Tag Archives: #აირი

როგორ ხვდება ბიზნესი სიახლეს – გაზზე მომუშავე ტექნიკის რეგულაციები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობების იმპორტისა და რეალიზაციისთვის ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე დაახლოებით ორი კვირა რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს, საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ნორმებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ ...

Read More »

შემცირების შემდეგ, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი გაიზარდა

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დეკემბრის გაზის ფიუჩერსების ღირებულებამ ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში სავაჭრო დღის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 951,3 აშშ დოლარი შეადგინა, რის შემდეგაც ფასები ოდნავ შემცირდა და 945 აშშ დოლარამდე დაეცა. ევროპის ენერგეტიკული კრიზისი პიკს აღწევს, გასულ წელთან შედარებით ფასები ხუთჯერ გაიზარდა. ბუნებრივი გაზის მარაგები იმდენად დაბალია, რომ ნორმალურზე ცივმა ზამთარმა შესაძლებელია ინდუსტრიისთვის ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“ – გთხოვთ ყველას, უარი თქვით ღია წვის კამერიან დანადგარებზე, განსაკუთრებით მოვუწოდებთ გაქირავებული ან დაგირავებული ბინების მფლობელებს, ჩახსენით მკვლელი დანადგარები

კომპანია „თბილისი ენერჯის“ განცხადებით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, აბონენტების ნაწილი გაზის მოხმარების უსაფრთხოების მარტივ წესებსაც კი არ იცავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების სამსახურის სპეციალისტების დროული რეაგირების შედეგად საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე კორპუსი აფეთქებას გადაურჩა, ასევე, გუშინ, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში სამი ახალგაზრდა გადაურჩა სიკვდილს. კომპანია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, უარი თქვან ღია წვის კამერიან დანადგარებზე. „საკანდელიძის 8 ნომერში მდებარე ...

Read More »

ლუკაშენკოს მუქარის კვალდაკვალ იამალი – ევროპის გაზსადენით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს 40%-ით შემცირდა

იამალ-ევროპის მილსადენით პოლონეთის გავლით გერმანიაში რუსული გაზის მიწოდება დღეს, დაახლოებით, 40%-ით შემცირდა, ხოლო უკრაინის გავლით სტაბილურია და რჩება ოთხშაბათისა და ხუთშაბათის მოცულობის დონეზე. ამის შესახებ გერმანული გაზის ტრანსპორტირების ოპერატორის – Gascade-ისა და “უკრაინის ოპერატორ GTS”-ის დღევანდელი მონაცემიდან ირკვევა. იამალი-ევროპის გაზსადენი, “ჩრდილოეთ ნაკად-2-“სა და უკრაინის გაზის სისტემასთან ერთად, არის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი რუსული მილსადენით ევროპაში გაზის მიწოდებისთვის. ორი ათას კილომეტრზე მეტი ...

Read More »
გაზის მიწისქვეშა საცავის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება

“გაზპრომმა” გერმანიის გაზის საცავების შევსება დაიწყო

გერმანიაში ზედიზედ მესამე დღეა გაზის მიწისქვეშა საწყობების ტევადობა იზრდება. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Handelsblatt გერმანიის მიწისქვეშა გაზის შემნახველ ოპერატორთა ასოციაციის (INES) აღმასრულებელ დირექტორის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. “გაზპრომის მიერ ოპერირებადი გაზის საწყობების შევსება 6 ნოემბრიდან იზრდება“, – აღნიშნულია განცხადებაში. პუტინის განკარგულებით ევროპას გაზის გაზრდილი რაოდენობა 8 ნოემბრიდან უნდა მიეღო, თუმცა საცავები ამ დრომდე შევსებული არ არის. ამის მიუხედავად, რუსული მედია იუწყება, რომ „გაზპრომის“ საცავები მობილიზებული და ...

