Tag Archives: #აირი

გერმანიას 3 თვე დარჩა გაზის კრიზისის დასაძლევად

ზამთრამდე გერმანიას 3 თვე რჩება. ექსპერტები ოლაფ შოლცის მთავრობის ქმედებებს ,,შენელებულს’’ უწოდებენ. Bloomberg წერს, რომ მათ ვერ მოახერხეს სწრაფი რეაგირება მაშინ, როდესაც რუსეთმა გაზის მიწოდება შეაჩერა. გამოცემის ინფორმაციით, გერმანიის რიგი ქალაქები მნიშვნელოვნად ამცირებენ ცხელი წყლისა და განათების მოხმარებას, რათა თავიდან აიცილონ ,,კატასტროფა’’. ბერლინში, გერმანიის პრეზიდენტის სასახლე ღამით აღარ არის განათებული. ქალაქ ჰანოვერში გათიშულია ცხელი წყალი აუზებსა და სპორტულ დარბაზებში. მთელი ქვეყნის მასშტაბით ამზადებენ გასათბობ თავშესაფრებს, რათა ხალხი ...

Read More »

„TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის“

თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP შეიძლება გახდეს რუსული გაზის ალტერნატივა ევროპისთვის. ამის შესახებ მან ტელეარხ A Haber-ს განუცხადა. „ორი ძირითადი ალტერნატივიდან ერთ-ერთი არის TANAP, ერთობლივი პროექტი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის“, – განაცხადა მან. მანამდე ევროკომისიის (EC) პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ნაწილობრივ შეამცირა ან მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ევროკავშირის 12 წევრ ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი შემცირდა. დღვანდელი მონაცეებით, ევროპაში გაზის სექტემბრის ფიუჩერსების ფასი ბოლო 24 სთ-ის მანძილზე დაახლოებით 1,4%-ით შემცირდა და 1000 კუბურ მეტრზე 2 057 დოლარი შეადგინა. 2000 დოლარიან ფსიქოლოგიურ ნიშანულს ბუნებრივი აირის ფასი ბოლოს 27 ივლისს ასცდა, როდესაც „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს Nord Stream-ით გადასატანი გაზის ...

Read More »

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირმა რუსული გაზის შესყიდვის წილი ორჯერ შეამცირა

უკრაინაში ომის დაწყებიდან 6 თვეში ევროკავშირის შესყიდვებში, რუსული გაზის წილი განახევრდა. ამის შესახებ, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ომის დაწყებამდე ეს წილი 40% შეადგენდა, ახლა კი 20%-ია“, – თქვა ბორელმა. დიპლომატმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია „მოითხოვო გაზის შესყიდვების სრული შეწყვეტა ღამით“ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს „ასწაულების მოხდენა არ შეუძლია“. რუსეთიდან მიწოდებაზე უარის ...

Read More »

უნგრეთი რუსეთთან ახალ ხელშეკრულებას დადებს, რომლითაც დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს

უნგრეთი ამ ზაფხულს რუსეთთან ახალ შეთანხმებას დადებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა დამატებით 700 მილიონ კუბურ მეტრ რუსულ გაზს მიიღებს, – ამის შესახებ Politico უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ჩვენ რუსებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ… ეს შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს ზაფხულში და შემდეგ, ჩვენ უსაფრთხოდ ვიქნებით. უნგრეთს საკმარისი გაზი ექნება“, – თქვა ორბანმა. ახალი ხელშეკრულება იმ 15-წლიანი ხელშეკრულების ერთგვარი დამატება იქნება, რომელიც რუსულ „გაზპრომთან“ ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

ლატვიის ეკონომიკის სამინისტრო: „გაზპრომის“ მიერ გაზის შეწყვეტას, მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება

ლატვიის ეკონომის მინისტრის ილზე ინდრიკსონეს განცხადებით, „გაზპრომის“ მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტას მომხმარებელზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. „გაზპრომის“ განცხადება კანონზომიერია, მაგრამ ამას ლატვიელი მომხმარებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს“, – განაცხადა ილზე ინდრიკსონემ. მისი თქმით, რუსული გაზის გიგანტის რეაქცია Latvijas Gāze-ს განცხადებამ განაპირობა. კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ რუსული გაზის საფასურს რუბლის ნაცვლად ევროთი დაფარავდა. „ჩვენ უკვე კარგა ხანია აღარ გვაქვს იმედი, რომ რუსული გაზის მიწოდება უწყვეტი ...

Read More »
“გაზპრომის” მონოპოლია და სომხეთი რუსული გაზის ალტერნატივის ძიებაში

“გაზპრომმა” ლატვიას გაზის მიწოდება შეუწყვიტა

რუსული გაზის პროვაიდერმა გაზპრომმა  გამოაცხადა, რომ კონტრაქტის პირობების სავარაუდო დარღვევის გამო წყვეტს ლატვიაში გაზის მიწოდებას. „დღეს „გაზპრომმა“ შეწყვიტა გაზის მიწოდება ლატვიას ივლისის ბრძანების ფარგლებში, პირობების დარღვევის გამო“, – ნათქვამია კომპანია Telegram-ის პოსტში, დამატებითი დეტალების გარეშე. „გაზპრომმა“ უკვე შეაჩერა ან შეამცირა მიწოდება ევროკავშირის 12 ქვეყანაში, საპასუხოდ დასავლეთის სანქციებზე მოსკოვზე უკრაინაში შეჭრის გამო. რუსულმა გაზის გიგანტმა შეაჩერა ყველა მიწოდება პოლონეთში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ...

Read More »

EIA: აშშ თხევადი ბუნებრივი აირის უმსხვილესი ექსპორტიორია

ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები 2022 წლის პირველ ნახევარში, თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) უმსხვილესი ექსპორტიორია. აშშ-ის პირველობა მეტწილად უკრაინის კრიზისის ფონზე ევროპისთვის LNG-ის ექსპორტის ზრდამ გამოიწვია. EIA-მ მონაცემები CEDIGAZ-ზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. აშშ-ის LNG-ის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12%-ითაა გაზრდილი, რაც დღეში საშუალოდ 11,2 მილიარდ კუბურ ფუტ თხევად ბუნებრივ აირს უტოლდება. ზრდა ...

Read More »

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მმართველი გუნდი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მმართველი გუნდი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კომპანიაში მიმდინარე წლის 28 ივლისს გაიმართა და მას გენერალურ დირექტორთან ერთად კომპანიის მმართველი გუნდი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის „სახელმწიფო საწარმოთა ფინანსური ზედამხედველობის განხორციელების შესახებ’’ განკარგულების თანახმად, შპს „საქართველოს გაზის ...

Read More »
2019 წლისთვის ევროკავშირი თურქმენული გაზით მომარაგდება

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს

თურქმენეთში ბუნებრივი აირის მოპოვება მარის ველაიათში ახალი ჭაბურღილიდან დაიწყეს. პირველად ბუნებრივი აირის მოპოვება „სერეპლის“ საბადოდან განხორციელდა, რომლის მშენებლობაც მარის ველაიათის სამხრეთით დასრულდა. ჭაბურღილიდან მიღებული ბუნებრივი აირი არ შეიცავს წყალბადის სულფიდს და „სუფთაა“. ჭაბურღილიდან ყოველდღიურად 695 000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იწარმოება. თურქმენეთმა, რომელიც მსოფლიოში მე-4 ადგილზეა ბუნებრივი აირის მარაგების მიხედვით, 2021 წელს დაახლოებით 83 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი აწარმოა.

Read More »