Tag Archives: #ელექტროსისტემა

ნარმანია

დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ენერგეტიკული სექტორის სამ მთავარ გამოწვევას ასახელებს „პირველი გამოწვევა ეს არის, ყველასთვის ცნობილი ფატორების გამო, ადგილობრივი გენერაციის წყაროების ნელი ტემპით  განვითარება. ამ შემთხვევაში გამოსავალი მეტი დიალოგია საზოგადოებასთან“, – ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ „ბანკები და ფინანსებთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არ არის გამონაკლისი, სადაც მსხვილ ენერგოპროექტებს აპროტესტებენ. „მთელ რიგ ქვეყნებშია იგივე გამოწვევა, როგორც ჰიდრო პროექტებთან, ისე განსაკუთრებით, ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მგადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიკატი მიიღო

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ გადამცემი სისტემის ოპერატორად იქნა სერტიფიცირებული. სერტიფიკაციის პროცესი ევროპული კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილებით განხოციელდა. სერტიფიცირება განსაზღვრავს გადამცემი სისტემის ოპერატორის შესაბამისობას დამოუკიდებლობისა და განცალკევების მოთხოვნებთან. გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, ზედამხედველი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იქნება. შემდგომ ეტაპზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უნდა განახორციელოს ...

Read More »
სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკისთვის 3 უმნიშვნელოვანეს პროექტს დაასრულებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ-ის ევრობონდებს გამოუშვებს

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 200 მლნ-ი ლარის ევრობონდებს განათავსებს. როგორც ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, მსოფლიო ბანკის ტენდერში კომპანია „გალთ ენდ თაგარტმა“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ორგანიზაციის შეფასება. უჩა უჩანეიშვილის განცხადებით, კომპანია წლის ბოლომდე შეძლებს ევრობონდების გამოშვებას, რომელიც ლარში იქნება ნომინირებული. „მსოფლიო ბანკთან ერთად დავიწყეთ ბონდების გამოშვება. ამჟამად მიმდინარეობს ჩვენი კომპანიის შეფასება, აღნიშნულ ტენდერში კი გაიმარჯვა „გალთ ...

Read More »
გერმანიაში ელექტრომობილის მყიდველებს მთავრობა 4 ათას ევროს გადაუხდის

2026 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება

Boston Consulting Group (BCG)-ის მონაცმებით, 2026 წელს მსოფლიოში გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება. BCG-ის 2020 წლის მონაცემებით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ, ხოლო 2030 წელს – 51%-ს. კოვიდპანდემიის 2020 წელს მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 12%-ით გაიზარდა მაშინ, როცა 2019 წელს 8%-ს შეადგენდა. BCG-ში პროგნზირებენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ნახშიროჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისა და საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების ...

Read More »

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურებში ახალი, 500 კვ-იანი ავტოტრანსფორმატორები დამონტაჟდა

სატრანსფორმატორო პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურებში „გარდაბანი-500“ და „ზესტაფონი-500“ ახალი, 500 კვ-იანი ავტოტრანსფორმატორები დამონტაჟდა. ამ დრომდე, ქვესადგურებში მოძველებული მოწყობილობები ფუნქციონირებდა, რომლებსაც საექსპლუატაციო ვადად განსაზღვრული 30 წელი ამოწურული ჰქონდათ. იმის გათვალისწინებით, რომ 500 კვ-იან სასისტემო მნიშვნელობის ავტოტრანსფორმატორებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის თვალსაზრისით, აუცილებელი გახდა, მათი ახალი მოწყობილობებით ჩანაცვლება. ქვესადგურში „ზესტაფონი-500“ შეიცვალა 2 ცალი 167 ...

Read More »

ციფრული ლარი – რას მოგვიტანს ეროვნული ბანკის კრიპტოვალუტა

საქართველოს ეროვნული ბანკი ციფრული ლარის გამოშვების პროექტზე მუშაობს. განცხადება ამის შესახებ ცენტრალურმა ბანკმა რამდენიმე დღის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეროვნული ბანკის მანდატი ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ხოლო “ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ ცენტრალური ბანკის ფულის განვითარებისა და ლარის ციფრული ვერსიის შექმნის აუცილებლობა გამოკვეთა”, რათა ის უკეთ მოერგოს ციფრულ ეკონომიკას და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტიანობა გაზარდოს. შეიძლება ითქვას, ეს პირდაპირი ...

Read More »

2040 წლისთვის Honda მხოლოდ „ეკომობილებს“ გაყიდის

იაპონური საავტომობილო კომპანია Honda გეგმავს 2040 წლისთვის გაყიდვაში ყავდეს მხოლოდ ელექტრომობილები და წყალბადის ელემენტებზე მომუშავე ავტმობილები. ამის შესახებ Nikkei წერს. გაზეთის ცნობით, ამ მიზნის მისაღწევად და ამ ტიპის ახალი მოდელების შესაქმნელად კომპანია მომდევნო 6 წელიწადში გეგმავს დახარჯოს 5 ტრილიონი იენი (46,3 მლრდ აშშ დოლარი). ამასთან, ის უკვე განიხილავს ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას. შეგახსენებთ, რომ იაპონიის ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს მხარი ...

Read More »
ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

2020 წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, წელს თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

კომპანია „თელასმა“ 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2021 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 0,723 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ/სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით. „ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ/სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და ...

Read More »

“მხოლოდ დარიალის ჰესი გამოიმუშავებს ქალაქ ბათუმისთვის წლიურად სამყოფ ელექტროენერგიას”

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჰესებთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას აგრძელებს და აღნიშნულს საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “ვაგრძელებთ ჰესებთან დაკავშირებული მითების განხილვას. ჰესების შესახებ დისკუსიაში ხშირად ვხვდებით მცდარი ფაქტებით მანიპულირებას. მსგავსი ინფორმაცია აძლიერებს ნეგატიურ განწყობას ჰესებთან (და კონკრეტულად ნამახვანჰესთან) დაკავშირებით, ამცირებს დიალოგის და კომპრომისების შესაძლებლობას და ნერგავს უნდობლობას და გახლეჩას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, დისკუსიაში ჩართულმა მხარეებმა გამოიყენონ სწორი ფაქტები. გთავაზობთ ...

Read More »
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს მიანიჭებენ

3-თვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესი ერთიან ქსელში ჩაერთო

3-თვიანი პაუზის შემდეგ ენგურჰესი ერთიან ქსელში უკვე ჩაერთო. “ენგურჰესის” ცნობით, სადერივაციო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ, ქვეყნის უდიდესი ჰიდროლექტროსადგურის ჰიდროაგრეგატები უკვე ამუშავდა. “ვულოცავთ თითოეულ ენგურჰესელს, ყველა იმ ადამიანს, ვინც რეაბილიტაციის პროცესში იყო ჩართული და საქართველოს ენერგეტიკის გულშემატკივრებს ამ მნიშვნელოვან მოვლენას!” – ნათქვამია “ენგურჰესის” ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 20 იანვარს, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის მიზნით, ენგურჰესი გაჩერდა. სარემონტო ...

Read More »