Tag Archives: #ჰესი

ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა – ზარალი სოლიდურია

ქვემო ნამახვანიჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა, – ამის შესახებ განცხადებას ნამახვანიჰესის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს. წერილში ნათქვამია, რომ ხანძრის შედეგად კომპანიამ სოლიდური ზარალი მიიღო. „მიმდინარე წლის 1-ელ თებერვალს, დილის 4 საათზე, სოფელ გუმათში, ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა. კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს. წინასწარი ...

Read More »

რიონის ხეობის მცხოვრებელთა ნაწილი ნამახვანჰესის მშენებლობის მომხრეა

ნამახვანჰესის მოსამზადებელ სამუშაოებს, ადგილობრივი მოსახლეობის ის ნაწილი ეხმაურება, რომელიც ჰესის მშენებლობის მომხრეა. მოსახლეობის თქმით, პროექტის განხორციელება რიონის ხეობის გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან მთავარი პრობლემა სოფლებში უმუშევრობაა და ჰესის მშენებლობა დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მათივე თქმით, სოფელი დაცლილია და ჰესის მშენებლობა ახალგაზრდებს დაბრუნებაში დაეხმარება. როგორც მოსახლეობამ განაცხადა, ჰესის მშენებლობით ინფრასტრუქტურა განვითარდება და არა მარტო რიონის ხეობა, არამედ მთლიანი რეგიონი გაძლიერდება. მოსახლეობა ...

Read More »

მარიამ ჩახვაშვილი: ნამახვანი ჰესი, როგორც რეზერვის წყარო, საქართველოს ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის

ნამახვანი ჰესის მთავარი უპირატესობა, ჩემი აზრით, ისაა, რომ სეზონური რეგულაცია აქვს და მნიშვნელოვანი რეზერვის წყაროა. ეს სადგური ზამთრის დეფიციტს და შესაბამისად, იმპორტს საგრძნობლად შეამცირებს. ასე ნაკლებად დამოკიდებულები ვიქნებით მეზობელ ქვეყნებზე და ნაკლები ფული გავა ქვეყნის ეკონომიკიდან. აღნიშნული ჰიდროსადგური, როგორც რეზერვის წყარო, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემას უფრო სტაბილურს გახდის – ელექტროენერგიის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტიც, მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება მეტი ქარისა და მზის სადგურის ...

Read More »

ნამახვანის ჰესების სამშენებლო ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული

რიონის ხეობაში, ნამახვანის ჰესების კასკადის სამშენებლო ტერიტორიაზე, 30 იანვრის დილიდან პოლიციაა მობილიზებული. პოლიციის თანამშრომლები კაშხლის მშენებლობის ადგილიდან, ადგილობრივი მცხოვრებლების მიერ რამდენიმე თვის წინ აღმართული ჯვრის აღებას გეგმავენ. რიონის ხეობის მცხოვრებლების ინფორმაციით, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ კარავი და ჯვარი ინვესტორი კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზეა. ადგილიდან გავრცელებული ინფორმაციით, ჯვართან მისასვლელ გზაზე პოლიციის თანამშრომლებმა შლაგბაუმი დადგეს. რიონის ხეობის სოფლების მოსახლეობის ნაწილი ნამოხვანის ჰესების კასკადის ...

Read More »

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

გარდა ამისა, კომპანიის მიერ მხოლოდ 2019–ში ადგილობრივ ბიუჯეტში შეტანილია 4 მლნ ლარის გადასახადები. ეს თანხა მესტიის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ნახევარს შეადგენს და უკვე 2020–ში მუნიციპალიტეტის განვითარებაზე დაიხარჯება. 280 მეგავატი საპროექტო სიმძლავრის ნენსკრა ჰესის ძირითადი მისია, საბოლოო ჯამში, იმ დეფიციტის შემცირებაა, რომელიც ბოლო წლებში, ელექტრომოხმარების ზრდის პარალელურად, საქართველოს ენერგობაზარზე შეიქმნა. ამ დეფიციტის გამო დღეს უკვე მნიშვნელოვნადაა საქართველო დამოკიდებული აზერბაიჯანული და რუსული ელექტროენერგიის ...

