Tag Archives: #ნავთობი

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  14 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.05 (+0.88)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  88.38 (+1.07)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: “სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირებაა მოსალოდნელი”

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სექტემბერში საქართველოში საწვავის ფასის შემცირება არის მოსალოდნელი, პროგნოზი კი საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასების შემცირებას და ლარის კურსის გამყარებას უკავშირდება. მისი თქმით, საწვავის ფასის შემცირება აგვისტოში დაიწყო და ეს ტენდენცია სექტემბერშიც ნარჩუნდება. “ყველა ტიპის საწვავზე, აგვისტოში დაახლოებით, 30-დან 40 თეთრამდე კლება მოხდა. ეს ეხება პრემიუმს, რეგულარს, დიზელის საწვავს. სექტემბრის თვეში დღევანდელი მონაცემებით, რამდენიმე კომპანიას ...

Read More »

რატომ გაიზარდა ელექტროენერგიის ექსპორტი რეკორდულად

ოფიციალური მონაცემებით, ელექტროენერგიის ექსპორტით, საქართველოს შემოსავალი 337%-ით გაიზარდა. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივლისის მონაცემებით, საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის რეალიზაციიდან ქვეყანამ 64.78 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2021 წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 14.8 მილიონი იყო. სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში „ბიზნეს პალიტრა“ ის ფაქტორები დაასახელა, რომელმაც ექსპორტის რეკორდულ ზრდას ხელი შეუწყო. მათ შორისაა, ენგურჰესის ამოქმედება. „პირველი მიზეზი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის არის ენგურჰესის ამუშავება. თქვენ ...

Read More »

პესკოვი: “ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც გაზი სჭირდება”

ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც გაზი სჭირდება, – აღნიშნულის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისივე თქმით, არსებობენ სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ იყიდონ რუსული ენერგია. „ევროპა არ არის ერთადერთი კონტინენტი, რომელსაც ესაჭიროება ბუნებრივი აირი. არსებობენ რეგიონები, რომლებიც ბევრად უფრო სწრაფი ტემპით ვითარდებიან… მათ შეუძლიათ ანაზღაურონ (შემცირებული) მოთხოვნა ევროპაში (რუსულ) გაზზე“, – განაცხადა პესკოვმა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ევროპაში რუსული ...

Read More »

Nord Stream 1-ით მიწოდების შეწყვეტის მიუხედავად, ევროპაში გაზი 44%-ით გაიაფდა

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ მილსადენ Nord Stream 1-ით ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. მიწოდების შეფერხებების ფონზე, 26 აგვისტოს ბუნებრივი აირის ფასმა კონტინენტზე ისტორიულ მაქსიმუმს, 339 აშშ დოლარს მიაღწია 1 მეგავატ საათზე. თუმცა, მას შემდეგ ევროპულ ბაზარზე ბუნებრივი აირის ღირებულებამ თითქმის 44%-ით დაიკლო და დღეისთვის 190 დოლარს უტოლდება. მიუხედავად ამ შემცირებისა, გაზის ფასი მაინც საგრძნობლად მაღალ ნიშნულზე რჩება. ამიტომაც ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

2022 წლის 13 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.63 (-1.24)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.87 (-0.91)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რატომ დაიწყეს ნავთობის ტანკერების მფლობელებმა ისეთი გემების შეძენა, რომლებსაც ყინულოვან წყლებში გადაადგილება შეუძლიათ

ნავთობის ტანკერების მფლობელებმა მასიურად დაიწყეს გემების შეძენა, რომლებსაც შეუძლიათ ტვირთის, კერძოდ რუსული ნავთობის გადაზიდვა ყინულოვან წყლებში. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გემის ბროკერის, ბრიტანული კომპანიის E.A. Gibson Shipbrokers-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ექსპერტების აზრით, მაის-აგვისტოში დაინტერესებულმა გემთმფლობელებმა დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი დახარჯეს მეორადი  ყინულის კლასის ტანკერებზე, რაც ხუთჯერ მეტია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებლები. ირკვევა, რომ ამ პერიოდში გაიყიდა 42  ყინულის კლასის ტანკერი, ხოლო ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 12 სექტემბერს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  92.84  (+  3.69)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  86.79  (+  3.25)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
“ნაფტოგაზი” "გაზპრომისგან" გაზს აღარ იყიდის

უკრაინის Naftogaz-ი რუსული Gazprom-ის წინააღმდეგ ახალ საარბიტრაჟო პროცესს იწყებს

უკრაინის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ Naftogaz-მა დაიწყო ახალი საარბიტრაჟო პროცესი რუსული ენერგოგიგანტის, Gazprom-ის წინააღმდეგ და განაცხადა, რომ რუსულმა კომპანიამ ვერ გადაიხადა უკრაინის გავლით გაზის ტრანსპორტირებისთვის გაწეული მომსახურების საფასური. “Gazprom-ს გადახდას ვაიძულებთ. Naftogaz-ი ასევე განიხილავს დამატებითი მოთხოვნების წაყენების შესაძლებლობას”. – თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, იური ვიტრენკომ. მიმდინარე წლის დასაწყისში ვიტრენკომ განაცხადა, რომ Naftogaz-ს შესაძლოა ეჩივლა სატრანზიტო გაზის მოცულობის შემცირების გამო. “Naftogaz-ი ავალდებულებს Gazprom-ს, გადაიხადოს უკრაინის ტერიტორიის გავლით ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებისთვის ...

Read More »

აშშ-მა რუსეთისთვის ნავთობის კრიტიკული ფასი დაასახელა

ნავთობის მოპოვება რუსეთში წამგებიანად იქცევა, თუ ბარელის ფასი 44 დოლარს ჩამოსცდება, – თვლიან აშშ-ის ფინანსთან სამინისტროში. რუსული ნავთობმოპოვებისთვის კრიტიკული სწორედ ეს ზღვარი განიხილება ამჟამად G7-ის მიერ გასულ კვირას ფასის ზედა ზღვრის დაწესების შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, – აცნობა Bloomberg-ს აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ უოლი ადეიმომ, რომელიც უწყებაში რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სასანქციო რეჟიმის შესრულების საკითხებს კურირებს. მისივე განმარტებით, ბარელში 44 დოლარი ...

Read More »