ელექტროენერგიის ექსპორტის ნახევარი თურქეთზე მოდის

2020 წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, წელს თბილისში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა

კომპანია „თელასმა“ 2021 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა. 2021 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 0,723 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ/სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

„ელექტროენერგიის მოხმარების კლება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ/სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 0,670 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა. კომპანია განმარტავს, რომ ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვამ განაპირობა.

„თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით, 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 3,1%-ით (20,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 618,5 ათასი – ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიული პირი.

„აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარებისა და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა“, – განმარტავს კომპანია.

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5 918 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.

Leave a Reply