Read More »

რა უნდა დაუპირისპიროს მთავრობამ ჰესების საწინააღმდეგო განწყობებს?

საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების აშენებას რომ უფრო ხშირად მოწინააღმდეგეები ჰყავს, ვიდრე – მომხრეები, ახალი არაა. არც ის არის ახალი, რომ ნეგატიური განწყობების გამო, ქვეყანაში ჰესების აშენება ან ჩერდება ან პაუზდება. ერთ-ერთი ყველაზე ახალი ისტორია „ნამახვანი ჰესის“ პროექტია. გასული წლის შემოდგომაზე ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობა მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა ჯვრის აღმართვით გააპროტესტა. 29 ოქტომბერს ჯვარი იმ ტერიტორიაზე აღმართეს, სადაც ამჟამად მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ...

Read More »

მირცხულავა: ისეთ ჰიდროელექტროსადგურებს, როგორებიცაა „ნამახვანი“ ან ნენსკრა“, შეუძლიათ ქვეყნის წლიური მშპ 1%-ით გაზარდონ

გასული წლის დეკემბერი და მიმდინარე წლის დასაწყისი საკმაოდ დატვირთული იყო ენერგეოსექტორში მიმდინარე სიახლეებით: გაიზარდა ელექტროენერგიის ტარიფი, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ბიზნესისთვის; საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 3 თვით გაჩერდა; უკონტროლო კრიპტომაინინგის გამო, გამწვავდა სიტუაცია სვანეთში. აღნიშნულ საკითხებზე, ასევე ენერგეტიკაში არსებული გამწვევებსა და პერსპექტივებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკოს დავით მირცხულავას ესაუბრა. 2021 წლიდან საქართველოს ბიზნესსაც და მოსახლეობასაც ელექტროენერგიის ტარიფი გაეზარდათ. თქვენი ...

Read More »

საია 4 ჰესზე შეფასებას აქვეყნებს

შუახევის ჰესი, „ხელედულა 3″, ნამახვანჰესი და ონის ჰესების კასკადი –  ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საიას) მის წარმოებაში არსებულ 4 საქმეს მიმოიხილავს და იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც სამართალწარმოების პროცესში იკვეთება. ანგარიშიდან გთავაზობთ ორგანიზაციის მიერ გამოყოფილ ძირითად მიგნებებსა და ტენდენციებს, სრული ანგარიში იხილეთ ბმულზე; „ბოლო წლებში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში არაერთი დიდი ჰესის მშენებლობის პროცესი დაანონსდა. ნაწილი მათგანი უკვე აშენდა, ზოგიერთის განხორციელება ახლო მომავალში იგეგმება. ...

Read More »

აზერბაიჯანი და ირანი შეთანხმდნენ მდინარე არაზზე ახალი ჰიდროელექტროსადგურების აშენებაზე

აზერბაიჯანსა და ირანს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის სახელმწიფო კომისიის XIV შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ცნობით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. განიხილეს ორ ქვეყანას შორის ელექტროენერგიის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები და მოსაზრებები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას განსახორციელებელი პროექტების დასაჩქარებლად. კომისიაზე ასევე განხილული იქნა აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთი ენერგეტიკული სისტემების სინქრონიზაციისა და აზერბაიჯან-ირან-თურქეთს შორის ელექტროენერგიით ვაჭრობის საკითხები. ხაზი გაესვა მიმდინარე ...

Read More »

რა დანაკლისს მიიღებს საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის გაჩერებით?

საქართველოში ყველაზე დიდი ჰესი სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის გამო 20 იანვრიდან 3 თვით გაჩერდა. ქვეყნის უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა. სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება. ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც „ენგურჰესში“ წყლის რესურსი მინიმალურია – ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, ...

Read More »