“მხოლოდ დარიალის ჰესი გამოიმუშავებს ქალაქ ბათუმისთვის წლიურად სამყოფ ელექტროენერგიას”

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” ჰესებთან დაკავშირებული მოსაზრებების განხილვას აგრძელებს და აღნიშნულს საკუთარ Facebook გვერდზე პოსტს უძღვნის, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ვაგრძელებთ ჰესებთან დაკავშირებული მითების განხილვას. ჰესების შესახებ დისკუსიაში ხშირად ვხვდებით მცდარი ფაქტებით მანიპულირებას. მსგავსი ინფორმაცია აძლიერებს ნეგატიურ განწყობას ჰესებთან (და კონკრეტულად ნამახვანჰესთან) დაკავშირებით, ამცირებს დიალოგის და კომპრომისების შესაძლებლობას და ნერგავს უნდობლობას და გახლეჩას საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია, დისკუსიაში ჩართულმა მხარეებმა გამოიყენონ სწორი ფაქტები. გთავაზობთ ერთ-ერთ გავრცელებულ მოსაზრებას.

მოსაზრება: ახალი ჰესები არაეფექტურად მუშაობს და ვერ გადიან საპროექტო გამომუშავებაზე. მხოლოდ ნაწილობრივ მართალია.

მართლაც, შუახევჰესი უხარისხო მშენებლობით, ხოლო დარიალის და ლარსის ჰესები კი დევდორაკის მეწყრით დაზიანდნენ, თუმცა, ამჟამად ყველა ჰესი(გარდა მესტიაჭალა 1-ს) მუშაობს.

მხოლოდ დარიალის ჰესი გამოიმუშავებს ქალაქ ბათუმისთვის წლიურად სამყოფ ელექტროენერგიას. 2020 წელს ბათუმმა მოიხმარა 425გვტსთ, დარიალი ჰესმა კი გამოიმუშავა 446 გვტსთ, რაც სხვაგვარად დამატებითი იმპორტით უნდა შემოგვეტანა, რითაც იმპორტი2ტვტსთზე მეტი, ანუ მოთხოვნის 16% გახდებოდა.

გასათვალისწინებელია ასევე რომ 2020 წყალმწირი წელიწადი იყო რამაც ჰესის გამომუშავება შეამცირა.”

წყარო – https://esco.ge/🔗

ვრცლად – http://weg.ge/…/hesebtan_dakavshirebuli_mitebi_da…

Leave a Reply