Read More »

რუსულ გაზში მოლდოვა ორჯერ მეტს გადაიხდის

მოლდოვაში გაზის შიდა ტარიფი გაორმაგდება და მისი ღირებულება ათას კუბურ მეტრზე 235-დან 537 დოლარამდე იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა სააგენტომ (ANRE) მიიღო. დროებით გაზრდილი ფასების პერიოდში 1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით საწვავით მოლდოვას რუსულ-მოლდოვური კომპანია „მოლდოვაგაზი“ მოამარაგებს. ტარიფის გაანგარიშებისას საფუძვლად დაედო გაზის მომდევნო 14 თვისთვის საპროგნოზო ფასები, ტრანსპორტირებისა და განაწილების ხარჯები. მოლდოვას გრძელვადიანი კონტრაქტი “გაზპრომთან”, რომელიც 2006 წელს გაფორმდა და მას შემდეგ ...

Read More »

გაზზე მომუშავე ტექნიკაზე რეგულაციები დეკემბრიდან ამოქმედდება – რეგლამენტი აღარ გადავადდება

ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალი ვალდებულების ამოქმედებამდე ერთ თვეზე ნაკლები დრო რჩება. რეგლამენტი, რომელიც იმპორტიორებს და მწარმოებლებს მოწყობილობების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების შესაბამისად დაპროექტებული და წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ავალდებულებს საბოლოოდ 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ბუნებრივ აირზე მომუშავე მოწყობილობებისთვის ახალ ვალდებულებებს აწესებს, რამდენჯერმე გადავადდა. რეგულაცია იანვარში უნდა ამოქმედებულიყო, რომელიც ჯერ 1-ლი ივლისიდან 1-ელ სექტემბრამდე, შემდგომ კი 1-ელ დეკემბრამდე გადავადდა. ...

Read More »

მოლდოვის კრიზისი არის სიგნალი ევროპისთვის, რომელიც რუსულ გაზზე ზედმეტად არის დამოკიდებული

მოლდოვაში გაზთან დაკავშირებულმა კრიზისმა აჩვენა, თუ რამდენად საშიშია ევროპის ზედმეტი დამოკიდებულება რუსეთის “გაზპრომზე”. ამის შესახებ Financial Times-თან საუბარში პოლონეთის სახელმწიფო გაზის კომპანია PGNiG-ის ხელმძღვანელმა, პაველ მაიევსკიმ თქვა. Financial Times წერს, რომ გასულ თვეში „გაზპრომმა“, გრძელვადიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, მოლდოვას გაზის მიწოდება მესამედით შეუმცირა და ლურჯი საწვავის მიწოდების შენარჩუნებისთვის, წინა ფასთან შედარებით, ორჯერ მეტის გადახდა მოითხოვა. მოლდოვა იძულებული გახდა, საგანგებო მდგომარეობა ...

Read More »

ევროპაში გაზის ფასი ზრდას განაგრძობს

ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 17,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე  950 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები. დღის ბოლოს, ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 952,5 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო, სავაჭრო დღის განმავლობაში მაქსიმალურმა სავაჭრო პიკმა 960 აშშ დოლარს მიაღწია. 29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ ...

Read More »

რეგიონებში გაზის ტარიფის ზრდა მომსახურების სფეროს და აგრარულ წარმოებას გააძვირებს

გაზის გაძვირება ინფლაციურ წნეხს გაზრდის, რადგან მწარმოებლური პროდუქცია გაიზრდება და ინფლაციაზე აისახება. მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ჭელიძის თქმით,  გაძვირდება მომსახურების სფერო, განსაკუთრებით სასტუმროები, ასევე აგროწარმოება, სათბურები და სხვა, ყველა ის სერვისი და საწარმო, რომელიც ბუნებრივ აირს მოიხმარენ. ,,ყველა ვარიანტში გაძვირდება ის წარმოება, რომელიც გაზს მოიხმარს. ძირითადად ეს იქნება მომსახურების სფერო და აგრარული პროდუქციის წარმოება, მათ შორის, სათბურები. ...

Read More »