Tag Archives: #რუსეთი

გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ შვედეთის პორტში რუსული ბუნებრივი აირით დატვირთული გემი არ შეუშვა

შვედეთის ერთ-ერთ პორტში გარემოსდამცველი ორგანიზაციის „გრინპისის“ აქტივისტებმა სატვირთო ტანკერს, სახელწოდებით „ქორალ ენერჯის“ არ მისცეს პორტში შესვლისა და ბუნებრივი აირის გადმოტვირთვის საშუალება. აქტივისტებმა ტერმინალზე გაშალეს ბანერი, რომელზეც ეწერა, რომ  შვედეთის პრემიერ-მინისტრმა უნდა შეწყვიტოს პუტინის ომის დაფინანსება. ორგანიზაცია „გრინპისი“ მოუწოდებს შვედეთის მთავრობას,  დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რუსული ბუნებრივი აირის იმპორტი. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უკვე 6 თვეა, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. მათთვის მიუღებელია, რომ შვედეთი კვლავინდებურად აგრძელებს ...

Read More »

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება. “რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე. 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, ...

Read More »

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ნავთობთან ერთად განვიცილავთ გაზის ფასზე ზედა ზღვრის დაწესებასაც

ევროკომისია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსულ გაზზე ფასის შეზღუდვას შესთავაზებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა. „ჩვენ შევთავაზებთ ფასის ზედა ზღვრის დაწესებას რუსულ გაზზე. ჩვენ უნდა შევამციროთ რუსეთის შემოსავლები, რომლებსაც პუტინი უკრაინაში ამ სასტიკი ომის დაფინანსებისთვის იყენებს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა. მისი თქმით, ევროკავშირს სურს შეზღუდოს გაზზე მომუშავე მწარმოებლების შემოსავალი და მათი „გაუთვალისწინებელი მოგება“ მოახმაროს ზომებს, რომლებიც ...

Read More »

ზახაროვა: „ევროპის გაზის კრიზისის უკან აშშ დგას“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ევროპის გაზმომარაგების კრიზისის უკან აშშ დგას. მისივე თქმით, ვაშინგტონმა ევროპელ ლიდერების მოსკოვთან ეკონომიკური და ენერგეტიკული თანამშრომლობის შეწყვეტისკენ უბიძგა. „მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი საბჭოთა დროიდან ენერგეტიკული რესურსების სანდო მიმწოდებელი იყო, შეერთებული შტატები დიდი ხანის განმავლობაში ცდილობდა, რომ ენერგეტიკული კავშირები რუსეთსა და მსხვილ ევროპულ სახელმწიფოებს შორის, როგორიცაა გერმანია, გაეწყვიტა. აშშ-მა ევროკავშირში ხელისუფლებაში მოიყვანა პოლიტიკური ...

Read More »
სერგეი ლავროვი: ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს

რუსეთს IAEA-სგან “დამატებითი განმარტება” სურს ზაპოროჟიეს სადგურის გარშემო

მოსკოვი “დამატებით განმარტებას” ითხოვს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან (IAEA), მას შემდეგ, რაც გაეროს ბირთვულმა უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა უკრაინის ზაპოროჟიეს სადგურზე შექმნილი ვითარების შესახებ. “არის მეტი განმარტების საჭიროება, რადგან ანგარიში შეიცავს რამდენიმე საკითხს – რომლებსაც ახლა არ ჩამოვთვლი – მაგრამ ჩვენ ეს განმარტებები მოვითხოვეთ IAEA-ის გენერალური დირექტორისგან” – უთხრა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სახელმწიფო სააგენტო ინტერფაქსს 7 სექტემბერს, აღმოსავლეთის ქალაქ ...

Read More »

ბორის ჯონსონი: “ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ რუსეთს ენერგეტიკული შანტაჟი არ გაუვიდეს”

დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, რომლის უფლება-მოვალეობის ვადა დღეს ამოიწურა, დაუნინგ-სთრითი დატოვა და გამოსამშვიდობებელ სიტყვაში დარწმუნებით აღნიშნა, რომ ქვეყნის ახალი პრემიერი, ლიზ ტრასი და მისი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა რუსეთმა ენერგეტიკულ შანტაჟში წარმატებას არ მიაღწიოს. ”მე ვიცი, რომ ლიზ ტრასი და ეს თავდადებული კონსერვატიული მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ ხალხს ამ კრიზისის დაძლევაში დაეხმაროს… და ჩვენ გავიმარჯვებთ. თუ პუტინი ფიქრობს, ...

