Tag Archives: #ტარიფები

რომ არა ლარის გამყარება, საწვავი ნახტომისებურად გაძვირდებოდა

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი  ძალიან ძვირდება. მსოფლიო ბირჟებზე ერთი ბარელი ნაბვთობის ღირებულებამ თითქმის 91 დოლარს მიაღწია. ეს კი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ნიშნულია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ სპეციალისტების მოლოდინი გაცილებით უარესია, ვიდრე დღეს არსებული ვითარებაა. ამის გათვალიწინებით კი, საქართველოზე გავლენა უდავოდ უარყოფითი იქნება და ფასები ქვეყნის შიგნითაც მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარების გზას ადგას.  საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი მკვეთრად ...

Read More »

ოთარ ანგურიძე: პრემიერის ინიციატივა, რომელიც დაახლოებით მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს, მისასალმებელია

რემიერის ინიციატივა, რომელიც, დაახლოებით, მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის სუბსიდირებას გულისხმობს, “კვირასთან” საუბრისას თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, ექსპერტმა ოთარ ანგურიძემ შეაფასა. მისი თქმით, ინიციატივები, რომლებიც მოსახლეობის ინტერესებზეა მორგებული, მისასალმებელია. “პრემიერის ინიციატივა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ვფიქრობ, მსგავსი ინიციატივები სოციალური ხასიათისაა. უამრავ ადამიანს ზამთრის ცივ პერიოდს შეუმსუბუქებს. ოპოზიციის მხრიდან შესაძლო კრიტიკა, რომ ეს შეიძლება, იყოს ადამიანების მოსყიდვა და ...

Read More »

სემეკმა ტარიფები დაადგინა

სემეკმა დაადგინა შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისთვის“ და სს „ეპ ჯორჯია მიწოდებისთვის“ ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები. ორივე კომპანიისთვის ტარიფები უცვლელი დარჩა. სემეკმა დაადგინა სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისთვის“ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასური, ხოლო სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ – ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების ტარიფი დაადგინა. საფასურისა და ტარიფის დადგენა განხორციელდა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ...

Read More »

გამოიწვევს თუ არა ელექტროენერგიაზე ფასების უკონტროლო ზრდას ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება?

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის დაწყება კიდევ ერთხელ, 2022 წლის პირველ მარტამდე გადაიდო. ბირჟის ამოქმედების ვადის გადაწევის მთავარ მიზეზებად სიახლეებთან დაკავშირებით ბაზრის მონაწილეების ნაკლები მზაობა და შიშებია, რაც, არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბირჟის ამოქმედებამ თავდაპირველად ბევრ ქვეყანაში გამოიწვია ფასების უკონტროლო ზრდა, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა გარკვეულ ბიზნესებს. ქართულ რეალობაში, ენერგიის ფასების მნიშვნელოვნად მატების შემთხვევაში შესაძლოა ზოგ კომპანიას რამოდენიმე ...

Read More »

საქსტატი: ელექტროენერგიაზე ფასების 1.8 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 17.7 პროცენტიანი ზრდა. საქსტატის ცნობით, 2021 წლის სექტემბერთან შედარებით ფასები 2.1 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.13 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. მათივე ინფორმაციით, ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – საწვავზე ფასების ზრდა ძირითადად გლობალურ ფაქტორს უკავშირდება, ფასების ცვლილებაში რაიმე არასაბაზრო ფაქტორების გავლენა ნაკლებია

საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პირველ არხს 2021 წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდის შუალედური ანგარიში გააცნო. როგორც მიმოხილვიდან ირკვევა, 2021 წლის იანვარ-სექტემბრში ქვეყანაში 32 ეკონომიკური აგენტის მიერ 1 082 971 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი განხორციელდა, რაც 3.6%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, 2021 წელს მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის თურქმენეთი გახდა და ...

Read More »
„გაზისა და დენის ტარიფი იმ შემთხვევაში გადაიხედება, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს“

დენის ტარიფის სუბსიდირებაზე მთავრობა ფეხს ითრევს და ალბათ იგი ძალიან შეიკვეცება

ელექტროენერგიის ტარიფის საკითხი ქვეყანაში უკვე მწვავდება, რადგან იანვრიდან მოსახლეობას გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევს. მანამდე კი ერთწლიანი სუბსიდირების პროგრამა მოქმედებს, რომელიც ჯერ კიდევ შარშან გიორგი გახარიას მთავრობამ დაამტკიცა. როგორც ირკვევა, სუბსიდია კიდევ გაგრძელდება, თუმცა უკვე მხოლოდ მიზნობრივი ჯგუფებისთვის. დეტალები ჯერ კიდევ უცნობი და გაურკვეველია. ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის შემდეგ, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამაც დაადასტურა, რომ 2022 წელს კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება, თუმცა ...

Read More »
თბილისი-თელეთის დასახლებაში გაზიფიცირების პროექტის განხორციელება დაიწყო

ვის გაუძვირდება გაზის საფასური 1-ლი დეკემბრიდან?

2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი 6-დან 20 თეთრამდე იზრდება. შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით. გარდა ამისა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება. გაზის გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა. ტარიფის ცვლილება არ ეხებათ ფიზიკურ პირებს. წყარო: report.ge  

Read More »
საწვავის მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა

კონკურენციის სააგენტო: საწვავის შემომტანი ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი მთლიან იმპორტში 74 პროცენტია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში, 2021 წლის იანვარი-ივნისის პერიოდის შუალედურ მიმოხილვას აქვეყნებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, ქვეყანაში 30 ეკონომიკური აგენტის მიერ განხორციელდა 669 167 ათასი ლიტრი ბენზინისა და დიზელის იმპორტი, რაც 3.9%-ით აღემატება 2020 წლის იანვარი-ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელს – 644 288 ათასი ლიტრი. იმპორტის ბაზრის კონცენტრაციის მაჩვენებელმა – HHI ინდექსმა შეადგინა ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირებას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2021 წლის  16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  69.51 (- 1.08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.29 (- 1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »