ევროპაში 32%-მდე შემცირდა

“გაზპრომი” ევროპას უკრაინის გავლით დღეში 29,4 მლნ კუბური მეტრ გაზს აწვდის, რაც რაც 20%-ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს, თუმცა მთლიანობაში მიწოდება შემცირებულია. აღნიშნულის თობაზე “გაზპრომის” წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა. “გაზპრომი” აწვდის რუსულ გაზს უკრაინის გავლით, უკრაინული მხარის მიერ დადასტურებული ოდენობით, გაზგამანაწილებელი Sudzha-ს მეშვეობით – 29,4 მილიონი კუბური მეტრის ოდენობით, 1 თებერვლის მდგომარეობით. თუმცა გაზგამანაწილებელ „სოხანოვკაზე“ განაცხადი უარყოფილია“, – განაცხადა მან. თუმცა, ...

Read More »

ბრიტანულ-ნიდერლანდური Shell-ი, 2023 წლიდან რუსულ გაზს აღარ შეისყიდის

ბრიტანულ-ნიდერლანდური ნავთობკომპანია Shell-მა რუსული მილსადენის გაზისა და ნავთობპროდუქტების შესაძენად გასული წლის ბოლომდე ყველა კონტრაქტი დასრულა. ამის შესახებ კომპანიის მიერ მედიაში გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. „2022 წლის 22 დეკემბერს Shell-მა ხელი მოაწერა დოკუმენტებს Gazprom Neft-თან Salym Petroleum Development Limited Liability Company-ში მისი 50%-იანი წილის გაყიდვის შესახებ. ტრანზაქციის დასრულება დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ განონმდებლობაზე”, – აცხადებენ კომპანიაში.

Read More »

ფატიჰ დონმეზი: შავი ზღვის გაზის მარაგი თურქეთის საჭიროებებს 30 წლის განმავლობაში დაფარავს

თურქეთის მიერ გამოკვლეულმა გაზის მარაგმა შავ ზღვაში შეიძლება ქვეყნის საჭიროებები მომდევნო 30 წლის განმავლობაში დაფაროს. ამის შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, ფატიჰ დონმეზმა განაცხადა სტამბოლში ფორუმზე „თურქეთის საუკუნე ენერგეტიკაში“ სიტყვით გამოსვლისას, იუწყება TVnet. „შავ ზღვაში არსებული გაზის მარაგი მოიცავს ჩვენს საჭიროებებს მომდევნო 30 წლის განმავლობაში. ახალი შესწავლილი საბადოებით ეს პერიოდი კიდევ უფრო გაიზრდება. შავი ზღვის გაზის მოპოვების პირველი ...

Read More »

BP კასპიის ზღვაში ორ ახალ ჭაბურღილს გაიყვანს – მიზანი გაზის რეზერვუარების აღმოჩენაა

ბრიტანული ნავთობმომპოვებელი გიგანტი BP გაზის მარაგების აღმოსაჩენად კასპიის ზღვის ფსკერზე ორი ახალი ჭაბურღილის გაყვანას იწყებს. გადაწყვეტილება ემთხვევა მოცემულობას, რომელშიც აზერბაიჯანი გაზს ირანიდან და რუსეთიდან ყიდულობს შიდა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და საექსპორტო კონტრაქტების შესასრულებლად. 5 წელში ბაქოში ევროპაში ექსპორტის გაორმაგებასაც ისახავენ მიზნად. BP-ის თანახმად, პირველი ჭაბურღილის სიღრმე 7,000 მეტრს მიაღწევს, რათა რეზერვუარიდან ბუნებრივი აირის მოპოვება გახდეს შესაძლებელი. რეზერვუარის სავარაუდო ადგილმდებარეობა შაჰ დენიზის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 2,5%-ით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის მარტის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  2,5%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 646,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში ...

Read More »

განიხილება სამხრეთის გაზის დერეფნის გაზსადენის გაფართოება

სამხრეთის გაზის დერეფნის (SGC) მრჩეველთა საბჭოს მე-9 სხდომის ცენტრალური თემა, რომელიც ბაქოში 3 თებერვალს გაიმართება, გაზსადენის გაფართოება იქნება. ამის შესახებ ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონმაგანაცხადა. „ჩვენი დისკუსიის ცენტრალური თემა იქნება SGC-ის გაფართოება. მოგეხსენებათ, ეს პროექტი მხარდაჭერილია REPowerEU-ის და ჩვენი ახალი ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში აზერბაიჯანთან სტრატეგიული ენერგეტიკული პარტნიორობის შესახებ. ჩვენი მიზანია გავზარდოთ გაზსადენის სიმძლავრე 2027 წლისთვის წელიწადში 20 მილიარდი კუბურ მეტრამდე. ...

Read More »

Moldovagaz-ის ხელმძღვანელი: „გაზპრომმა“ ფასი დაწია, მაგრამ მოლდოვა რუსულ გაზს არ იყიდის

წინასწარი შეფასებით, თებერვალში რუსული გაზის შესყიდვის ფასი მოლდოვასთვის 1000 კუბურ მეტრზე 1054 დოლარი იქნება. ამის შესახებ Moldovagaz-ის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩებანმა დღეს, 31 იანვარს ტელეგრამის არხზე დაწერა. გაზპრომიდან მიღებული “ლურჯი საწვავის” მთელი მოცულობა გაიგზავნება პრიდნესტროვიეში, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოებისთვის. შეგახსენებთ, რომ იანვარში ბუნებრივი აირის შესყიდვის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 1230 დოლარი იყო. მოლდოვა საკუთარი საჭიროებისთვის იყენებს რუმინეთისა და უკრაინის საწყობებიდან გაზის ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი 10%-ით გაიზარდა, თუმცა კვლავ $700-ზე ქვემოთ შენარჩუნდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის თებერვლის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით  10%-ით გაიზარდა და 1000 კუბურ მეტრზე 683,4 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 26 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში ...

Read More »

გერმანია, სავარაუდოდ, უარს რუსულ თხევად გაზზეც იტყვის

გერმანიის მთავრობას სურს, შეზღუდოს რუსული თხევადი გაზის იმპორტი, რომ ამ გზით კიდევ უფრო შეამციროს რუსულ ენერგომომარაგებაზე დამოკიდებულება. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ საუბარია ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, პატრიკ გრეიხენის წერილში, კონსერვატიული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებზე საპასუხოდ. „ფედერალური მთავრობა მხარს არ უჭერს რუსული თხევადი გაზის შესყიდვას. ფედერალურმა მთავრობამ კომპანიებს აცნობა, რომ მიიღებს შესაბამის ზომებს, შეძლებისდაგვარად რუსული თხევადი გაზის შესყიდვის აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია ...

Read More »
საქართველოზე გამავალი სატრანზიტო მილსადენები

ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა იწყება

ბულგარეთის პრეზიდენტი რუმენ რადევი და მისი სერბი კოლეგა ალექსანდრ ვუჩიჩი, ოთხშაბათს, ბულგარეთისა და სერბეთის დამაკავშირებელი გაზსადენის (IBS) მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. სამშენებლო სამუშაოების საზეიმო გახსნას, რომელიც ბულგარეთის ტერიტორიაზე გაიმართება, ენერგეტიკის მინისტრები როზენ ხრისტოვი და დუბრავკა დედოვიჩი, ასევე Bulgartrnasgaz-ის დირექტორი ვლადიმერ მალინოვი დაესწრებიან. ცერემონიის დაწყებამდე რადევი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ვუჩიჩთან. ცნობისათვის, ინტერკონექტორის საერთო სიგრძე დაახლოებით 170 კილომეტრი იქნება ბულგარეთის ქალაქ ...

Read More »