Read More »

“რთული ზამთარი იქნება როგორც უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, ისე ჩვენთვის, მაგრამ ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას”

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი კრიტიკულ ფაზაში შედის და მომავალი ზამთარი გამოცდა იქნება უკრაინის მხარდამჭერებისთვისაც. “ზამთარი მოდის და იქნება რთული პერიოდი. იქნება რთული უკრაინელი ხალხისთვის და შეიარაღებული ძალებისთვის, რომლებიც იბრძვიან მათი თავისუფლებისთვის და ჩვენთვის, ვინც მათ მხარს ვუჭერთ. ჩვენი ერთობა და სოლიდარობა სერიოზული გამოცდის ქვეშ დადგება, რადგან ოჯახები და ბიზნესი გრძნობენ რუსეთის სასტიკი შემოჭრით გამოწვეული ენერგეტიკის ...

Read More »

რა დაუჯდება პუტინის რუსეთს ევროპასთან “გაზის ომი”

ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო შესაძლოა, რუსეთის ბიუჯეტმა საგადასახადო შემოსავლების სახით, წელიწადში $6,6 მილიარდი დაკარგოს.ამის შესახებ Bloomberg რუსეთის მთავრობის საიდუმლო მოხსენებაზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა წერს, რომ 30 აგვისტოს რუსეთის მთავრობას განსახილველად წარედგინა დოკუმენტი, რომელიც „უფრო საშინელ სურათს ასახავს, ​​ვიდრე ოფიციალური პირები ჩვეულებრივ ოპტიმისტურ საჯარო განცხადებებში აკეთებენ“. მოხსენების თანახმად, ევროპისთვის (რუსეთის მთავარი საექსპორტო ბაზრი) გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა რუსეთის ბიუჯეტზე მძიმედ ...

Read More »

ლაიფციგში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

გერმანიაში, ლაიფციგში ენერგომატარებლებზე გაზრდილი ფასები ქუჩაში გააპროტესტეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი და სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მონაწილეობდნენ. მათ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ შემუშავებული ენერგეტიკული და სოციალური პოლიტიკა გააპროტესტეს. აქციებში მონაწილეობდნენ მემარცხენე პარტიები, რომელთა ლოზუნგი იყო „ცხელი შემოდგომა სოციალური სიცივის წინააღმდეგ“, ასევე ულტრამემარჯვენე ჯგუფები, როგორიცაა „თავისუფალი საქსონია“, რომლის წევრებიც უკვე ორი კვირაა ითხოვენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაუქმებას. აქციის დროს ლაიფციგის მოედანზე მობილიზებული იყო ...

Read More »
რუსული მედიის შეფასებით გაზპრომი სამხრეთ კავკასიაში წარუმატებლობას განიცდის

«კრემლმა ვა-ბანკზე წასვლა გადაწყვიტა»: ექსპერტები – “ჩრდილოეთ ნაკადი-1”-ის გაჩერების შესახებ

ვაჭრობის გახსნისას ევროპაში გაზი 30%-ით – 1000 კუბ.მ-ში $2850-მდე გაძვირდა, – იუწყებოდა დღეს მედია ლონდონის ICE ბირჟის მონაცემებზე დაყრდნობით. ფასის ესოდენი ზრდა რუსეთის მიერ “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენით მიწოდებების სრული შეწყვეტის შედეგად იქცა. პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ამაზე პასუხისმგებლობა ევროპელ პოლიტიკოსებს დააკისრა რუსეთის მიმართ სანქციების შემოღების გამო და აღნიშნა, რომ სანქციების მოხსნამდე ვითარება არ შეიცვლება. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად “ჩრდილოეთ ნაკადით” მიწოდებები ...

Read More »