ევროპაში გაზის ფასი გასული სავაჭრო დღის განმავლობაში 17,5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 950 აშშ დოლარს გადააჭარბა. ამას მოწმობს ICE Futures-ის მონაცემები.
დღის ბოლოს, ნიდერლანდებში TTF-ის ჰაბში გაზის დეკემბრის ფიუჩერსების ღირებულება 952,5 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ხოლო, სავაჭრო დღის განმავლობაში მაქსიმალურმა სავაჭრო პიკმა 960 აშშ დოლარს მიაღწია.
29 ოქტომბერს ევროპაში გაზის ფასი 1000 კუბურ მეტრზე 800 დოლარამდე 17 სექტემბრის შემდეგ პირველად დაეცა, თუმცა აღნიშნული დიდხანს არ გაგრძელდა და ბუნებრივი აირის ღირებულებამ ისევ დაიწყო ზრდა.